მთავარი » სოფლის მეურნეობა

ოსპის მოვლა-მოყვანის მოკლე ცნობარი დამწყები ფერმერებისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.11.2022 | 57 ნახვა

ოსპის ადგილი თესლბრუნვაში

როგორც ყველა სხვა სამარცვლე პარკოსანი კულტურები ასევე ოსპიც საუკეთესო წინამორბედია ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურისათვის პარკოსანი კულტურების გარდა. თვით ოსპისათვის საუკეთესო წინამორბედია ყველა კულტურა პარკოსნების გარდა, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ნიადაგს ტოვებენ სუფთას სარეველებისაგან, რადგანაც სარეველა ძალიან დიდ ზიანს აყენებს ოსპის კულტურას.

ნიადაგის დამუშავება

ოსპი ძლიერ იჩაგრება სარეველებისაგან, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დასათესი ნაკვეთის ნიადაგის სწორ დამუშავებას. ნიადაგის დამუშავება იწყება წინამორბედი კულტურის მიერ გათავისუფლებული ნაკვეთის აჩეჩვით (სარეველების გამოტყუების მიზნით). შემდეგ ნიადაგის ხვნა უნდა ჩატარდეს 27-30 სმ სიღრმეზე. თესვის წინ ტარდება კულტივაცია ნიადაგის მოსწორება – გაფხვიერება.

ნიადაგის განოყიერება

ნიადაგის განოყიერება უნდა მოხდეს ნიადაგის ქიმიური ანალიზების შედეგების მიხედვით. ოსპი დიდად მომთხოვნი არ არის ნიადაგის მაღალი ნაყოფიერების მიმართ. ყოვლად დაუშვებელია ოსპის დასათეს ნაკვეთში ორგანული სასუქების გამოყენება.

თესვა

ოსპი არის ყინვაგამძლე კულტურა და მისი თესვა უნდა ჩატარდეს გვიან შემოდგომაზე, მარტის პირველ დეკადამდე. სათესლედ შერჩეული უნდა იქნეს რეგიონისათვის გათვალისწინებული ჯიშბი. თესვის წინ თესლი უნდა დამუშავდეს დაავადებების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებებით მაგალითად: რაქსილი და ა.შ. თესლი უნდა იყოს მაღალხარისხიანი და ჯიშობრივად სუფთა. ოსპი ითესება 15 სმ-ით დაშორებულ მწკრივთაშორისებში, შესაძლებელია 30 სმ დაშორებითაც.

თესვის ნორმა

ოსპის თესვის ნორმა მერყეობს მარცვლის სიმსხოს მიხედვით 60-150 კგ-მდე/ჰა-ზე. ოსპი, როგორც სხვა პარკოსანი კულტურები გაცილებით მეტი რაოდენობით წყალს მოითხოვენ ვიდრე პურეულები. ოსპის ჩათესვის სიღრმე არის 4-5 სმ. სწრაფი და თანაბარი აღმოცენებისათვის საჭიროა ნათესის მოტკეპნა.

ნათესის მოვლა

თესვის შემდეგ თუ ნიადაგს გაუჩნდა ქერქი, აუცილებელია დაფარცხვა. ძირითადი ღონისძიება ოსპის მოვლისათვის არის სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომ საჭიროა დროული მარგვლა. მარგვლა განსაკუთრებით აუცილებელია განვითარების პირველ ფაზაში.

საქართველოს პირობებში ოსპის ნათესი არ მოითხოვს მორწყვას. ის არის გვალვაგამძლე კულტურა. ოსპს აზიანებს ნახევრადპარაზიტი სარეველა – აბრეშუმა. მიუხედავად იმისა, რომ ოსპი ზიანდება მემარცვლიათი, საქართველოში მემარცვლიათი დაზიანება არ შეინიშნება და მნიშვნელოვანი დაავადებებიც არ აღინიშნება, მცირედ ზიანდება ფუზარიოზით და ფესვის სიდამპლით.

ოსპის მოსავლის აღება შესაძლებელია მცენარის ღეროს, ფოთლების და პარკების გაყვითლება-გახმობის შემდეგ და მარცვლის გამაგრებისას. ოსპის მოსავლის აღების დაგვიანება გამოიწვევს მარცვლის ცვენას, ამიტომ აუცილებელია მოსავლის დროულად აღება. მოსავლის აღება ხდება კომბაინით. გამოცეხვილი თესლი უნდა გაიშალოს ფარდულში. გაშრობის შემდეგ უნდა გაიწმინდოს და დახარისხდეს დამხარისხებელ აგრეგატზე. 14% ტენიანობის დროს უნდა ჩაიყაროს ტომრებში და შეინახოს მღრღნელებისაგან დაცულ, ჰაერაციის მქონე საცავში.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი