მთავარი » სხვადასხვა

პატრიარქის განცხადება (31.03.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2013 ერთი კომენტარი | 2,403 ნახვა

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ეროვნული უმცირესობების ენებზე ევროპული ქარტიის რატიფიცირების წინააღმდეგია.

“ბოლო დროს განახლდა მსჯელობა რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, ილია მეორე რაც ჩვენი აზრით მიუღებელია, რადგან იგი სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას გამოიწვევს და ქვეყნისათვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას. ვიდრე ჩვენთან ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ცოდნის საკითხი არ მგვარდება და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება პარლამენტის მიერ ამ თემის რატიფიცირება დაუშვებელად მიგვაჩნია”, – აღნიშნავს პატრიარქი.

ილია მეორე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ჰელსინკში დღეს გაემგზავრა. დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებს აეროპორტში გააცნო.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის საკრებულო პარლამენტისგან რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის ქარტიის რატიფიცირებას მოითხოვს, რის შემდეგაც პარლამენტი გადაწყვეტს, თუ რომელ ენას მიენიჭება საქართველოში რეგიონალურის სტატუსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მარიამ–ხათუნა says:

    ჩვენ ძველი ცუდის აღმოფხვრის ნაცვლად, ახალი სხვა საკითხები “პრობლემები” გვემატება…ძველი ცუდი ძველ მთავრობას ეკუთვნის და ახალი გამოდის ახალ მთავრობას…თუმცა ძველიც და ახალიც ერთად არიან და საკითხებსაც ერთად წყვიტავენ….ანუ ერთნი გამოდიან ….გამოფხიზლდით!
    უფალი მეფობს!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი