მთავარი » ქრისტიანობა

პარაკლისი (სავედრებელი, სამადლობელი ლოცვა)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.02.2022 | 3,567 ნახვა

„ყოველსა შინა ჰმადლობდით,
რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ
ქრისტე იესუჲს მიერ
თქუენდა მიმართ“
(1 თეს. 5, 18)

პარაკლისი (ბერძ. paraklisis – „ნუგეშის-ცემა“) არის მოკლე მსახურება, რომლითაც მორწმუნეები თავიანთი კერძო საჭიროებისა და გარემოებების გამოლოცვით მიმართავენ უფალ ღმერთს, ღვთის დედას და წმინდანებს. საღვთო ლიტურგიის დროს ჩვენ ვისმენთ ვედრებებს ჩვენი ყოველდღიური საჭიროებების შესახებ, მაგრამ ხშირად ვერ აღვიქვამთ მათ ჯეროვანი სახით, რადგანაც ლიტურგიას ძალზე ღრმა მისტიკური შინაარსი აქვს. ამიტომ ჩვენი მოთხოვნილება „მცირედის გამო“ ვევედროთ ღმერთს, როგორც ღირსი მამა ამბროსი ოპტელი გვასწავლის, „მოკლედ, მაგრამ მგზნებარედ“, მარჯვედ ხორციელდება სწორედ პარაკლისის მეშვეობით.

ავადა ვართ? – აღვასრულოთ პარაკლისი უძლურთათვის. მნიშვნელოვან საქმეს უნდა შევუდგეთ? – პარაკლისზე ვევედროთ ღმერთს შეწევნას. დიდ გზას უნდა დავადგეთ? – მოვისმინოთ გზის დალოცვის, მოგზაურობის კურთხევის წესი შესაბამის პარაკლისში. ანდა ჩვენი დღეობა დადგა და გვსურს გულმოდგინედ ვევედროთ ჩვენს მოსახელე წმინდანს? – შევუკვეთოთ მღვდელმსახურს მისი პარაკლისი. ანდა სასწავლო წელი იწყება და ჩვენი შვილები სკოლაში უნდა წავიდნენ? – აღვასრულოთ კურთხევის წესი ყრმათა სწავლის დაწყებაზე. ან შეისმინა უფალმა ჩვენი ლოცვები და ახლა გვსურს მადლობა და ქება-დიდება მივუძღვნათ მას? – მაშინ სამადლობელი პარაკლისი აღვასრულოთ!

გარდა კერძო პარაკლისებისა, არსებობს საყოველთაო-საზოგადო პარაკლისებიც. ეკლესიაში ბევრი ამგვარი პარაკლისია – წყალკურთხევისა და საახალწლო, ავდრობის დროს და გვალვის დროს აღსასრულებელნი; პარაკლისები არაწმინდა სულთაგან და ლოთობის უძლურებისაგან ვნებულთათვის; საზეიმო პარაკლისები დიდმარხვის პირველ კვირა დღეს (მართლმადიდებლობის ზეიმზე) და ქრისტეს შობაზე.

პარაკლისების აღსრულების დროს ჩვენ უფალ იესო ქრისტეს, მის ყოვლადწმიდა დედას და წმინდანებს აღვუვლენთ სამადლობელ გალობებს. როცა ჩვენ პარაკლისის აღსრულებას ვთხოვთ მღვდელმსახურს, საეკლესიო მოსახსენიებელსაც დავწერთ იმათი სახელებით, ვისთვისაც (ან ვისი სახელითაც) გვსურს პარაკლისის აღვლენა.

ზოგჯერ პარაკლისის შემკვეთი ადამიანი არ ელოდება მის აღსრულებას და მიდის ტაძრიდან, ტოვებს რა მხოლოდ მოსახსენიებელს. უფალი ყოველგვარ მსხვერპლს მიიღებს, მაგრამ ბევრად უფრო ქმედითია მღვდელმსახურთან ერთად ლოცვა, ვიდრე ის, რომ მივატოვოთ ტაძარი და პარაკლისის აღვლენა ჩვენთვის მხოლოდ მღვდელს მივანდოთ.

ზოგჯერ პარაკლისებს დაუჯდომლებსაც, კანონებსაც უმატებენ. ზოგჯერ მღვდელმსახურნი დაასრულებენ რა პარაკლისის ან სხვა მღვდელმოქმედების აღსრულებას, ზეთს სცხებენ მორწმუნეებს, ანდა ნაკურთხ წყალს აპკურებენ.
ჩვენი სარწმუნოების შესაბამისად, უფალი პარაკლისის შემდეგ ძალზე მალე მოგვმადლის ხოლმე შეწევნას. ამიტომ არ არის საჭირო ამ მღვდელმოქმედების შეკვეთა წამდაუწუმ, რამდენიმეგზის ერთი და იმავე მიზეზით (გამონაკლისია ლოცვა სნეულთათვის და პარაკლისების აღსრულება დადებული აღთქმისაებრ).




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი