მთავარი » ეკლესია-მონასტრები

პატარა ალავერდი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.02.2016 | 1,578 ნახვა

პატარა ალავერდი მდებარეობს ქ.კახში. ქართულ წყაროებში კახი მოხსენებულია კაკის სახელწოდებით. ძველ დროში კახი დასახლებული იყო გვარებად, ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. პატარა ალავერდი ყოველ გვარს თავისი საყდარი ჰქონია. ძველ დროში (XIII ს.) კახში თორმეტი ეკლესია ყოფილა, რომელთა ნანგრევები მეტნაკლებობით ან ნასაყდრალი ადგილები დღესაც დაცულია. თორმეტი ეკლესიიდან დღემდე შემორჩენილია მხოლოდ სამი – წმ. გიორგის საყდარი “შუაგულ სოფელში” (კახინგილოში), “კასრის საყდარი” საყარაულოს მთაზე (ნანგრევებია დარჩენილი) და “პატარა ალავერდის” საყდარი კახის თავში (კაკბაშში). პატარა ალავერდი ” შიგა კახეთის – დიდი ალავერდის სახელზეა აგებული და მისი ნაწილია. “ესეც საალავერდოა”.

იგი “იმ დიდი ალავერდის ძმაა”. ყოველი წლის 14 სექტემბერს (ძველი სტილით), ისე როგორც კახეთში – “დიდი ალავერდობა”, აქაც იმართება, იგივე “ალავერდობა” ე.წ. “ალავერდის ხატობა”, ისეთივე წეს-ჩვეულებით. ასეთია ხალხური გადმოცემა ამ ძეგლის შესახებ. “პატარა ალავერდის” გუმბათიანი ტაძარი აგებულია “ძველი უგუმბათო ეკლესიის ადგილზე”. ეს იყო უკანასკნელი ტაძარი საინგილოს ტერიტორიაზე, რომელიც აგებულ და აღდგენილ იქნა ხალხის მიერ თავისივე სახსრებით 1888 წ. საინგილოში ყველაზე კარგად ეს “პატარა ალავერდია” დღემდე შემონახული. მაგრამ ამჟამად ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია – თუნუქით დახურული გუმბათის პირამიდული წახნაგები, ირგვლივ ისეა დაზიანებული, რომ წვიმის წყალი უკლებლივ ჩადის გუმბათის ყელის კედლებში.

ილია ადამია (არქიტექტორის კანდიდატი) – ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები // ძეგლის მეგობარი, 1969 წ. კრ.19, გვ. 47 – 59


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი