მთავარი » ქრისტიანობა

“პრემიერს ვთხოვე, სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა, მითხრა, რომ ასე იქნება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2019 | 907 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე, ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და გამოცემის ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ
საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა.
პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს.
ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა
დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას
მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, – განაცხადა ილია მეორემ.

თავის მხრივ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული გალობა და ზოგადად,
პოლიფონია ეს არის ჩვენი უნიკალური შენატანი ქრისტიანულ ცივილიზაციაში და
ზოგადად, მსოფლიო ცივილიზაციაში.”

ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ
ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19-მე-20
საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი