მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქი სტუდენტებს – შევთხოვ უფალს, რომ მოგანიჭოთ მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება, ნიჭი სწავლისა და სიყვარულისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2018 | 1,931 ნახვა

ნარკოპოლიტიკა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და სასულიერო აკადემიის და სემინარიის სტუდენტები დალოცა.

ჩვენთან არს ღმერთი.

ჩვენ დღეს აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა მოგვანიჭოს ნიჭი სწავლისა, ნიჭი სიყვარულისა, მოგვანიჭოს მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება.

მე მახსენენდება ჩემი სტუდენტობის წლები. ერთმა პროფესორმა გვითხრა ჩვენ, რომ სასულიერო სასსწავლებელი არ აძლევს ცოდნას, აძლევს გასაღებს იმ დარბაზისა, სადაც ადამიანმა უნდა შეიძინოს ცოდნა, უნდა ის გასაღები შეინახო კარგად და გააღო ის დარბაზი ცოდნისა, განათლებისა და შენ უნდა იფიქრო შენს მომავალზე.

აი დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვანიჭოს სიბრძნე. საწყისი სიბრძნისა არის შიში ღვთისა, შიში ღვთისა არის საწყისი წინსვლისა. სასულიერო სასწავლებელი არის ძვირფასი იმით, რომ სასულიერო სემინარია და აკადემია აძლევს ფართო განათლებას. ჩემთან სწავლობდნენ საშუალო სკოლაში ნიჭიერი ახალგაზრდები. ერთმა მათგანმა დაამთავრა ოქროს მედლით. მაშინ პირველი წელი იყო, რომ აჯილდოებდნენ ოქროს მედლით, მაგრამ ის გამოვიდა ექიმი ვიწრო მიმართულებით. სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ კი მოგვცა დიდი განათლება, ცოდნა. განათლება ძვირფასია იმ შემთხვევაში, როცა ის არის მორწუნე ადამიანის თვისება. განათლებული და ურწმუნო ადამიანი კი საშიშია.

მე მივმართავ ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდობას, რომ უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ სულიერებაზე, იფიქრეთ სარწმუნოებაზე, იფიქრეთ თავმდაბლობაზე.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობარს, ვინ გყავს მეგობარი. მე მახსენდება ჩემი მეგობრები სემინარიასა და აკადდემიაში. ზოგიერთი გამორჩეული იყო ფილოსოფიური განათლებით და იმათ იმოქმედეს ჩემზეც და სხა სტუდენტებზეც. ჩვენ რომ ვამთავრებდით ლექციებს, მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით ფილოსოფიურ წიგნებს, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ამ წიგნებიდან ზოგიერთი მათგანი აკრძალულიც იყო მაშინ.

ღმერთმა მოგცეთ საღი გონება, ღია და ნათელი გონება. ღმერთმა მოგცეთ თავმდაბლობა და მორჩილება.

არის შემთხვევები, როცა სტუდენტი ამპარტავნდება და იწყებს კრიტიკას მასწავლებლებისა, უფროსებისა. ეს დაღუპვის გზა არის. ამას ერიდეთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

პარაკლისის დასრულების შემდეგ: გილოცავთ სასწავლო წლის დასაწყის და ახალ წელს. დღეს არის საეკლესიო ახალი წელი, ინდიქტიონი.

დაე, ბედნიერი იყოს ეს წელი საქართველოსთვის, თქვენთვის. ჩვენ ვლოცავთ პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოჲსა, სტუდენტებს, საშუალო სკოლებს, მოსწავლეებს და ყველას. მშვიდობა სიხარული, სიყვარული სუფევდეს თქვენთან, საქართველოსა და მსოფლიოში. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი