მთავარი » სხვადასხვა

ოზურგეთში ძველი აბანო აღმოაჩინეს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.04.2012 | 1,740 ნახვა

ოზურგეთში “თეატრალური მოედნის” განახლების პროცესში ძველი აბანო აღმოაჩინეს. ოზურგეთი თანამედროვე არქიტექტურული შენობების მშენებლობისას გამოვლენილი ისტორიული მემკვიდრეობა – მიწისქვეშა ძეგლები თუ არტეფაქტები სახელმწიფოს მიერ დაცული და შენარჩუნებული იქნება. ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბლიტაციის პროცესში მშენებლებმა უძველეს არქეოლოგიურ ფენებს მიაკვლიეს. სპეციალისტების აზრით, ახლადგამოვლენილი არქეოლოგიური ნაშთები უძველეს აბანოს ეკუთვნის და დამატებით შესწავლას საჭიროებს.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი) და რამაზ ნიკოლაიშვილმა (რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი) ექსპერტთა რეკომენდაციების საფუძველზე, ძველი აბანოს განვითარების კონცეფცია ერთობლივად განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ ძეგლის კონსერვაცია ოზურგეთის ცენტრალური მოედნის განვითარების პარალელურად განხორციელდება. ახალი აღმოჩენის დეტალური შესწავლა უკვე დაწყებულია, კვლევითი სამუშაობის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ძველი აბანოს ზუსტი დათარიღება.

უძველესი აბანოს გადარჩენა კიდევ ერთი პროექტი იქნება, რომელიც რეგიონების განვითარების პროცესში ახლადგამოვლენილი სიძველეების დაცვსა და პოპულარიზაციას გულისხმობს.

ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე შენობა-ნაგებობების სკვერისა და ახალი ინფასტრუქტურის შექმნის პარალელურად, დამთვალიერებლისთვის ძველი აბანო ახალი ინტერპრეტაციით – ღია მუზეუმის სახით, იქნება წარმოდგენილო და ოზურგეთის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა გახდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი