მთავარი » ეკლესია-მონასტრები

პარხალის ტაძარი ხარაჩოებშია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2016 | 2,685 ნახვა

თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის პროვინციის იუსუფელის რაიონში, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე პარხალის სამონასტრო კომპლექსში, პარხალი ჩარჩოებში სადაც მოქმედი მეჩეთია ხარაჩოებშია ჩასმული. ტაძრის რესტავრაციას თურქული სამშენებლო კომპანია “გიურსოი გრუპი” (Gürsoy Grup, İstanbul) აწარმოებს.

როგორც გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა “ამბიონთან” საუბრისას აღნიშნა, პარხლის მოსამზადებელი სამუშაოები ორი თვის წინ დაწყებულა, ადგილზე სამუშაოები კი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, მოხდება პარხალის რესტავრაცია და ნაწილობრივ აღდგენა. სავარაუდოდ სამუშაოები ორი წელი გასტანს და აღდგენილ პარხალში ისევ მეჩეთი იქნება.

პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ოსმალთა მიერ (XVIს.) დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.

შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-1453) სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S 4927) და პარხლის მრავალთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A—95) გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი