მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქი ბუდა-ბარის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.04.2012 4 კომენტარი | 7,580 ნახვა

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში საზოგადოებრივი ყოფისადმი “ახალ მიდგომაზე” საუბრობს. ბუდა-ბარი ის ეხმაურება 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენებს ფაქტს, ხოლო ქალაქის ცენტრში “ცოდვის სახლების” – კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის გახსნას. პატრიარქის აზრით, ეს მოვლენა ადამიანში ცხოველური ინსტინქტების წინ წამოწევას ემსახურება.

ილია მეორე: “საზოგადოებრივი ყოფისადმი “ახალი მიდგომა” ჯერ გამოიხატა იმით, რომ შეეცადნენ, ადამიანისათვის დაევიწყებინათ ცოდვის განცდა და ამოქმედდა ასეთი პრინციპი: ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. მაგ: სხვისი უზნეობა თუ მე არაფერს მიშავებს, ეს ქმედება უარყოფითი აღარ არის… და დაიწყო ამგვარი აზროვნების ყველგან დამკვიდრება, რაც არის აჯანყება ზნეობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ.

თავისუფლება და ზნეობრიობა ბუნებითია ადამიანისათვის. რომელიმე მათგანის უგულებელყოფა იწვევს პიროვნების და ასევე საზოგადოების დამახინჯებას.”

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბოლოს უკვე ასეთი პრინციპიც წამოაყენეს: რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია! ეს ნიშნავს, რომ ბოროტებაც მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია!

ილია მეორე: “საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური “ჭეშმარიტებები”. მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც მხარდაჭერილია ინფორმაციული მანქანისაგან და კარგად არის რეკლამირებული.
თეოლოგთა შეხედულებით, ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტიქტების წინ წამოწევას ემსახურება.

ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი. ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას!

ამგვარი აზროვნების წესსა და დამოკიდებულებას პროპაგანდას უწევენ ყველგან და მათ შორის საქართველოშიც.
როგორც ჩანს, ამ “ახალი იდეოლოგიის” გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება, ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, – კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის… გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა “გმირების” პოპულარიზაცია.”

პატრიარქის თქმით, ეკლესიას, რომელიც მის წევრთა პიროვნული ნაკლულევანების მიუხედავად, ყოვლად წმიდაა და სრულიად უცდომელი, ქრისტეს მცნებისამებრ, ყველა უყვარს და ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ ეს სიყვარული სულაც არ ნიშნავს ცოდვასთან შემგუებლობას. პირიქით, ჩვენი რწმენა მოითხოვს, რომ ცოდვა მოვიძულოთ და ვებრძოლოთ მას, ხოლო ადამიანი გავაფრთხილოთ და დავიცვათ.

“ასეთი დაწესებულებები ბევრ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით აკრძალულია, ხოლო სადაც დაშვებულია, მათ კანონით მკაცრად განსაზღვრული მდებარეობა აქვთ – მოცილებულნი არიან სასწავლო და რელიგიურ დაწესებულებებს, ქალაქის ცენტრს, საზოგადოების დასვენებისა და კულტურული თავშეყრის ადგილებს.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა და მრავალი ხელშემწყობი ფაქტორისა, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა და ჩვენმა ხალხმა გაუძლო ამ საცდურს და ზნეობისა და ტრადიციული ღირებულებების დამცველად დარჩა,”-აღნიშნავს პატრიარქი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • დიანა says:

    ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! ჩვენ მთავრობას არ გაუგია?გარყვნილ ოჯახზე, რომ ამბობენ.ამ ჯოხიდან,გამოსული რა იქნება? ამისთანა ახლოსაც არ უნდა გაიკაროო? ხოდა რომ გსურთ გასართობი და გარყვნილი ობიექტების მშენებლობა საქართველოში,როგორ გინდათ გაითქვათ სახელი თქვენი სიკარგით, და გახდეთ სამაგალითო? თუ გარყვნილებით ითქვამთ სახელს,მაშინ შედეგი იმ გარყვნილი ოჯახის მსგავსი გექნებათ, რომ ყველა ლანზღავს და გაურბის მასთან ურთიერთობას და მაგითაა ცნობილი.ნუ იღუპავთ თავს თქვენი უვიცი საქციელებით და ნურც ჩვენ ახალგაზრდობას უბიძგებთ მისკენ. შესაგინებელს ნუ გაიხდით სახელს და საფლავს! ცოდვილნი მალე იკარგებიან,ან თუ შემორჩა მათი სახელი, მუდმივად ავად ნახსენები იქნებიან, ამით საკუთარ შვილებსაც შეუქმნიან პრობლემას.გმერთმა უდიდესი პიროვნება მოგვივლინა,ჩვენიერის მამა, ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი საქარტველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ამისთვის ჯერ მადლობა შესწირეთ უფალს და შემდგომ პატრიარქის დარიგება მიიღეთ! ეკლესია ტავისი უცვლელი კანონებით ,ყოველთვის არსებობდა და იარსებებს.სახელმწიფოები კანონებს ცვლიან ან უგუნური მთავრობის ხელში,ნახევრდებიან ან საერთოდ გადაშენების გზას ადგანან.მე თვიტონ ემიგრანტი ვარ და ვიხედები დიდი სახელმწიფოები, როგორ ებრძვიან იმ გარყვნილებას და ახალგაზრდების სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დადაუნებას რაც ამ სახელმწიფოებს ღამის კლუბებმა(ე.წ. დისკოტეკა)მოუტანა.მერწმუნეთ თვითონ ამ გზით ნაცხოვრებ ახალგაზრდებს საკუთარი წარსულის ცხვენიათ.ჩემი შვილი გაოგნებული დაბრუნდა საქართველოდან,მისი ტიყვები იყო:დედა ეგაა შენი ნაქები …. საქართველომ ევროპას გაუსწრო ყველანაირად გარყვნილებაშიო ეს რას დაამგვანეს ქვეყანაო,რაღაც უაზრო ეგრეთ წოდებული ხელოვნების ქვის მინიატურები დაუდგიათ, ცენტრი შეუღებიათ, შემთხვევით პარალელურ ქუჩაზე, თუ მოხვდი გული გაგისკდება.თან ამდენი გაჭირვებული ხალხი.. იმედი მქონდა ერტხელ ჩასული, იქნებ სამუდამოდ დავრჩე საქართველოში …და რა დასანანია ისე დავბრუნდი, რომ ალბათ დიდხანს ვერ დავივიწყებ ნანახს და ვინიცის ისევ,როდის გამიჩნდება არა დროებით, არამედ მუდმივად დაბრუნების სურვილი.
    ჩვენი მთავრობა დაფიქრდეს ამის შესახებ დროა! არა მარტო გარყვნილება, არამედ ჩვენდა სამწუხაროდ და საგანგაშოდ,საზღვარგარეთ ქართველთა დიდი ემიგრაცია უქმნის საფრთხეს სახელმწიფოს. 2004 წელს თითზე ჩამოსათვლელნი, ძალიან ცოტანი ვიყავით. დღეს ათიათასობით ქართველია აქ. ღმეთო დაიცავი ჩვენი დედა, ჩვენი ამქვეყნიური სამოთხე ჩვენი საქართველო.

    • ნათია -ფოთი says:

      ჭეშმარიტად აღსდგა ! გილოცავთ ყველას, საქართველოს შვილებს , სადაც არ უნდა იყოთ! ღმერთმა გაგაძლიეროთ!
      შემძრა თქვენმა წერილმა, თუმცა წარმოვიდგენდი ხშირად და დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართველი კაცი სადაც არ უნდა იყოს არ დაივიწყებს სამშობლოს და აუცილებლად დაუბრუნდება მას. ფაქტის წინაშე კი როცა დავდგებით, ეჭვი მეპარება ამ ქვეყანაში ვინმეს მოუნდეს დაბრუნება. არა იმიტომ რომ ეკონომიური სიდუხჭირეა , არამედ ადამიანია უფლება აყრილი, დაბეჩავებული, სულში ჩაფურთხებული, თვალშინაცარშეყრილი და გული მისკდება , სიტყვები არ მყოფნის. და მაინც- გთხოვთ, ქართველებო, ვინც საზღვარგარეთ ხართ, ნუ გაიტეხავთ გულს და ვილოცოთ უკეთესი მომავლისთვის, და მალე დაუბრუნდით სამშობლოს, იცოდეთ ძალიან გვჭირდებით. ნუ გავახარებთ მტერს, რომელიც გველივით “თავისუფლების” ნიღაბს ამოფარებული ამორალურობის, არაადამიანობის წესებით შეუძვრა ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და განსაკუთრებით ახალგაზრდები გახდნენ ამისათვის კარგი ნიადაგი. ვილოცოთ , ვილოცოთ და კიდევ ბევრი ვილოცოთ , უბრალო გულიდან ამოსული სიტყვებით: ღმერთო გადაგვირჩინე სამშობლო საქართველო.

  • სულიკო says:

    ნეტავ იმ დღეს თუ მოესწრება ქართველი ერი, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მოვა ჭეშმარიტი ქრისტიანი პრეზიდენტი, რომელიც ერთხელ მაინც მოუსმენს და გაიზიარებს ჩვენი წმინდა პატრიარქის სიტყვებს!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი