მთავარი » საზოგადოება

“პაპანწყვირი” – ტბა სამეგრელოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2017 | 3,914 ნახვა

პაპანწყვირი” მდებარეობს სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ხეთის ტერიტორიაზე. ტბის სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმად, მრევლი მღვდელს ეხმარებოდა მოსავლის აღებაში, იგი მათ გამასპინძლებია ძაღლის ხორცით. მის ცოლს ჭამის წინ ფანდურზე დაუმღერია მეგრულად: ,,ხორცი თეში ვაჭკომათი, დუდ დო ბორკი ვაძირათ”, ე.ი ხორცი ისე არ ჭამოთ, რომ თავ-ფეხი არ ნახოთო. მუშების წასვლის შემდეგ სახლი ამ ცოდვის გამო მღვდლიანად ჩაძირულა და იმ ადგილზე გაჩენილა ტბა.

პაპანწყვირი

ქართულად “პაპანწყვირი” ნიშნავს ჩაძირულ მღვდელს.

ტბა საკმაოდ ღრმა და ცივია. მნახველი ულამაზეს და საინტერესო ადგილას აღმოჩნდება, თუმცა ტბა დღევანდელი მდგომარეობით, მოუვლელია და საჭიროებს მოვლა-პატრონობას, რომ მისით უამრავი ტურისტი დაინტერესდეს და სერიოზულ საკურორტო ზონად იქცეს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი