მთავარი » ხატები და ფრესკები

ოზერიანის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.11.2016 | 3,614 ნახვა

ოზერიანის ღვთისმშობელი ოზერიანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ხარკოვის ეპარქიაში, კურიაჟსკის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება – ხარკოვიდან კიევისკენ მიმავალი გზიდან 10 ვერსის დაშორებით. ის XV ს-ის დასასრულს გამოჩნდა და ხარკოვიდან 35 ვერსით დაცილებულ ოზერიანის უდაბნოში იმყოფებოდა. ეს უდაბნო XVIII ს-ის ბოლომდე არსებობდა, როგორც ხარკოვის საფარველის მონასტრის მიმდებარე, ამჟამად კი მთავარეპისკოპოსის სახლს წარმოადგენს. ხატი ძველებურად დამუშავებული ჩერვონული ოქროს პერანგითაა შემკული. ეს პერანგი XIX ს-ის 20-იან წლებში გენერალ გლაზენაპის გულმოდგინებით განახლდა.
თათართა შემოსევების დროს უკრაინაში, სოფელ ოზერიანის ერთი გლეხი მინდორზე სათიბად გავიდა. ცელის მოქნევისას მას ადამიანის კვნესა მოესმა. მთიბავი დაიხარა და ნახა ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც სანთელი ენთო; ხატი ტილოზე იყო დაწერილი და ცელმა ორად გადაჭრა. მთიბავმა სანთელი და ხატი აიღო, სახლში მიიტანა და სხვა ხატების გვერდით მოათავსა. მეორე დღეს მან განცვიფრებით შენიშნა, რომ ხატის ორი ნაწილი შეერთებულიყო, თანაც ისე მჭიდორდ, რომ შეერთების ადგილი ოდნავ ეტყობოდა. ხატმა სასწაულების აღსრულება დაიწყო.

ხატი უკრაინაში დნეპრმა ჩამოიტანა, ის დაწერილი იყო ტილოზე, როგორც საერთოდ წესად ჰქონდათ დასავლეთში და კიპარისის დაფაზე იყო დაკრული.

ოზერიანის უდაბნოში ხატი ამ სავანის განადგურებამდე დარჩა. ე. ი. XVII ს-ის ბოლომდე, როდესაც მარტო ხარკოვის გუბერნიაში 20-მდე მონასტერი მოსპეს. მაშინ ხატი კრიჟსკის მონასტერში გადაიტანეს, ხოლო ამ მონასტრის დახურვის შემდეგ ხარკოვის საფარველის ეკლესიაში. XX ს-ის დასაწყისში, როდესაც კრიჟსკის მონასტერი აღადგინეს, ბერების თხოვნით, ხატი დააბრუნეს და დღემდე იქ იმყოფება. ამ ხატის თაყვანისსაცემად ხარკოვიდან და მისი შემოგარენიდან მრავალი მლოცველი მიდის. ხატი მონასტრის შიგნით ფერისცვალების ეკლესიაშია მოთავსებული. ზაფხულობით მლოცველთათვის მას ნაკადულზე დაარსებულ წმინდა ონოფრეს სახელობის ეკლესიაში ჩამოაბრძანებენ, რომელიც მთის ძირში მდებარეობს. ნაკადული თვით ტრაპეზის ქვეშ გამოდის, აქედან თუჯის მილი იატაკის ქვეშ გადის. წყალი გროვდება პატარა აუზში, სადაც ხშირად სნეულნი განიკურნებიან. ამ აუზიდან წყალი ქვემოთ ჩაედინება.
ყოველ 30 ოქტომბერს ხატი ხარკოვში ჩადის და იქ თომას კვირამდე რჩება. ამ დღეს კი მისი დღესასწაული აღესრულება.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი