მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის აღსაყდრების 37-ე წელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.12.2014 | 1,912 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 37 წელი შესრულდა.

სვეტიცხოველში დღეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის და პატრიარქის აღსაყდრების 37 წელთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა გაიმართა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა, პატრიარქის ქადაგებამდე კი – ამბა ალავერდელმა, ილია მეორე მიტროპოლიტმა დავითმა. მან უწმიდესის მოღვაწეობის ეპოქა გაიხსენა და მას მზიანი ღამე უწოდა. მეუფის შემდეგ ილია მეორეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღსაყდრების 37-ე წელი მიულოცა.

პატრიარქმა ქადაგებისას სიტყვები: “ჩვენთან არს ღმერთი” განმარტა.

“ეს სიტყვები წერია ბიბლიაში და მოსვლისთანავე, 1977 წლის 25 დეკემბერს, მე ვგრძნობდი, რომ – ჩვენთან არს ღმერთი. მე ვგრძნობდი, ვხედავდი იმ გაჭირვებას, რომელშიც იყო საქართველო და ჩვენი ეკლესია. ვხედავდი, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ღმერთთან და ღმერთი იყო ჩვენთან ახლოს. ამიტომ ამ 37 წლის მანძილზე არასდროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა ჩემში. მე ვხედავდი ღვთის წყალობას, იმ მადლს, რომელიც მოეფინება და რომელიც ეფინება საქართველოს. ბიბლიაში წერია: ვინც ღმერთს უყვარს, იმას უგზავნის განსაცდელებს. წმიდა მამები როდესაც ცხოვრობდნენ უდაბნოში და განსაცდელში არ იყვნენ, წუხდნენ, ღმერთმა დაგვიგვიწყაო. ღმერთმა არ დაგვივიწყა და არასდროს დაგვივიწყებს იმიტომ, რომ “ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა”. ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია მოწყალე და მოსიყვარულე გულით”, – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორემ წმ. იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები მოიშველია და განაცხადა: ღმერთი არის სიყვარული. მისივე თქმით, უფალმა ქართველებს სიყვარულის ნიჭი, მადლი უბოძა.

“ეს სიყვარული და ძალა ღვთისა მუდამ დაიფარავს საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისაგან. 37 წელი მძიმე იყო, იყო მზიანი ღამე, მაგრამ იმედს, მზეს ვხედავდი, მადლობა უფალს ამ იმედისათვის. წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა ყოველთვის გვფარავს”- აღნიშნა უწმინდესმა.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 48 მღვდელმთავარი. გაიზარდა მონასტრების, სასულიერო პირებისა და ტაძრების რაოდენობა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი