მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქი მოსკოვში მიემგზავრება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.01.2013 | 1,086 ნახვა

20 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში მიემგზავრება.

“მივდივართ მოსკოვში, საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა. ილოცეთ, შეავედრეთ საქართველო უფალს და რაც შეგიძლიათ ილოცეთ “მოწყალებისა კარი განგვიღე”, – ბრძანა უწმიდესმა სამების საკათედრო ტაძარში, ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.

პატრიარქი თვითმფრინავში

“მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო”, – უწმიდესმა ეს ლოცვა მრევლთან ერთად სამჯერ გაიმეორა.

პატრიარქის მოსკოვშივ ვიზიტის პროგრამა ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს პატრიარქის მოსკოვში ჩასვლა მისთვის ჯილდოს გადაცემას უკავშირდება.

კერძოდ, 21 იანვარს მოსკოვში საერთაშორისო საზოგადოებრივი ერთობის ფონდის ყოველწლიური, რიგით მე-13 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი, უწმიდესი კირილი უხელმძღვანელებს.

საქართველოს პატრიარქს, კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, გადაეცემა პრემია სახელწოდებით – “გამორჩეული საქმიანობისა და მართლმადიდებელ ხალხებს შორის ერთობის განმტკიცებისათვის ქრისტიანული ფასეულობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის საზოგადოებაში”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი