მთავარი » საზოგადოება

პანდუსი – რა ვიცით მის შესახებ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.11.2013 4 კომენტარი | 6,452 ნახვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა – ნინო ტეტუნაშვილმა, ხატია ჭელიშვილმა და ციცი ბაღდავაძემ (ეს უკანასკნელი ეტლის საშუალებით გადაადგილდება) – შეიმუშავეს პროექტი, პანდუსი თბილისში რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა მნიშვნელობა აქვს პანდუსს შშმპ–თვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ამბიონს” პროექტის ერთ–ერთი ავტორი ნინო ტეტუნაშვილი ესაუბრა:

“პანდუსს იყენებენ კიბის ნაცვლად, იმისათვის, რომ ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირს, რომელიც გადაადგილდება ეტლით, არ გაუჭირდეს მოძრაობა. ადამიანები, რომლებიც ეტლით სარგებლობენ, თავისუფლად ვერ ადიან ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე, ვერ შედიან სხვადასხვა მნიშვნელოვან დაწესებულებაში, მაგალითად, როგორიც არის: საავადმყოფო, აფთიაქი, ბანკი და სხვადასხვა სამინისტრო. ასევე, ეს ადამიანები ვერ იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და გზის გადასაკვეთ ხიდებს. აღარაფერს ვამბობთ სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებზე.”

სად არის პანდუსები და გამოიყენება თუ არა ისინი დანიშნულების მიზნით საქართველოში?

შეგიძლიათ დამისახელოთ, სად არის პანდუსი? თუ თქვენ მეტყვით, რომ პანდუსი აქვს ყველა გადასასვლელ ხიდს, გიპასუხებთ, რომ ეს პანდუსი მხოლოდ ვიზუალურად არის გაკეთებული, რადგან მისი გამოყენება შეუძლებელია. მერიაში განმარტავენ, რომ თურმე ეს პანდუსები ბარგის გადასატანად არის და არაა შშმპ-თვის. მიუხედავად იმისა, რომ პანდუსები ბარგის გადასატანად არ კეთდება, ეს პანდუსი ბარგის გადასატანადაც უსარგებლო აღმოჩნდა. საქართველოში გადასასვლელ ხიდთან გაკეთებული პანდუსები ვერც საერთაშორისო და ვერც ქართულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

რა იცის ხალხმა პანდუსის შესახებ?

საქართველოში საზოგადოების უმეტესობამ, სამწუხაროდ, სიტყვა “პანდუსის” მნიშვნელობაც კი არ იცის. ასევე, არასწორი დამოკიდებულება აქვთ ქუჩაში მოსიარულე შშმპ-ის მიმართ. პირველ რიგში, უნდა გაითავისონ და გააცნობიერონ, რომ მათი დამოკიდებულება – როდესაც თითს იშვერენ მათკენ და მსგავსი ჟესტებით გამოხატავენ შეცოდებას – უფრო მეტად აკომპლექსებენ, ირყევა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. პანდუსი საზღვარგარეთ არსებობს facebook-ზე გვერდი სახელწოდებით “რა არის პანდუსი?” მისი მეშვეობით, დაინტერესების შემთხვევაში, მიიღებთ ინფორმაციას პანდუსებთან დაკავშირებით.

თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაში პანდუსებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით?

ჩვენ ვაპირებთ ამ თემასთან დაკავშირებით გამოფენა მოვაწყოთ. ეს იქნება ახალგაზრდა ფოტოგრაფების მიერ გადაღებული სურათები და შეიძლება თან ერთვოდეს ნახატებიც. ასევე, ვგეგმავთ სხვადასხვა ფორმით ჩვენი პროექტის განხორციელებას. მაგალითად, აქციის სახით აფთიაქებისა და ბანკების შენობების კიბეების დროებით დაფარვას ისე, რომ ამა თუ იმ შენობის კიბის გამოყენება ვერ შეძლოს ჩვეულებრივმა ფეხით მოსიარულე ადამიანმა სხვისი დახმარების გარეშე. ასევე, გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიება. თუმცა ამ პროექტის განხორციელება ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვეძებთ ორგანიზაციას, რომელიც ფინანსურად დაგვიდგება მხარში.

რამდენად ზრუნავს სახელმწიფო შშმპ–თვის ამ მიმართულებით?

დიდი იმედი მაქვს, ჩვენი პროექტი მცირედ მაინც შეახსენებს სახელმწიფოს ვალდებულებებს, იმას, რომ მხოლოდ ერთი და ორი პანდუსი საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. გვსურს, შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ სერიოზული ცვლილებაა საჭირო.. ეს ის თემაა, რომელიც წლებია უყურადღებოდაა დატოვებული და უამრავი ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელს უშლის. ამ აქციის შედეგად ველოდებით საზოგადოების უფრო ლოიალურად განწყობასაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, მათ მდგომარეობაში შესვლასა და მცდელობას, რომ ყველას, ვისაც შესაძლებლობა ექნება, თავის დაქვემდებარებაში მყოფ შენობას გაუკეთოს პანდუსი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • დაჯი says:

    გამარჯობათ.გეხმიანებით მარტვილიდან.მაინტერესებს ძალიან თქვენი პროექტი.ჩემი სოფლის სკოლა საჭიროებს პანდუსის მშენებლობას.რადგან გვყავს შშმ მე-11კლასის მოსწავლე,უბედური შემთხვევის გამო ვერ მოხერხდა მისი სკოლაში მოყვანა.სკოლის მასწავლებლები სახლში დადიოდნენ და ამზადებდნენ.მე-11 კლასის გამოცდები ჩაუტარდა სახლშია.ბავშვში გამოიკვეთა ნერვიული აშლილობის ნიშნები და ძალიან დაითრგუნა.სურვილი აქვს 12 კლასი დაამთავროს ისე, რომ ამხანაგების გვერდით იყოს.ყველანი განვიცდით მის მდგომარეობას,გვინდა დავეხმაროთ.დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით თქვენს პროექტში.გთხოვთ დამიკავშირდეთ

  • mari says:

    არსებობს facebook-ზე გვერდი სახელწოდებით “რა არის პანდუსი?” მისი მეშვეობით, დაინტერესების შემთხვევაში, მიიღებთ ინფორმაციას პანდუსებთან დაკავშირებით.

  • ქეთევანი says:

    მაინტერესებს სად მოვიძიო ინფორმაცია მარტივად როგორ დავამონტაჟო პანდუსი სადარბაზოში 10 საფეხურიან კიბეზე რომ იყოს მოხერხებული ეტლის ასაყვანად. მჭირდება გეგმა…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი