მთავარი » ქრისტიანობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.10.2020 | 134 ნახვა

8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ბ-ნი ფაიდ გულიევი მიიღო. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ბ-ნმა ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე გავრცელებული განცხადებისა და მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.

კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა ბ-ნ ფაიდს და კვლავ გამოთქვა წუხილი საომარი მოქმედებების გამო. ბოლოს დასძინა: ,,სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი.“ (იგივე ითქვა სომხეთის ელჩთან წინა დღის შეხვედრაზეც.)

ინებოს ღმერთმა, რომ ეს სამართლებრივი, მშვიდობიანი მეთოდებით განხორციელდეს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი