მთავარი » ქრისტიანობა

კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა სამადლობელ პარაკლისზე (28.09.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.09.2017 | 5,193 ნახვა

პატრიარქი ჩვენ წამოვიწყეთ დიდი საქმე,- განახლება ჩვენი ცხოვრებისა, ჩვენი მოღვაწეობისა, საქმიანობისა. ჩვენ ვეძებთ გზებს, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს საქმესთან, კეთილ საქმესთან. ჩვენ ვეძებთ გზებს, რომელიც დაგვაახლოვებს ერთმანეთს.

ეხლა ისეთი ცხოვრება გვაქვს, რომ მძლავრობს დაპირისპირება ადამიანებს შორის. არადა ჩვენ ვართ ძმები, ჩვენ ვართ ახლობლები. ჩვენ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები და თუ არ მოგვწონს სხვისი აზრი, უხეშად არ უნდა ვუპასუხოთ მას. ყველას აქვს თავისი აზრი და უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, რომ თუ სხვისი აზრი განსხვავებულია, შეიძლება შენს აზრზე უკეთესი აღმოჩნდეს.

ერთ-ერთი ცოდვა, რომელიც ახასიათებს ადამიანს, არის უმადურობა. ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანს უკეთებ სიკეთეს და ის ბოროტად გპასუხობს, ანუ უმადურია. უმადური არ უყვარს არც ღმერთს და არც ადამიანს. ყოველ დღე ყველამ მადლობა უნდა შესწიროს უფალს, რომ ცოცხალია, ფეხზე დგას, ოჯახს ეხმარება, ხალხს ეხმარება. ყოველივე ეს დიდი წყალობაა და მას დაფასება უნდა.

გადავწყვიტეთ, რომ ყოველ შაბათს, არა ხუთშაბათს, არამედ შაბათს, იქნება 12 საათზე მადლობის პარაკლისი, სამადლობელი პარაკლისი და თუ ადამიანს არა აქვს დრო ან დაკავებულია საქმიანობით, თავისი სიტყვებით ლოცვა წაიკითხოს თავის სახლში, თავის სამსახურში, თავის შვილებთან ერთად. თორმეტ საათზე ერი უნდა გამთლიანდეს ლოცვით ღვთის წინაშე და აი ეს არის პირველი პარაკლისი. მადლობა შევსწიროთ უფალს, რომ ჩვენ ვართ, მადლობა შევსწიროთ უფალს, რომ ჩვენ ვსაქმიანობთ და მადლობა შევსწიროთ უფალს ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი საქართველოსთვის.

საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ყოფა.

მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს. ამინ.

პარაკლისის დასრულების შემდეგ

ჩვენთან არს ღმერთი.

დიდება და მადლობა უფალს. კარგი დღე არის დღეს. კარგი დასაწყისია. ეხლა ჯვარზე მთხვევის შემდეგ ავიღოთ ნაჭრები და დავწმინდოთ ეკლესია, ხატები და ყველაფერი.

დალოცვილი იყავით.

წყარო: http://patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი