მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.01.2017 | 5,752 ნახვა

პატრიარქი 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი 84 წლის გახდება.

საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით იმ მიზეზით გადაიდო, რომ პატრიარქი არ გადაიღალოს.

„ყველანაირი ღონისძიება, ოპერაში გასამართი კონცერტი გაუქმებულია, მიღებებიც არ იქნება. მადლობა ღმერთს, უწმინდესი კარგად არის და ბევრად უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ვიზღვევთ თავს და დავასვენებთ. უწმინდესის საიუბილეო კონცერტისა და მიღებების გამართვა, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის დაიგეგმება“, – განაცხადა დეკანოზმა კახაბერმა.

დეკანოზის განმარტებით, საშობაო მსახურებას, თავად უწმინდესი ჩაატარებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).