27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.
ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. ეკლესია ამ დღეს მოგვიწოდებს სინანულისა და გოლგოთაზე უფალთან დგომისაკენ.
მაცოცხლებელი ჯვარი უფლისა გვახსენებს იესო ქრისტეს ჯვარცმას და ვნებას ჩვენი გადარჩენისთვის. ჯვართამაღლების დღეს ეკლესია იხსენებს …
Read the full story »
19 აგვისტოს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ფერისცვალებას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული. მაცხოვარმა წაიყვანა მოწაფეები: პეტრე, იაკობი და იოანე, აღვიდა თაბორის …
თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი.
ინფორმაციას საელჩო თურქულ ონლაინ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარკოფაგებს არქეოლოგიური გათხრების დროს მიაკვლიეს. საელჩო ინფორმაციის დასაზუზტებლად მოკვლევას იწყებს.
„სავარაუდოდ, თურქეთში აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი! თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერისრაიონში ჩატარდა …
16 აგვისტო 9 ძმა ხერხეულიძეთა და მარაბდის ომში თავგანწირულ ცხრა ათას ქართველთა ხსენების დღეა.
ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველი, მარაბდას ბრძოლის ველზე მოწყვეტილნი (+1625წ)
1625 წლის ხარების დღესასწაულზე მარტყოფის ველზე ქართველებმა …
გილოცავთ მარიამობის მარხვის დაწყებას… ალბათ იკითხავთ, რა მისალოცია მარხვის დაწყება, რომლის დაცვაც არც ისე იოლია?! მარხვა მართლაც არ არის მარტივი დასაცავი, მაგრამ ადამიანი როდესაც სწავლას იწყებს უნივერსიტეტში, მას ხომ ვულოცავთ სწავლის დაწყებას მიუხედავად იმისა რომ …
მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.
მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის …
ფუფალას როლის შემსრულებელი სოფიკო ჭიაურელი გრიმის შესწორებისას.
ეროვნული არქივის ფოტოკოლექცია.
1976 წელი.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალდაბის (ხრესილი თემის) წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია. სარესტავრაციო პროცესი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2 ეტაპად წარიმართა და ის …
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით გასული საუკუნის 70-იანი წლების იატაკი შეიცვალა მარმარილოს ფილებით.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი.
ყინწვისი XIII საუკუნის …
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტის მე-3 ფაზა იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად არქიტექტურული კომპლექსის ყველაზე კრიტიკული უბნების – ციტადელის გალავნის სამხრეთისა და დასავლეთის ჩამოშლილი კონტრფორსების …
ვაჟა-ფშაველას თხოვნა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პოემა „ბახტრიონის“ დაბეჭდვაში დახმარებაზე.
ავტოგრაფი. 23 ნოემბერი, 1910 წელი
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
“ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის ევსტათი მცხეთელის დღესასწაული, გილოცავთ!
მინდა დღეს ჩვენს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე ვთქვა ორიოდ სიტყვა. წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, მის საფუძველზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა არა.
ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, …
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს. სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ …
ა.წ. 7 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს იაკობ გაგულაშვილი და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.
მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ბ-ნი ლაშა ჟვანია, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ბ-ნი ედუარდ პალაგაშვილი, …
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაბა სურამში დასრულდა „ამაღლების“ (კვართისა) სახელობის დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი.
ფიზიკური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო, საკულტო ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული წყობების დადგენილი მეთოდოლოგიით …
08. 08. 08. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულია. ომი 5 დღე გრძელდებოდა. რუსულ აგრესიას 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა …
ახალი კომენტარები