მთავარი » სხვადასხვა

პატრიარქი თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენის იმედს გამოთქვამს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2012 | 1,762 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აწუხებს ქართული ტაძრების მდგომარეობა თურქეთში, რომლებიც დანგრევის პირასაა. პატრიარქი პატრიარქი იმედოვნებს, რომ საქართველოს თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა. ქართულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩავიდეს თურქეთში და მოხდეს ქართული ტაძრების აღდგენა.

აღნიშნულის შესახებ პატრიარქმა სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.საპატრიარქოში შეხვედრა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 95-ე წლისთავს ეძღვნება. შეხვედრაზე იმყოფება აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი, სხვა საელჩოების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში არსებული კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირები.

უწმიდესმა შეხვედრაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა, გაიხსენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღები.

“საქართველოს ეკლესია არასდროს ყრიდა ფარ-ხმალს და ცდილობდა, აღედგინა ავტოკეფალია, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოსა და ქართული კულტურისთვის. 1917 წელს სვეტიცხოველში შეიკრიბა საეკლესიო კრება და გამოაცხადეს, რომ ავტოკეფალია აღდგენილია. ღვთის მადლითა და კურთხევით ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციებს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა I საუკუნეში და საქართველოს ეკლესია ყველაფერს აკეთებს, რათა იყოს დანერგილი დემოკრატიული საწყისები, ქვეყანა იყოს ერთიანი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს შენარჩუნებული ტრადიციები”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა, სამწუხარო უწოდა “არაკეთილმოსურნე პირების” მიერ საზღვარგარეთ გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიურ უმცირესობებს საკუთარი რელიგიური მრწამსის გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევს. პატრიარქმა ბრძანა, რომ საქართველოში ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი რელიგიური გრძნობები გამოხატოს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი