მთავარი » ჯანმრთელობა

პაპილომავირუსის ვაქცინაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.07.2010 48 კომენტარი | 50,371 ნახვა

აცრა საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დასაცავად

ქეთი მანჯგალაძექალებში მეტად გავრცელებული დაავადება საშვილოსნოს ყელის კიბოა. მეცნიერები ამ დაავადების გამომწვევ მიზეზს დიდხანს იკვლევდნენ, თუმცა ცდები ეფექტური შედეგის გარეშე მთავრდებოდა. 2008 წელს კი გერმანელმა მეცნიერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰაროლდ ცურ ჰაუზენმა დაასკვნა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში ადამიანის პაპილომავირუსია.

პაპილომავირუსი აავადებს როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. იმის გამო, რომ მას არ აქვს დამახასიათებელი სიმპტომები, ადამიანების უმრავლესობამ არც კი იცის, რომ აღნიშნული ვირუსის მატარებელია. როგორც ექიმები აღნიშნავენ, დაინფიცირების რისკის ქვეშ ახალგაზრდა ქალები არიან.

პაპილომავირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება კი პაპილომავირუსის ვაქცინაციაა, რაც ადამიანის ორგანიზმს ეფექტურად იცავს პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით ინფიცირებისგან. ეს ის ორი ტიპის ვირუსია, რომლებიც ხშირი მიზეზია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისათვის.

რა უნდა ვიცოდეთ პაპილომავირუსთან დაკავშირებით და რამდენად ეფექტურია პაპილომავირუსის ვაქცინაცია, ამ თემაზე ვესაუბრეთ ჩაჩავას სახელობის კლინიკის მეან-გინეკოლოგ ქეთი მანჯგალაძეს.

პაპილომავირუსი რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის და ძირითადად რა ასაკის ქალებში ვითარდება?

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 99%, ისევე როგორც მისი კიბოსწინარე დაავადებები, დაკავშირებულია ადამიანის პაპილომავირუსულ ინფექციასთან (HPV), რომელიც მიეკუთვნება ასიმპტომურ, სქესობრივი გზით
გადამდებ ყველაზე უფრო გავრცელებულ ინფექციებს (მთელი ცხოვრების განმავლობაში 10 ქალიდან 8 მაინც ინფიცირდება).

სექსუალურად აქტიური ქალების 50-75% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება HPV-ით. ინფექციის პიკი მოდის მოზარდებზე და ადრეული რეპროდუქციული ასაკის ქალებზე (16-30 წელი).

ამჟამად იდენტიფიცირებულია HPV-ის 100-მდე ტიპი, მათ შორის 30-მდე არის ტროპული გენიტალური ტრაქტის მიმართ. საშვილოსნოს ყელის კიბოს შესაძლო განვითარების გათვალისწინებით ანსხვავებენ HPV ვირუსის მაღალი
და დაბალი რისკის ტიპებს. დაბალი რისკის ტიპებია: HPV 6, 11, 42, 43, 44 და სხვა, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ გენიტალური კონდილომების და საშვილოსნოს ყელის დაბალი ხარისხის დაზიანება. მაღალი რისკის ტიპებს მიეკუთვნება 13 ტიპი – HPV 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68. მათ შორის ყველაზე უფრო ონკოაგრესიულია HPV 16 და HPV 18 ტიპები. მათი ხანგრძლივი პერსისტენციის დროს შესაძლოა განვითარდეს როგორც დაბალი, ასევე უმეტეს შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანება, როგორიც არის საშვილოსნოს ყელის კიბო.

პაპილომავირუსს აქვს თუ არა დამახასიათებელი ნიშნები და როგორ ვრცელდება?

ადამიანის პაპილომავირუსი ვრცელდება ძალიან ადვილად, მისი გადაცემისთვის საკმარისია ნებისმიერი ინტიმური სიახლოვე, რაც გულისხმობს გენიტალურ კონტაქტს – თუნდაც სქესობრივი კავშირის გარეშე.

HPV მიეკუთვნება ასიმპტომურ, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, ამიტომაც ადამიანების უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ისინი არიან ინფიცირებული ამ ვირუსით, ან ის, რომ დაავადების გადატანის პროცესში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, ყველა ქალმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს პაპ-ტესტი (ციტოლოგიური ნაცხი საშვილოსნოს ყელიდან) და კოლპოსკოპია.

მხოლოდ გენიტალურ კონდილომატოზს, რომელიც გამოწვეულია აგრეთვე HPV 6 და 11 ტიპით, ახასიათებს სიმტომები – წვა, ქავილი, ტკივილი და ქალს აყენებს უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში და უქმნის ემოციურ პრობლემებს. მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ სრული განკურნება – შეუძლებელი, რადგან შემთხვევათა 25%-ში ხდება კონდილომების თავიდან გაჩენა.

როგორ დავიცვათ თავი პაპილომავირუსისაგან?

მიუხედავად იმისა, რომ კონდომები საკმაოდ ეფექტურია სხვადასხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად, იგი მაინც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის სრულად დაცვას პაპილომავირუსისგან, რადგან ვირუსის აღმოჩენა ხდება გარშემო კანის საფარველზეც.

რაც შეეხება ვაქცინას, ის გვიცავს 2 ყველაზე გავრცელებული ვირუსის ტიპისაგან – 16 და 18, რომლებიც 2/3-ში იწვევენ საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისის დაზიანებებს და შემდგომში საშვილოსნოს ყელის კიბოს, თუმცა ვაქცინა სხვა დანარჩენ HPV ტიპებისგან ვერ გვიცავს. ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აცრა გაიკეთეთ, მაინც უნდა ჩაიტაროთ რეგულარული გამოკვლევა. სკრინინგი და ვაქცინაცია მაქსიმალურად დაგიცავთ საშვილოსნოს ყელის კიბოსგან.

პროფილაქტიკა:

  • ფონური დაავადებების და დისპლაზიების დროული დიაგნოსტიკა და კომპლექსური მკურნალობა (პაპ-ტესტი და კოლპოსკოპია)
  • ჰორმონულ-მეტაბოლური სტატუსის აღდგენა
  • ეთიოტროპული (ინფექციების) თერაპია
  • უკვე განვითარებული დაზიანებების მკურნალობა (კრიოდესტრუქცია, კონიზაცია, ექსციზიო)

პრევენცია – ვაქცინებით:

  • კვადრივალენტური ვაქცინა – GARDASILE (6,11,16,18)
  • ბივალენტური CERVAVAX (16,18)

რამდენად ეფექტურია პაპილომავირუსის ვაქცინა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

კვლევებით დადასტურდა, რომ ვაქცინა ძალიან ეფექტურია. ვაქცინაციის დროს ორგანიზმი სრულიად ჯანმრთელი უნდა იყოს, არ უნდა გქონდეთ ალერგია ვაქცინის შემცველი კომპონენტების მიმართ და არ უნდა გეგმავდეთ ორსულობას 6 თვის განმავლობაში, რადგანაც აცრა კეთდება 3-ჯერადად (I, II და VI თვის ვადაზე).

ვაქცინის ჩატარება რა ასაკშია რეკომენდებული და რამდენ ხანს უზრუნველყოფს სრულ დაცვას?

ვაქცინაცია 13-29 წლის ასაკში ტარდება, ამ ასაკში ყველაზე ეფექტურია, თუმცა ნებაყოფლობითია. სრული გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ჯანმრთელი და აგრეთვე ნამკურნალები ქალების აცრაც არის შესაძლებელი და შესაბამისად ეფექტურიც.

უახლოეს პერიოდში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ იმუნიტეტი მთელ ცხოვრების განმავლობაში გასტანს, რადგანაც 10 წლის წინ აცრილ გოგონებს კიდევ 20 წლის იმუნიტეტის გარანტია აქვთ.

საჭიროა თუ არა მამაკაცებში პაპილომავირუსის ვაქცინის ჩატარება და რას იწვევს პაპილომავირუსი მათ შემთხვევაში?

მამაკაცების აცრა ეფექტურია 9-17 წლის ასაკში. მათი აცრაც საჭიროა, რადგან ძირითადად ვირუსის გადამტანებად სწორედ მამაკაცები ითვლებიან. HPV მამაკაცების 2%-ში იწვევს სასქესო ორგანოს (ასოს) კიბოს.

რამდენად უსაფრთხოა პაპილომავირუსის ვაქცინა?

როგორც ყველა ვაქცინას HPV ვაქცინასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ძალიან მცირეა. აცრის წინ აუცილებელია იცოდეთ თქვენი ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

48 კომენტარი »

  • სოფი says:

    ძალიან საჭირო ინფორმაციული სტატიაა.

    28 წლის ასაკში მქონდა 2-3 დაუცველი კავშირი პარტნიორთან.
    3 წელი გავიდა და არანაირი სიმპტომები არ მაქვს, არც პაპ – ტესტი ამიღია.

    დასაშვებია თუ არა რომ ჩავიტარო აცრა ამ ასაკში და ამ ფონზე?

    რომელ სამედიცინო ცენტრში?

  • ნინო says:

    მოგესალმებით,

    ვარ 39 წლის, გავიკეთე პაპ-ტესტის ანალიზი,დადგინდა რომ მაქვს პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული უჯრედული ცვლილებები. დაბალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (მსუბუქი დისპლაზია) ფიალისებური მეტაპლაზია.

    თუ შეიძლება დაავადებულზე ვაქცინის გაკეთება, სად შეიძლება და რა არის მისი საფასური.

    • ქეთი მანჯგალაძე says:

      მოგესალმებით ნინო. პირველ ეტაპზე უნდა გაიკეთოთ კოლპოსკოპია, თუ კოლპოსკოპიურად დაზიანება დადასტურდება, შემდეგ შესაძლებელია HPV-dnm – ტესტის გაკეთება დაშემდეგ შესაძლებელია ვიმსჯელოთ აცრის ჩატარებაზე.

      პატივისცემით ქ. მანჯგალაძე. საკონტაქტო ნომერი 599 970-480

    • keti says:

      gamarjobat,kalbatono keti makvs tu ara es virusi ra analizi unda chavitaro,vapireb rkinigzis saavadmyoposhi mivide da minda gaviketo radgan chems meugles akvs paliloma virusi da anu rogorc gavarkvie es virusi udaod mec mekneba?

    • russa says:

      ukacravad, sad gaiketet es testi? mec minda gaketeba

  • ქეთი says:

    პაპილომა ვირუსის ვაქცინა შეგიძლიათ კლინიკა “მედიში” ჩაიტაროთ. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 91 00 00

  • თიკო says:

    გამარჯობათ,
    მე ვარ 20 წლის გოგო,დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი ექიმთან,მან დამიდგინა რომ მაქვს პაპილომა ვირუსი და ქლამიდია. სამკურნალოდ დაახლოებით700-800 ლარი დამჭირდა და რადგან ეს თანხა არ მქონდა დღემდე ვერ ვიმკურნალე.
    თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე ან მომაწოდოთ ინფორმაცია თუ არსებობს რაიმე სახის პროგრამა რომ ჩავეცერო და შეღავათიან ფასებში მაინც მოვახეხო მკურნალობა?
    მადლობა,წინასწარ.

  • ნატა says:

    გამარჯობათ,ვარ 22 წლის 7თვის ორსული,რამდენიმე თვის წინ შევამჩნიე წამონაზარდები სასქესო ორგანოზე.ექიმთან კონსაულტაციის შემდეგ დამინიშნა ხლამიკანტრის სანთლები,მითხრა ეხლა აზრი არ აქვს არაფერ უბრალოდ დროებით შევაჩერებთ ზრდას და მშობიარობის შემდეგ თავისით მოგირჩებაო.მაგარმ შედეგს ამ ეტაპზე ვერაფერს ვხედავ,ეს მეჭეჭები იზრდება.ხოლო ამ წამლის ინსტრუქცია რომ წავიკითხე ეწერა რომ ორსულებისთვის არ შეიძლება მიგება.ძალიან ვნერვიულობ.ასევე რამდენადაც მივიღე ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით,დედიდან შვილზეც გადადის ეს ვირუსი,მეშინია+(საშვილოსნოს კიბოა).გთხოვთ იქნებ მირჩიოთ რა სახის მკურნალობას შეიძლება მივმართო.ან ვაქცინაცია როდის შემიძლია რომ გავიკეთო.

    • ქეთი მანჯგალაძე says:

      მოგესალმებით ნატა

      პირველ რიგში აუცილებელია კოლპოსკოპიის ჩატარება, ამის შემდეგ შესაძლებელია გადაწყდეს მკურნალობის მეთოდი, საშიში არ არის, საშვილოსნოს ყელის კიბო კონდილომებიდან არ განვითარდება. მკურნალოსბის ერთ-ერთი მეთოდი, რაც ორსულობის დროსაა შესაძლებელი, ეს არის კრიოდესტრუქცია. ვაქცინის ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგანაც თქვენ უკვე შეძენილი გაქვთ პაპილომა ვირუსის ის ტიპები, რომლისგანაც ვაქცინა გვიცავს.

      პატივისცემით ქ. მანჯგალაძე

    • მარიეტ says:

      მოგესალმებით. ვარ ორსული მე-9 თვეში. აღმოვაჩინე რომ საშოში მაქვს პატარა წანაზარდი, რომელიც სავარაუდოდ დაჩირქებულია, მოთეთრო ფერი აქვს. მაინტერესებს რამდენად საშიშია, რა უნდა გავაკეთო და ფიზიოლოგიურ მშობიარობაში თუ შემიშლის ხელს. ტკივილები არ მაქვს, არ მაწუხებს, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სარკით. :( ძალიან მეშინია, იქნებ მირჩიოთ რამე…

  • მაია says:

    ვინც უფასო აცრების ჯგუფში ვერ ვხვდებით, 900 ლარიო აცრა… იმის იმედიღა მაქვს, რომ ქმრისგან არ გადამედება არაფერი…

  • IრინA says:

    გამარჯობა,

    მქონდა კონდილომები საშოს ბაგეებზე და მოვიწვი მარა კალპოსკოპია არ გამიკეთებია ის. მომიწია დუბაიში გამომგზავრება. წამლები არ მიმიღია. აქ ისევ დამეწყო ქავილი და ამომდის ისევ და რა ვქნა არ ვიცი. სამი კვირა უნდა ვიყო ისევ აქ რითი შემიძლია აქ მივხედო რო არ ამოვიდეს კიდე ან ქავილი ა. მქონდეს.ძაან ვნერვიულობ

    • ქეთი მანჯგალაძე says:

      მოგესალმებით ირინა, სანამ ჩამობრძანდებით, შეგიძლიათ გაიკეთოთ ნებისმიერი ანტიბაქტერიული საშოს სანთლები, რომლებიც შეგიმსუბუქებთ კლინიკას და ეცადე არ გაიპარსო ბოქვენზე არსებული თმა. ჩამოსვლისთანავე გაიკეთოთ კოლპოსკოპია და შესაბამისი მკურნალობა.

      პატივისცემით ქ.მანჯგალაძე

  • ნინო says:

    ქალბატონო ქეთი იქნებ დამეხმაროთ, რამდენიმე თვის წინ აგმომაჩნდა პაპილომები მცირე სასირცხო ბაგეებზე, ჩამიტარდა კოლპოსკოპია მითხრეს რომ იგივე სახის კონდილომები მაკვს ყელზეც, ან ლეიკოპლაკია. გავიკეთე პაპილომა ვირუსზე ანალიზი, მაგალი და დაბალი ონკოგენური ტიპები არ აგმომაჩნდა. ციტოლოგიაში იყო ლეიკოციტები მომატებული. რის შემდეგაც გამიკეთდა ბიოფსია და დასკვნასჰი მიწერია შეხორცებადი ეროზია და ლაზერით მომიწვეს. ბიოფსია გადავამოწმე საქართველოში, ერთი თვე მანდ ვიყავი და მაინთერესებდა რას მეტყოდნენ მანდ. პასუხი მივიღე ბრტყელუჯრედიანი პაპილომა. დგეს მივედი განმეორებით შემოწმებაზე და ექიმმა მითყრა, ყელი სუფთა არისო, მაგრამ ციტოლოგია რომ გააკეთეს პასუხი მოვიდა მსუბუქი დისპლაზია. გენფერონი დამინიშნეს და 3 თვეში დამიბარეს. თუ ყელი სუფთაა საიდან მოვიდა ეს დისპლაზია და რას მირჩევთ, რა მოვიმოქმედო. დზალიან განვიცდი, თან დაორსულება მინდოდა და უკვე მეშინია

  • ანანო says:

    გამარჯობა

    ვარ 13 წლის და დაახლოებით 2 თვის წინ საზარდულზე წანაზარდი შევამჩნიე. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ ვის მივმართო? რა შეიძლება იყოს? და გადავრჩები თუ არა როცა მისი სიგრძე 1 სანტიმეტრს აღწევს?

  • ნინო says:

    ანანო გინეკოლოგთან მიდი და აჩვენე.

  • luka says:

    გამარჯობათ, 1 წლის წინ მოვიშორე პაპილომა ვირუსი ( კონტაკეზური მოლუსკი) არა ლაზერით და კრეაციით, ჩვეულებრივ მხოლოდ, მაგრამ ისევ აღმომაჩნდა ცოტა განსხვავებული (გენიტალური მეჭეჭი) მგონი ეს ერთი და იგივე უნდა იყოს, და სახლის პირობებში შემიძლია ჩემით გავიკეთო ყველანაირი წესის დაცვით და ისე მოვიშორო როგორც ექიმმა გააკეთა? და რაიმე მაზი თუ არსებობს მაგის მოსაშორებლად?

  • ირინა says:

    მქონდა კონდოლიმები გავიკეთე პაპ-ტესტი აღმომაჩდა პაპილომა ვირუსი, შემდეგ მოვიწვი ეს კონდოლიმები მეტი არ მიმკურნალია და რამე მედიკამენტი უნდა მიმეღო თუ არა ან რა უნდა ვქნა ეხლა. და კიდე მაინტერესებს ეს ვენერიული დაავადება თუ არა და ექიმ ვენეროლოგი მკურნალობს ამას ქალებში თუ გინეკოლოგთან უნდა მივიდე ისევ?

  • keso says:

    mogesalmebit. ramdenime tvis win gavikete papiloma virusis acra. aranairi winaswari gamokvlevebi ar chamitarebia da arc ginekologs utqvams rom sachiro iyo. mainteresebs ra gamokvlevebi unda chametarebina da axla aqvs tu ara azri am gamokvlevebis chatarebas? sqesobrivi kavshiri ar mqonia. winaswar gixdit madlobas.

  • Tamuna says:

    Zalian gTxovT mipasuxoT, damidgines saSvilosnos yelze papiloma virusi tipi 18, ramdenad sashishia da eqvemdebareba Tu ara mkurnalobas? imoqmedebs Tu ara bavshvis gachenaze da orsulobaze?

    winaswar didi madloba!

  • alex says:

    es yvelaferi wavikitxe da ra mainteresebs kacebshi ras iwvebs me maqvs es virusi da mamakecshi ras iwvevs eg informacia ver mivige da imkurneba tua araa mamakacebshi. tema dzvelia tu vinme mipasuxebs kargia

  • Ani says:

    გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელ კლინიკაში შეიძლება გავიკეთო HPV ვაქცინა.

    მადლობთ

  • ეკა says:

    მყავს 15 წლის გოგონა, რომელსაც ვუტარებ პაპილომას ვაქცინაციას, გაკეთებული გვაქვს 2 ვაქცინა. მესამე უწევს ივნისში. ციკლი გაუხდა ჭარბი და გაუხანგრძლივდა კიდეც. თუ შეიძლება მიპასუხეთ, აცრის ბრალია, თუ არა და რამდენ ხანში დაურეგულირდება? ძალიან ვნერვიულობ… დიდი მადლობა.

  • mari says:

    gamarjobat,dzalian gtxovt mipasuxot aqvs tu ara gverdidti epeqti am vaqcians? pirveli etapi gavikete da saxshi mosvlistanave tavi sustad vigrdzeni meore dges gaciebis simptomebi mqonda sicxis gareshe yeli, surdo sisuste da sheidzleba tu ara davukavshiro vaqcinas es yevlaperi

  • keti says:

    გამარჯობა ვიყავი ორსულად მომეშლა 2 თვეზე, გავიკეთე ვირუსებზე ანალიზი და აღმომაჩდა ქლამიდია, ქლამიდიაზე მკურნალობის შემდეგ შევამჩნიე გამონაყარი საშოზე. მივედი გინეკოლოგთან და მითხრა რომ მაქვს პაპილომა.გავიკეთე პაპ ტესტი და დაგიწერთ დიაგნოზს, ძალიან გთხოვთ მითხარით რამდენად საშიშია და როგორი ფორმა მაქვს:
    ციტოლოგიური მასალა:
    უხვი ლორწოვანი მასების ფონზე აღინიშნება ჭარბი რაოდენობით ბრტყელი ეპითელიოციტები ზედაპირული შრის უჯრედები– დომინანტი ტიპი კოლიოციტები უჯრედები პერინუკლეური სიცარიელით. ბრტყელი ეპითელის უჯრედებში ზომიერად გადიდებული ნორმოქრომული სწორკონტურებიანი ბირთვები. უჯრედები ვაკუოლიზაციით და ბაზოფილური ჩანართებით. უმწიფარი ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზიური უჯრედები. ჯირკვლოვანი ეპითელის უჯრედები მცირე რაოდენობით. კოკობაცილური ფლორით დაფარული უჯრედები. ნეიტროფლორული ლეიკოციტები ჭარბი რაოდენობით.
    დიაგნოზი:
    ენდოცერვიქსი: ჯირკვლოვანი ეპითელის უჯრედები მცირე რაოდენობით
    ექტოერვიქსი:უმწიფარი ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზია
    ascus ბრტყელი ეპითელიოციტები განუსაზღვრელი მნიშვნელობის ატიპიით
    საშო: ბაქტერიული ვაგინოზი

    ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ძალიან მეშინია

  • medea says:

    mqonda papiloma virusi exlac meqneba savaraudod sisxlshi rac amovida yvelaperi momiwves ukve 1 tvea rac agaraperi agar amomsvlia. minda acra gaviketo radgan var riskis qvesh rom isev amomivides. mainteresebs sad tardeba acra? da ra girs? madloba.

  • nata says:

    ra sawinaagdmego gamoviyeno kondilomebis sawinaagmdegot gtxovt mipasuxot

  • mari says:

    გამარჯობათ
    მაინტერესებს პაპილომა ვირუსი აუცილებლად გულისხმობს მახვილწვეტიან კონდილომებს? ანუ ეს კონდილომები გამოწვეულია პაპილომა ვირუსით მაგრამ სხვა სახითაც არსებობს პაპილომა ვირუსი კონდდილომების გარეშეც?

  • nana says:

    gamarjobat. gavikete pap testi da agmomachnda papiloma virusi shemdeg gavikete kolkoskopia da sashvilosnos yeli ar mqonda dazianebuli. daminishnes groprinosini 127 tableti da larifan pesos santlebi 15 cali mainteresebs ramdenad sworad aris mkurnaloba an sxva gamokvlevebi tu aris damatebit sachiro

  • nana says:

    da kidev mainteresebs meuglec tu dgas riskis qvesh tu sheidleba gadaedos masac

  • gamarjobat miveidi eqmitan da mitxres rom gaqvs papilonis virusi daminishshnes mkurnaloba exla miwevs meore viziti ravqna zalian meshinia maintersebs gankurnebadia tu ara shvilis ga chenas da sicocxles shevzleb tu ara tan ori tvis win davdiodi shvilis gamo eqimtan mashi baraferi iyo b gtxovt damexmarot 30 wlis var

  • Nini says:

    გამარჯობათ ქალბატონო ქეთი,ვარ 33 წლის მაქვს პაპილომა ვირუსი ტიპი – 39 . მაინტერესებს მე თუ ვარ დაავადებული ჩემი მეუღლეც იქნება დაავადებული ამ ვირუსით და მისგან გადმომედო თუ მატარებელ შეიძლება ვიყავი ?მაგრამ იმფექციებზე ნამკურნალები არის ადრე წლებში და უბრალოთ კონკრეტულად პაპილომა ვირუსი არსად იყო ნახსენები შეიძლება განიკურნა სხვა ინფექციების მკურნალობის დროს?

    • ქეთი მანჯგალაძე says:

      მამაკაცებში პაპილომა ვირუსზე გამოკვლევა არ ტარდება, შესაბამისად ვერც გაიგებდა თქვენი მეუღლე აქვს თუ არა ეს ვირუსი, თანაც მამაკაცებში ეს ვირუსი ტრანზიტორული ხასიათისაა

  • ნინო says:

    გამარჯობა,
    ძალიან გთხოვთ გამაგებინეთ ხომ არ არის საშიში პაპილოვა ვირუსით დაავადებულ ადამიანთან ცხოვრება? რა ჰიგიენური წესები უნდა დაიცვას? მეგობარი გოგო არის დაავადებული და დადგენილი აქვს მე-16 ტიპის პაპილომა ვირუსი. ერთად ვქირაობთ ბინას და გვაქვს გვაქვს საერთო სველი წერტილები.

  • Nata says:

    Gamarjobat. Statias rom gadavxede weria rom papiloma virusi chndeba sqesobrivi kavshiris an dedidan shvils gadaecema me maqvs papiloma virusi magram arc sqesobrivi kavshiri mqonia aravistan da arc dedachems arqonia es virusii da ram gamoiwvia chemi daviruseba ?

  • beka beka says:

    Gamarjobat varaoudob ki arada vici ro shemxvda es virusi asoze makvs mcire zomis mechechebi jer erti iyo axla 4 xi gaxda zalian mcire zomis iyo da ar mivakcie yuradgeba es ori dgea vnaxe guglshi amis shesaxeb da siptomebic makvs anu am virusis da ramdenad sashishia da ra meshveleba ikneb mitxrat :(:(

  • Gvanca says:

    გამარჯობათ,მაინტერესებს კოლპოსკოპიური კვლევის საფუძველზე დასკვნაში მითითებულია ტრანსფორმაციის ზონის შიგნით აცეტო თეთრი ეპითელი-CIN1, რის შემდგომ ჩავიტარე პაპილომა ვირუსზე კვლევა და ანალიზის პასუხის თანახმად გამოკვლეულ მასალაში მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის ტიპები არ აღმოჩნდა.შესაძლებელია, რომ მე მქონდეს დაბალი რისკის პაპილომა ვირუსის ტიპები ვინაიდან კოლპოსკოპიურ კვლევაში მითითებულია CIN1?

  • ქეთი says:

    თუ შეგიძლიათ ვინმემ მიპასუხოთ გენოტიპირება რა ჯდება?

    • ქეთი მანჯგალაძე says:

      გენოტიპირება სხვადასხვა ფასუ აქვს მერყეობს 170-260 ლარის ფარგლებში
      ლაბორატორიისა და ტიპირების მეთოდის მიხედვით
      შეგიძლიათ დამიკავშირდეთ უფრო მეტი ინფორმაციისთვის 577313121
      პატივისცემით ქეთი მანჯგალაძე

  • ანა says:

    გამარჯობათ….მაქვს ეროზია, დღეს გავიკეთე პაპ ტესტი დასკვნაში მიწერია lsil hpv ინფ.ცერვიციტი (ტრიქომონადული,სოკოვანი)…. რამდენად აუცილებელია მაღალი და დაბალი ონკოგენურობის ტეტსტის ჩატარება და შესაძლებელი თუა ამ ტესტის გარეშჰე ჩატარდეს მოყინვა ან მოწვა წყლულის

  • ქეთი მანჯგალაძე says:

    მოგესალმებით,
    პირველ რიგში უნდა ჩაიტაროთ კოლპოსკოპია, რის შემდგომ გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა
    პატივისცემით ქეთი მანჯგალაძე
    კოლპოსკოპიაზე ჩაეწერეთ წინასწარ 577313121

  • თეა says:

    გამარჯობათ პოლიკლინიკაში პაპილომას აცრა ჩაუტარეს ჩემს 10 წლის გოგონას.ექიმმა დამარწმუნა რომ 2008 2010 წლამდე გოგონებს ეკუთნოდა ეს აცრა. აქ წავიკითხე რომ 13 წლიდან არის ვაქცინაცია რეკომენდირებული. ცოტა არიყოს შევშინდი. რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღე ? მადლობთ.

  • თაკო says:

    გამარჯობათ ჩემ პატარას აქ პაპილომა ვირუსი ის სულ რაღაც სამი წლისაა… როგირც აქ წავიკითხე მსგავსი ასაკი არაა დაფიქსირებული ამაზე რას მეტყვით? ჩვენ ჩვეულებრივად გავდივართ მკურნალობას და ექიმს არ უთქვამს თუ რაოდენ საშიდია ეს მხოლოდ ის ვიცი რომ ეს ქრონიკულია და არ იკურნება

  • teo says:

    gamarjoba sasqeso organoze maqvs mechechi romelic zomashi zalian swrapad gaizarda da mrorec daemata movizie inpormacia da vxvdebi rom es kondilomaa radgan saqartveloshi ar var ver mivdivar gamokvlevaze iqneb chamosvlamde rame mirchiot rom zomashi agar moimatos madlobas gixdit winaswar

  • veriko says:

    ramdenad sashishia kondiloma virusis qonis shemtxvevashi daculi sqesobrivi kavshiris dros wamonazardis dazianeba an raime cudi shedegi

  • fiqria kotia says:

    gamarjobat myavs sam wlis naxevris gogona barbare patashuri aqvs papiloma orjer aaqvs operacia gaketebuli axla aaqvs qavili shesadlebelia rom kidev ganmeordes?tu imkurneba an rogor moviqcet gtxovt mipasuxut chems mier datovebul komentarze winaswar gixdit ugrmes madlobas

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი