მთავარი » ქრისტიანობა

,,ბევრი აღსარება მომისმენია,მაგრამ ასეთი არასოდეს”… პატრიარქი, ნოდარ დუმბაძის აღსარებაზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.07.2020 | 165 ნახვა

ნოდარ დუმბაძე საავადმყოფოში დიდხანს იწვა. პატრიარქი რამდენჯერმე მისულა მის სანახავად. ბოლოს, მწერალს დაუთხოვია ყველა ოთახიდან, მარტო დამტოვეთო. მაშინ აღსარება ჩაუბარებია უწმინდესისთვის, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე. ოთახიდან გამოსულ პატრიარქს უთქვამს: “რომ მქონდეს იმის უფლება, ნოდარმა აღსარებაში რაც მითხრა, ის განვაცხადო, მრევლს გავაასმაგებდი, მაგრამ ეს აღსარებაა და ამის თქმის უფლება არ მაქვს, ძალიან ბევრი აღსარება მომისმენია, მაგრამ ასეთი არასოდეს, მზად იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ასე მომზადებული ჯერ ადამიანი არ შემხვედრია”.

ნოდარ დუმბაძის შვილი იხსენებს: ერთხელ, შემთხვევით შევხვდი პატრიარქს ყაზბეგში, რომელიც მამასთან ბოლო შეხვედრას მოყვა: რომ შევედი ნოდართან პალატაში, მომაკვდავი ფეხზე ამდგარი დამხვდაო. მამა მონიტორზე შეერთებული იყო, სულ მავთულებში გახლართული და დღემდე მიკვირს, როგორ შეძლო ფეხზე წამოდგომა. უწმინდესს უთქვამს, ნოდარ, დაბრძანდიო. მამას უპასუხია, არა, პატრიარქს დამჯდარი ვერ შევხვდებიო. ეს დეტალი მართლა არ ვიცოდი, იმიტომ, რომ მამამ გვითხრა, თქვენ გადით, პატრიარქთან მარტო უნდა დავრჩეო. მე, დედა და მანანა გამოვედით. ნამდვილი სასწაულია, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოუდგა მომაკვდავი კაცი უწმინდესს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი