მთავარი » ხატები და ფრესკები

“პანტანასას” ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.05.2010 33 კომენტარი | 36,875 ნახვა

მე-17 საუკუნის “ყოველთა დედოფლის-პანტანასას” სასწაულთმოქმედი ხატი ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტრის კათოლიკონის ჩრდილო-აღმოსავლეთის სვეტთანაა დაბრძანებული, რომელსაც უამრავი სასწაული აქვს მოხდენილი. ამ ხატთან ლოცვით, ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნების შემთხვევები ხშირია. ხატის მხოლოდ 3 ასლი არსებობს, მათგან ერთი კი საქართველოში 2003 წელს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიაში ჩამოაბრძანეს.

ავჭალის, წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა გიორგი რაზმაძემ, “ამბიონთან” საუბრისას ხატის შემნისა და საქართველოში მისი ჩამობრძანების ისტორია გაიხსენა.

მამა გიორგი: “2000 წელს, ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას, ვატოპედის მონასტერში გვითხრეს, რომ “პანტანასას ღვთისმშობლის” ხატს დიდი სასწაულები ჰქონდა მოხდენილი. სურვილი, რომ ამ ხატის ასლი საქართველოშიც ყოფილიყო მას შემდეგ გამიღრმავდა, რაც ჩვენი მრევლის წევრი ონკოლოგიური დაავადებით დასნეულდა. მას კურთხევა მივეცი დასნეულებული ადამიანები ენახა და ხელმოწერები მოეგროვებინა. დაახლოებით 2000 ხელმოწერა მოგროვდა, მასში ჩართული იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს როგორც ავადმყოფები, ასევე ექიმები, თანამშრომლები. შედგა სპეციალური წერილი. მაშინ ქორეპისკოპოსის მოვალეობას მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ასრულებდა. მეუფეს ვთხოვეთ და მისი კურთხევით ეს წერილი ვატოპედში გაიგზავნა, ვითხოვდით რომ საქართველოსთვის დაწერილიყო და ავჭალაში, ქეთევან წამებული ეკლესიაში ჩამობრძანებულიყო “ყოველთა დედოფლის-პანტანასას” ორიგინალის ასლი.

ბედნიერება მხვდა და ათონის მთაზე მეორედ მომიწია გამგზავრება, წერილი პირადად ვატოპედის იღუმენს, მამა ეფრემს გადავეცი, რომელიც დაგვპირდა რომ ამ თემას აუცილებლად განიხილავდნენ და პასუხს შეგვატყობინებდნენ.

ათონის კინოტის გადაწყვეტილებით, გადაწყდა რომ ხატის ასლი საქართველოსთვის შექმნილიყო. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ხატის დაწერა განსაკუთრებული წესების დაცვით ხდება ათონის მთაზე, განსხვავებით საქართველოსგან, რის შედეგადაც უამრავი არაკანონიკური ხატი შემოვიდა ჩვენში. ხატის შექმნა რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ის სპეციალურად მისთვის ჩატარებული ღამისთევის ლოცვების ქვეშ იწერებოდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი მასზე დასვენებული იყო სასწაულთმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია.

ხატი საქართველოში 2003 წლის 3 სექტემბერს ჩამოვაბრძანეთ. წამოსვლისას კი მამა ეფრემმა ასეთი სიტყვები გვითხრა: “თქვენ არ იცით, რამხელა სასწაული მიბრძანდება საქართველოში”. ამ სიტყვებს მას შემდეგ მივაქციეთ ყურადღება, რაც ამ ხატმა უამრავ უძლურ ადამიანს ნუგეშინი სცა, სნეული ადამიანები ფეხზე დააყენა და ბევრს პროგრესირებადი დაავადებები შეუჩერა. ასეთი ფაქტები უამრავია და მადლობა ღმერთს, რომ ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოშია”.

– რა პერიოდულობით სრულდება ონკოლოგიური პაციენტებისთვის პარაკლისები?

– ვისაც ამ პრობლემასთან ჰქონდა შეხება, თითქმის უმრავლესობამ იცის ამ ხატის შესახებ. წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაში უამრავი ადამიანი მოდიოდა, ბევრი გვირეკავს, გვთხოვს, რომ პარაკლისში მოვიხსენიოთ. გადავწვიტეთ, ზრუნვა იმ ადამიანებზე დაგვეწყო, რომელთაც სულიერი ნუგეში სჭირდებოდათ, ყველანაირად ვცდილობთ, მათ გვერდზე დავუდგეთ.

კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს, 14 საათზე, მარხვის დღეების ჩათვლით, წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაში აღევლინება საჯანმრთელო პარაკლისები მძიმე სენით დაავადებულთა საკეთილდღეოდ. უსასყიდლოდ გავცემთ ღვთისმშობლის კანდელიდან ამოღებულ ზეთს და ღვთის გზაზე მივუთითებთ მათ. განსაცდელი ადამიანს ხშირად ევლინება რადგან დალხინებული ცხოვრებისას მას ღმერთი არ ახსოვდა. ავადმყოფობისას კი ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მარადიულ ფასეულობებზე იზრუნოს. მადლობა ღმერთს, განკურნებული ადამიანების უმრავლესოდა უკვე ღრმად მორწმუნე ადამიანი ხდება და ეკლესიურად ცხოვრობს.

– ონკოლოგიურ პაციენტებს ხშირად არ უმხელენ დაავადებას, რამდენად შეეწევა ამ შემთხვევაში ოჯახის ახლობლის ლოცვა ავადმყოფს?

– არის შემთხვევები, როდესაც ახლობლები მოდიან პარაკლისზე, რადგან ზოგს დასნეულების გამო სიარული აღარ შეუძლია, ჩვენ მათ სახელებს ყოველთვის მოვიხსენიებთ. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, აუცილებელია, რომ ონკოლოგიური პაციენტი საქმის კურსში ჩავაყენოთ, რადგან ბოლო შანსი არ დაკარგონ ამ ადამიანებმა და აღსარების ჩაბარებისა და ზიარების გარეშე არ გავიდნენ ამ წუთისოფლიდან. როდესაც ამას ვმალავთ, გამოდის რომ ამ ადამიანსაც ვატყუებთ და მეორე, ის სრულიად მოუმზადებელი ხვდება სიკვდილს, მარადიულ სამყაროს, ამიტომ ამის დამალვა დანაშაულია.

სულიერ მოძღვრებს, მეც მათ შორის, როდესაც ასეთ დაავადებულ ადამიანებთან გვიწევს საუბარი, აღსარების მიღება, ან მათი ბოლოჯერ ზიარება, მამა პაისის სიტყვები გვახსენდება, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებზე ბოლო გამოხმაურება იყო. მან ბევრჯერ შესხოვა უფალს, გამოეცხადებინა მისთვის კიბოს წამალი, რათა უამრავ ადამიანს კურნება მისცემოდა, ღმერთმა კი არ გაუმხილა ეს წამალი. მამა პაისი ამბობს, რომ ღვთის პირით მან მოისმინა სიტყვები: ბოლო ჟამს ონკოლოგიური დაავადებით დასნეულებული მრავალი ადამიანი ცათა სასუფეველს გაავსებსო. მართლაც, მრავალი ადამიანი ამ დაავადების გამო შეაღებს ცათა სასუფევლის კარს, რადგან სინანული და გულწრფელობა განსაკუთრებულია ასეთი ადამიანისა.

– სამწუხაროდ, საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რამდენად დიდია გადარჩენის შესაძლებლობა რწმენის შემთხვევაში?

– ყველაფერი ღვთის ხელთაა და მისი განგებით ხდება, ზოგისთვის ეს არის მაკურნებელი, მაცხონებელი. მთავარია, ჩვენ უფალს ვევედროთ და როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება ყველაფერი. ჩვენს მრევლში იყო ქალბატონი, რომელსაც ძვლის დაშლა ჰქონდა, მეოთხე სტადიის კიბო და სრულიად განკურნებულია. ესეთი შემთხვევები ბევრია.

ჩვენთან მოაქვთ მადლიერების წერილები, რომელთაც ვატოპედის მონასტერში ვაგზავნით. ისინი, პანტანასას ხატთან დაკავშირებით დიდი წიგნის გამოშვებას აპირებენ, ჩვენი მრევლის წევრს, ოპერატორ ბესარიონს გაფრინდაშვილს კი სურს გავაკეთოთ ფილმი პანტანასას ხატის როგორც ორიგინალზე, ისე ჩვენს ტაძარში არსებულ ხატზე.

ამასთან, შენდება პანტანასას ღვთისმშობლის დედათა მონასტერი და დედების ერთ-ერთი განსაკუთრებული ღვაწლი იქნება რომ ასეთ ადამიანებს ნუგეში სცენ და განსაკუთრებულად ილოცონ მათთვის ამ ხატის წინაშე.

როგორც ცნობილია, საქართველოში ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის “ყოველთა დედოფლის” ხატთან დიდი სასწაულები აღესრულება. ქალბატონმა რუსუდან ფოფხაძემ, ხატის ძალა საკუთარ თავზე იხილა.

რუსუდან ფოფხაძე: “2002 წლის 21 ოქტომბერს, მუცლის არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. მოვიარე უამრავი საავადმყოფო, მაგრამ დასკვნა ყველგან ერთი იყო. ექიმები ოპერაციის გაკეთებას მირჩევდნენ. მართალი გითხრათ, ამ ამბავმა ძალიან შემაწუხა, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა.

შემთხვევით ავჭალის წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესიაში მოვხვდი. გაზეთ “მრევლიდან” შევიტყვე, რომ ათონის წმინდა მთაზე საქართველოსთვის იწერებოდა “პანტანასას” სასწაულთმოქმედი ხატის ასლი და რომ მას საქართველოში, ქალაქ თბილისის ავჭალის წმ. ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარში ჩამოაბრძანებდნენ. გაზეთში ასევე ნათქვამი იყო, რომ ამ ხატთან ლოცვით იკურნებიან ავთვისებიანი სიმსიმნით დაავადებულნი. მეორე დღეს ეკლესიაში წავედი, სადაც ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი დამხვდა, ჩემი გასაჭირის შესახებ ყველაფერი ვუამბე და ისიც დამპირდა რომ ლოცვებში მომიხსენიებდა.

ეკლესიიდან გამომავალს გამახსენდა ჩემი ექიმის, პროფესორის ნათქვამი: “ქალბატონო თქვენ საოპერაციო ხართ, მაგრამ მოვითმინოთ, რომ ღმერთთან მართლები ვიყოთ ბოლომდე” და გავიფიქრე ნეტავ რატომ მითხრა. ერთი თვის შემდეგ როდესაც ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში მივედი გამოსაკვლევად ექიმები გაოგნდნენ, ავადმყოფობა უკვე გამქრალიყო.

“პანტანასას” ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს უდიდესი ძალა აქვს. მან ჯერ კიდევ შორს მყოფმა შეისმინა ჩვენ მიერ აღვლენილი ლოცვები”.

მართლაც, ღვთის რწმენით და გულწრფელი ლოცვით, სასწაულები ხდება. ადამიანები მძიმე სენისგან თავისუფლდებიან. შეგეწიოთ “ყოველთა დედოფლის-პანტანასას” სასწაულთმოქმედი ხატის ძალა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

33 კომენტარი »

  • ნათია ოყრეშიძე says:

    ძალიან მინდა რწმენაში გაძლიერება.

  • ნათია ოყრეშიძე says:

    მინდა ჩვენი პატრიარქი ჯანმრთელად იყოს. ამისთვის ყოვალდღე ვლოცულობ.

  • მაია says:

    მინდა ,რომ გულწრფელი ლოცვის ძალა მოგვეცეს მეც და სრულიად საქართველოს…ლოცვა გადაგვარჩენს- დარწმუნებული ვარ ,გულწრფელი ლოცვა კი ძალიან მიჭირს , ჩემდა სამწუხაროდ…

  • ლია says:

    “pantanasas” ghvtismshoblis xatma dae gakurnos mteli xaqartvelo rogorc fizikurad aseve sulierag.am xatis madli shegvewios sul yvelas.amin.

  • თაველა says:

    ძალიან მინდა როგორც სასწაულმოქმედ ნიკოლოზმა მოისმინა ჩემი ლოცვა და ამისრულა ჩემი თხოვნა ისე ამისრულოს “პანტანას” ხვთისმშობლის სასწაულ მოქმედმა მოისმინოს ჩემი ლოცვა და თხოვნა.3 წლის შექმნილი ოჯახი მკონდა და შვილი არ გვყავდა თან ასაკში ვიყავი ზალიან მინდოდა შვილი გვყოლოდა და ერთ მშვენიერ დღეს წავედი ეკლესიაში.ეს მოხდა მოსკოვში 1998 წლის სექტემბერში.ეკლესია იყო წმინდა ნიკოლოზის სახელობის.ეკლესიაში შესვლისას შესასვლელ კარებთან იდგა მონოზონი რომელიც აგროვებდა ერთერთი ეკლესიის აღსადგენად თანხას და მეც შეძლებისდაგვარად მივეცი ფული და მერე გამოვესაუბრე და მოვუყევი ჩემი პრობლემა და ასე მითხრა შედი და წმინდა ნიკოლოზს სთხოვე ის ხომ სასწაულმოქმედიაო,მეც ასე მოვიქეცი შევიძინე სანთლები დავიჩოქე და ვთხოვ წმინდა ნიკოლოზს რომ მაქვს საუკეთესო ოჯახი და არაგვყავს შვილი ვევედრები ოღონდ დედა გავხდე და ვიგრძნო დედური გრძნობა სიყვარული შვილის ის სითბო დედაშვილური მე თანახმა ვიყავი თუნდაც ნაკლული შვილი მყოლოდა და თან ვტირი და ვევედრები,ამდროს მესმის რისი?და მე შემეშინდა და თითქოს გავქვავდი თან ვფიქრობ რა ვთქვა რისი პრობლემით 5 წუთი ვარ ჩუმად და გულში ვაკეთებ არჩევანს,და გადავწყვიტე ჩემ შვილს ქონოდა თვალის პრობლემა ჩემი მოკლე ჭკუით ვინაიდან ჩემი მეუღლე არის ელამი ვიფიქრე ოპერაციას გაუკეთებ და გამოუსწორებმეთქი,მართლა მოისმინა უფალმა ჩემი უაზრო თხოვნა და ასევე წმინდა ნიკოლოზმა ამისრულა ჩემი თხოვნა და იმთვეს დავრჩი ფეხმძიმედ 8 თვიანი გოგონა მეყოლა განუვითარებელი მარჯვენა თვალის კეთილთვისებიანი სიმსივნით. წლინახევრის იყო მარჯვენათვალის ოპერაცია გაუკეთეს და თვალი ამოუკვეთეს,მერე ეტაპობრივად კიდევ ორი ოპერაცია გაუკეთე.მყავს ულამაზესი გოგონა უფლის წყალობით.დამინდა უფალმა და ყველა წმინდანებმა დამეხმაროს და მეორე თვალი შეუნარჩუნდეს .გვფარავდეს უფალი და მისი წყალობა არ მოგვკლებოდეს,და “პანტანა”ს ხვთიშობელმა გვიხსნას.

  • მანანა says:

    ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო შეეწიე ყველა გაჭირვებულს

  • თაველა says:

    ამინ.ამინ.ამინ.გისმინოთ უფალმა

  • მარიამი says:

    ღმერთმა გააძლიეროს და გადაარჩინოს საქართველო.შეეწიოს საქართველოს და მის მკვიდრს დედა ღვთის მადლი და ლოცვა!!!

  • lela says:

    პანტანასას ღვთისმშობელო, გევედრები შეგვეწიე და დაგვიფარე ბოროტისაგან. სნეულებისაგან გაგვკურნე გთხოვ…გევედრები…

  • ნანა says:

    წმიდაო “პანტანასას ღვთისმშობელო” დაიცავ და დაიფარე ყველა ვინც შენგან შეწევნას ითხოვს!

  • ნანა says:

    განსაკუთრებით ბავშვები დალოცე და გამოაჯანმრთელე, გთხოვ წმიდაო დედა ღვთისმშობელო!

  • nino says:

    dedao gvtismshobeli daloce da gaaxare chveni saqartvelo.udidesi rwmenit da imedit var ganwkobili ,rom aucileblad sheisment chvens txovnas da gadagvirchent meotxe stadiit mxeval lalis .

  • უკაცრავად პამტანასას ღვთისმშობლის ხატი თუ იცით ჰეპატიტის მკურნალია?მე ვიცი რომ ამ დაავადების განმკურნებელიცაა, თუ მარტო ონკოლოგიური დაავადების განმკურნებელია?

  • ნიკა says:

    თუ შეიძლება მითხარით ქალაქის ცენტრიდან როგორ მოვხვდე ავჭალის წმინდა ქეტევან წამებულის ტაძარში?
    რა ტრანსპორტი მიდის ტაძრამდე, საიდან და ასე შემდეგ…
    დიდი მადლობა წინასწარ.

    • ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 2საათზე მამაო ატარებს ჯამრთელობის პარაკლისს და არის ზეთისცხებაც… ნამდვილად სასწაულმოქმედი ხატია უამრავი ადამიანი განიკურნა, მთავარია გულით ილოცოთ

  • ავჭალაში მოდის 11ნომერი მარშუტკა, და სარაჯიშვილის მეტროდანაც გამოდიან მარშუტკები

  • მთვარისა ზაქაშვილი 43 წლის უკეთილშობილესი ქალბატონია რომელსაც მეოთხე სტადიის კიბოთია დაავადებული. მკერდიდან მეტასტაზები წასული აქვს ძვლებში და უკვე ლოგინადაა ჩავარდნილი. 3 თვეში ქალი ყველანაირად აანადგურა. არ ვიცი ასე რატო მოხდა, ალბათ უფალი ყველას გამოცდას გვიწყობს. მას 2 მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს. ისინი ძალიან ცელქები არიან და მათ უზომოდ სჭირდებათ დედა. დედოფალ პანტანასას ვევედრებით შეიწყალოს მთვარისა და დაუბრუნოს ოჯახს. ვენაცვალე მის ძალას, დაეხმაროს მას გამოჯანმრთელებაში. გევედრები შეისმინე პანტანასა დედოფალო წმინდანო და გადმოხედე მთვარისას ოჯახს.

  • ლლ says:

    tavela minda gitxrat rom wm nikolozi gansakutrebit miyvars da arartxel sheismina chemi vedreba da gansacdelisgan mravaljer mixsna,shegewios wm nikolozi daiwye daujdomelis kitxva da aucileblad sheweva shen gogonas

    • ნინო says:

      დედაღვთისმშობელო დაიფარე საქართველო, შეეწიე ყველა სნეულს, გთხოვ უმორჩილესად.
      გთხოვთ მოიხსენოთ სნეული თეიმურაზი.
      ღმერთმა შეგიწიროთ.

  • ნინო says:

    მადლობა ღმერთს, რომ ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოშია”.დედაღვთისმშობელო დაიფარე საქართველო, შეეწიე ყველა სნეულს, გთხოვ უმორჩილესად.
    გთხოვთ მოიხსენოთ სნეული თეიმურაზი.
    ღმერთმა შეგიწიროთ.

  • ლაშა says:

    ღვთისმშობელო დიდება შენ, დაიფარე მთელი საქართველო და ჩვენი ოჯახები, მადლობა უფალს რომ ეს ყველაფერი ხდება, უფალო იესო ქრისტე ძეო ღთვისაო შემიწყალე მე ცოდვილი.

  • mari says:

    imedi maqvs rom wminda pantanasasxati shemeweva…amin!

  • მანანა says:

    მინდა შეისმინოს ჩემი ვედრება ღვთისმშობელმა და უძლურებაში მყოფი ლეილა ცოტათი მაინ გამოაჯამრთელოს,გაუხანგრძლივოს სიცოცხლე 58 წლისას.

  • გიორგი says:

    მყავს სამი წლის გოგო.ძალიან მხიარული და მოსიყვარულე.ისე არ იძინებს და არ იღვიძებს მეც და დედამისსაც თვალები არ დაგვიკოცნოს. ძალიან ბედნიერები ვიყავით მისი არსებობით და დღემდეც ესეა,უბრალოდ ეს უბედურება დაგვატყდა თავს,ამჟამად ვიმყოფებით საფრანგეთში,აპლასტიური ანემია აქვს,ძვლის ტვინი აღარ უფუნქციონერებს ისე როგორც მიზანშეწონილია. ამ ხატის არსებობის შესახებ მხოლოდ ახლა გავიგე და იმედი მომეცა.მჯერა რომ ხვისმშობელი არ მიატოვებს ჩემს ელენეს.ვიცი რო მისი მადლი მასაც შეეწევა. გთხოვთ ყველას გევედრებით ილოცეთ მასზე

  • გელა says:

    ღმერთო შეეწიე და განკურნე პატარაელენე.პანტანასას ღვთისმშობელო კურნებამიჰმადლე პატარა ანგელოზს გევედრები გულითა და სულით.

  • თეო says:

    ღვთისმშობელო გთხოვ გამოაჯანმრთელე ვალიკო

  • გამარჯობათ სად შეიძლება ავიღო ეს ზეთი ხომ არ აგზავნიან თუ იცით საქართველოს სხვა ქალაქებში გთხოვთ მიპასუხოთ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი