მთავარი თემა »

30.05.2020 – 22:58 | 13 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მეშვიდე კვირას პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირას აღნიშნავს.

საეკლესიო ისტორიის მიხედვით, I მსოფლიო საეკლესიო კრება ნიკეაში (ამჟამად ქალაქო იზნიკი, მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე) 325 წელს გაიმართა და მას მსოფლიო საქრისტიანოს წარმომადგენლები _ 318 …

Read the full story »

წმიდა დიდმოწამე შუშანიკი

10.09.2019 – 10:50 | 14,138 ნახვა

ტროპარი
წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი, და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.
10 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე …

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (08.09.2019)

09.09.2019 – 17:16 | 600 ნახვა

“ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ადრიანე და ნატალიას დღესასწაულს. მრავალი თქვენგანი ატარებს ნატალიას სახელს, ვულოცავ მათ ანგელოზის დღეს.
მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომლებიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა, ეს არის ოჯახის …

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IV)

08.09.2019 – 17:42 | 266 ნახვა

8 აგვისტოს არის ხსენება წმიდა მოწამეთა – ადრიანესა და ნატალიასი. ისინი ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე და ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს.
ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები …

წმინდა მოციქული ბართლომე

07.09.2019 – 08:20 | 5,118 ნახვა

7 სექტემბერი – მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება.
წმინდა მოციქული ბართლომე ( ძე თოდომესი) წარმოშობით გალილეის ქალაქ კანადან იყო და განეკუთვნება უფლის 12 მოციქულთა რიცხვს. წმინდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს (ღვთის ნიჭი) უწოდებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, …

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

06.09.2019 – 21:37 | 303 ნახვა

ა.წ. 6 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტი, ბ-ნი იანოშ ადერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
უნგრეთის პრეზიდენტმა დელეგაციის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად იმყოფება და ერთ-ერთი …

“გალობანი სინანულისანი” – დავით აღმაშენებელი

05.09.2019 – 20:31 | 373 ნახვა

„გალობანი სინანულისანი“ — ორიგინალური ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც ეკუთვნის XI-XII საუკუნეებში მოღვაწე საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელს. საგალობელი ეძღვნება სინანულის მოტივს. მასში ასახულიაადამიანის სულის ღრმა განცდები.
ისტორიკოსი ნანა ბახსოლიანი აღნიშნავს, რომ “გალობანი სინანულისანი” კი შეიცავს …

წმიდა მოციქული თადეოზი (სამოცდაათთაგანი)

03.09.2019 – 08:55 | 333 ნახვა

3 სექტემბერი არის ხსენება წმიდა თადეოზ მოციქულისა. იგი ტომით ებრაელი იყო, დაიბადა სირიის ქალაქ ედესაში.
იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა.
შემდეგ ნეტარმა მაცხოვარი იხილა და …

გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია

02.09.2019 – 21:56 | 236 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია.
სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლადმოჭრილი ქვებით შეიმოსა, რომლებიც …

ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი (XII)

31.08.2019 – 16:47 | 181 ნახვა

ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი XII საუკუნის იმ წმიდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ეკლესიისა და ერის ისტორიაში.
ცნობილი საეკლესიო მწერლისა და ფილოსოფოსის, არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ გვხვდება ერთი ანტიმაჰმადიანური საპოლემიკო თხზულება, …

წმიდა ტბელ აბუსერიძე

30.08.2019 – 10:13 | 2,940 ნახვა

ხსენება – 17 (30) აგვისტო
წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა …

ანჩისხატობა

29.08.2019 – 10:13 | 507 ნახვა

29 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესი დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანებას ედესიდან კონსტანტინოპოლში – ანჩისხატობას.
მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს …

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28.08.2019)

28.08.2019 – 17:43 | 480 ნახვა

“თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – მარიამობას.
 მე ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ პირიქით, – გვაკლია რამე; ალბათ, ორივეა. 
გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო …

გილოცავთ მარიამობას!

28.08.2019 – 08:15 | 21,109 ნახვა

ყოვლადწმინდა მარიამის მიძინების დღესასწაულს ორკვირიანი მარხვა უძღვის წინ. ამ დღესასწაულს მორწმუნე ადამიანები სულიერად გაწმენდილები უნდა შეხვდნენ. მარხვა ცოდვებისგან თავის შეკავებას ნიშნავს. ყველა მარხვა იოლი შესანახია, თუ ადამიანი რწმენაშია.
მარიამობის დღესასწაული ღამისთევით აღინიშნება ღვთისმშობლის მიძინების სახელობის …

ალაზნის ველზე ძვ. წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოჩნდა

27.08.2019 – 11:24 | 280 ნახვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.
ეროვნული მუზეუმის ფოტო
ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, …

დიმიტრი ყიფიანის ხსნება

26.08.2019 – 16:00 | 1,832 ნახვა

ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრის, დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღეს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი მის შესახებ დაცული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის.
ყიფიანი 1814 წელს დაიბადა. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. …