მთავარი » კულტურა

პატარა ხელოვანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.02.2013 | 2,960 ნახვა

ლიზი ბუდაღაშვილი – პატარა ხელოვანი 12 წლის გახლავთ. სწავლობს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში. არის წარმატებული მოსწავლე. ძალიან უყვარს პოეზია. წერს ლექსებს. გამარჯვებულია საერთაშორისო ლიტერატურისა და პოეზიის კონკურსებში. ლიზი ბუდაღაშვილი მონაწილეობს მთელ რიგ კონცერტებსა და ფესტივალებში. არის პიანისტთა საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების გამარჯვებული. გარდა პიანისტური მოღვაწეობისა, ლიზი თვითონ ქმნის მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომელსაც ასრულებს პატარა კომპოზიტორებისთვის გამართულ კონცერტებზე. ლიზა, ასევე, დიდ დროს უთმობს ხატვას, რაც ძალიან უყვარს.

როდიდან დაიწყე ლექსების წერა?

დაახლოებით 10 წლის ვიყავი, რომ დავწერე. პირველი ლექსი უსათაუროა და მცხეთაზეა. ექსპრომტად მომივიდა მუზა და მაშინვე ჩავწერე. ორ სტროფიანი ლექსია. ჩემი მუზა არასდროს ყოფილა ვინმე. ზოგადად, რისი შთაბეჭდილების ქვეშაც მოვექცევი, იმაზე ვწერ. მაგალითად, იტალიაში რომ ვიყავი, ჩამოვედი და ვენეციაზე დავწერე ლექსი, თოვლი რომ მოვიდა, – თოვლზე.

ვფიქრობთ, 2013წლის 13 მარტს გამოვცეთ წიგნი, რადგან ჩემი დაბადების დღე არის 13-ში და ვხდები 13 წლის. ეს ჩემთვის იქნება ძალიან დიდი საჩუქარი.

რას გვეტყვი შენს პირველ კონკურსზე?

ლიზი ბუდაღაშვილი პირველ მუსიკალურ კონკურსში რომ გავედი, 9 წლის ვიყავი. კონკურსი ავსტრიაში 2009 წელს ტარდებოდა. ეს იყო ავსტრია-შვეიცარიის პიანისტთა მიერ ორგანიზებული კონკურსი, სადაც პირველი ადგილი ავიღე.

გვესაუბრეთ იტალიაში გამართულ აოსტის კონკურსსა და მის შთაბეჭდილებებზე…

მე და მამა წავედით. როცა მიგვიწვიეს, უკვე ვიცოდით, რომ ფინალში ვიყავით. ამ კონკურსზე საქართველოდან მარტო მე გახლდით. გავგზავნე ორი ლექსი: ერთი – “შემოდგომა და მე” და მეორე – “თურმე რამდენი არსებობს ქარი”. პრიზი გადმომცა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, კარმელო ფონტანამ. დავწერე სამადლობელი ტექსტი, რომელიც მამამ მითარგმნა იტალიურად. როდესაც ტექსტი წავიკითხე, ჟიურის წევრები კმაყოფილები დარჩნენ და მითხრეს, რომ კარგად ვკითხულობდი იტალიურად.

ბოლოს რომის კონკურსზე იყავი…

დიახ, დეკემბერში ვიყავი იტალიაში, ქალაქ რომში ჯუზეპე ჯოაკინო ბელლის სახელობის ხელოვნებისა და კულტურის ოცდამეოთხე საერთაშორისო კონკურსზე. გაგზავნილი მქონდა 7 ნახატი და 3 ლექსი. კონკურსი ცალ-ცალკე ჩატარდა ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ორი პრიზი ავიღე, რადგან იმდენად მოეწონათ სამივე ლექსი, თქვეს, ერთმანეთისგან ვერ გამოვყოფთო.

ნერვიულობ კონკურსზე გამოსვლის დროს?

ნაკლებად ვნერვიულობ, ადრე უფრო ვღელავდი, პატარა რომ ვიყავი, ასე – 8 წლამდე, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე, რადგანაც ჩვენთან ხშირად ტარდებოდა ღია და დახურული კონცერტები კომისიის წევრებთან ერთად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გარკვეულ ბარიერს მალახინებდა.

ლიზი, ვინ არის შენი ნაშრომების პირველი შემფასებელი?

პირველი შემფასებელი დედაჩემია. შარშან ზაფხულზე ვიყავი ფასანაურში და არაგვზე დავწერე ლექსი. პირველ ლიზი ბუდაღაშვილი რიგში, დედას დავურეკე და და მერე ბებოს ვუთხარი. მიმაჩნია, რომ დედისგან ყველანაირი კრიტიკა მისაღებია.

ძალიან მეხმარებიან და ვაფასებ ჩემი ოჯახის თანადგომას. რაც არ უნდა ნიჭი მქონოდა, რომ არ ყოფილიყო მშობლებისაგან მხარდაჭერა, ალბათ, ასეთი წინსვლა არ მექნებოდა.

რას აკეთებ თავისუფალ დროს, მეგობრებთან ერთად თუ ახერხებ ხშირად ყოფნას?

შაბათის ჩათვლით მთელი კვირა დაკავებული ვარ. კვირას კი გადავდებ ხოლმე რამდენიმე საათს და მეგობრებთან ერთად მივდივარ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყველაფერს ვასწრებ, სხვადასხვა ღონისძიება, ექსკურსიებზე სიარულსაც კი.

როგორც ვიცი, ხატავ კიდეც… ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი?

ლიზი ბუდაღაშვილის ჯილდი ხატვა 6 წლიდან დავიწყე. 7 წლიდან უკვე სამხატვრო ათწლედში დავდივარ. იქ გამოცდა იყო ჩასაბარებელი, ჩავაბარე და ზეთებით ხატვას ვსწავლობ. არის კიდევ გრაფიკა, აკვარელსაც ასწავლიან, ქანდაკებაც არის და მე ფერწერა ავირჩიე და ვაპირებ დავამთავრო… ხატვის გარეშე არ შემიძლია. ვხატავ ასევე გუაშით და აკვარელით, აკვარელით ხატვა მე თვითონ ვისწავლე.

მაქვს სველი თიხისგან გაკეთებული მძივებიც…

საყვარელი მხატვარი არის აივაზოვსკი. ის მარინისტი იყო. ხატავდა ზღვის პეიზაჟებს, ზღვის თითოეულ ტალღასა და ფაქტურას, ხატავდა არაჩვეულებრივად. რენესანსიდან უფრო თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. ასევე, მომწონს ელენე ახვლედიანი, ჩემი ხატვის სტილში ჯდება.

საყვარელი მუსიკოსი თუ გყავს? ვის მუსიკას შეასრულებდი სიამოვნებით?

მერი დავითაშვილის ნაწარმოებები ძალიან მიყვარს. ასევე, მომწონს პიანისტი რიხტერის შესრულება. კლასიკოსებიდან გამოვარჩევ მოცარტს, რადგან ის უფრო მხიარული და ენერგიულია.

ძალიან მიყვარს შოპენი და რა თქმა უნდა, მის “ფანტაზიას” დიდი სიამოვნებით შევასრულებდი.

ლიზის მომავალი პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს. თუმცა დარწმუნებულია, რომ ხელოვნებას თავს არასდროს დაანებებს. “ამბიონი” პატარა ხელოვანს წარმატებებს უსურვებს და მკითხველს მის ლექსს სთავაზობს.

ვენეცია

მატარებელი რელსებზე მიქრის,

წამით დროება უკუღმა მიდის.

ფანჯრების მიღმა ზღვა არის დიდი

ლამაზი ფიქრის, მომგვრელი ნისლის.

არხები სწრაფად ერევა ზღვაში,

ღრუბლები……. ცაში:

მენავე თავისთვის ღიღინებს ნავში,

თან იყურება სევდიან წყალში.

მზიან სიმღერას მზიანი დღე შეეფერება,

მაგრამ სიმღერა ხელს არ უწყობ გონდოლიერებს;

არხის ტალღები ამ გონდოლებს სულ ეფერება,

ყველა ამინდში ეს მეთევზე მაინც იმღერებს….

განწყობას იქმნის.

მოდის ამალა უცნობების,

ხტიან, ცეკვავენ…

თუ დასჭირდებათ…

სახეს უცბად შეფერავენ

ათასგვარ ნიღბით.

მოედანს მალე ტურისტები გადაჭედავენ,

გაუყვებიან ქვაფენილის ვიწრო ქუჩებს,

ნაირფრად მორთულთ:

ყველა აწყდება მოაჯირებს…..

მსუბუქ ტალღებზე მოქანავე

ძველი გონდოლის დანახვა რომ სურთ,

ქალბატონები გამოდიან,

აივნებს რთავენ:

სატრფონი ხიდზე გადმოდიან

მთვარიან ღამეს…

… მეტს ვერ მოგითხრობთ,

ორთქლმავალზე მაგვიანდება;

უნდა ვიჩქარო, თორემ ძალზე დაგვიანდება…

… მატარებელი შუა ზღვაზე რელსებზე მიჰქრის

და უკვე ვამჩნევ, ეს სწრაფი დრო კვლავ წაღმა მიდის.

 

თამუნა ღუღუნიშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი