მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ორსულ და მომავალ დედებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.01.2011 36 კომენტარი | 33,095 ნახვა

orsuliბერმა პორფირიმ უთხრა ბავშვთა ექიმს:

– უთხარი დედებს, დაე, შეიგნონ, რაოდენ დიდი პატივი დასდო მათ ღმერთმა იმით, რომ ღირს – ჰყო დედებად გახდომისა. იმ წუთიდან, რაც თავის თავში ატარებენ ჩასახულ ემბრიონს, მათ აქვთ მეორე სიცოცხლეც.

დაე, დედა ესაუბროს თავის შვილს მუცელში. ჩანასახი ყველაფერ ამას საიდუმლოდ გრძნობს. დაე, დიდი სიყვარულით ილოცოს მისთვის. დედის უსიყვარულობას, ნერვიულობას, მრისხანებასა და სიძულვილს გრძნობს არა მარტო დაბადებული ბავშვი, არამედ ჩანასახიც… და მის პატარა სულში ჩნდება ტრამვები, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება.

დედის წმინდა გრძნობები და წმინდა ცხოვრება ჩასახვისთანავე აკურთხებენ მის ჩვილს. ეს თანაბრად ეხება მამასაც.
(მონაზონ აღაპის წიგნიდან ,,ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც ჩემს გულში აანთო ბერმა პორფირიმ.’’)

შვილები უფლისაგან მოიცემიან არა როგორც ტვირთი და სასჯელი, არამედ როგორც გათხოვილი ქალის კურთხეული გზა – ცხოვრების ჯილდო და ნუგეში. ,,სამკვიდრებელნი უფლისანი არიან შვილნი და სასყიდელი მათი – ნაყოფი მუცლისაი’’(ფსალ 126-3), – ამბობს ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი.

და მაინც, ბევრი მომავალი დედა ვერ აცნობიერებს, რომ შვილი მას ღვთისაგან ეძლევა. სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე მშობლებს ხშირად სურთ, დაგეგმონ მომავალი, განსაზღვრონ, რამდენ შვილს იყოლიებენ და უფლის განგებას არად აგდებენ. თავის მართლებასაც კარგად ახერხებენ… ასეთ მშობლებზე მნიშვნელოვანია იღუმენია ფილოთეას საუბარი ბერ პაისი ათონელთან:

,,მათ (მშობლებს) უნდა სწამდეთ, რომ უფალი, რომელიც ჩიტებზეც კი ზრუნავს, გაცილებით უფრო მეტად იზრუნებს მათ შვილებზე. მახსენდება ერთი მეზღვაური, რომელიც თვრამეტი წლის ასაკში დაქორწინდა. თავადაც ღარიბი იყო და ცოლიც ღარიბი ოჯახიდან ითხოვა. მათ ნაქირავებ სარდაფს შეაფარეს თავი. ცოლსაც და ქმარსაც ძალიან დაბალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდათ და დიდ გასაჭირში იყვნენ. წარმოიდგინეთ, მაგიდის ნაცვლად ყუთი ედგათ! შემდეგ მათ შვილები ეყოლათ, მათი აღზრდისთვის პურსა და წყალზე მოუწიათ გადასვლა. მაგრამ ნელ-ნელა გამდიდრდნენ და პირობებიც გაიუმჯობესეს.არიან ისეთი მეუღლეები, რომლებიც ცდილობენ, ჯერ ყველა სხვა საკითხი მოაწესრიგონ და შემდეგ დაიწყონ შვილებზე ფიქრი. ასეთი ადამიანები ღმერთს ანგარიშს არ უწევენ, მის ნებას ყურადღებას არ აქცევენ. სხვები ასე ამბობენ: დღეს ცხოვრება გაჭირდა, ერთი ბავშვიც გვეყოფა. ერთის გაზრდაც ძალიან ძნელია! და ერთზე მეტს არ აჩენენ. ამ ადამინებს არ ესმით, რომ ამგვარი ფიქრით ძალიან დიდ ცოდვას სჩადიან, რადგან ისინი ღმერთზე არ ამყარებენ იმედს. ღმერთი მოწყალეა. ის აღარ მისცემს მეუღლეებს შვილს, თუ დაინახავს, რომ მათ მეტი ბავშვის აღზრდა არ ძალუძთ.’’

მომავალი დედა რელიგიურად უნდა ცხოვრობდეს. ორსულ დედას ყველა უნდა გაუფრთხილდეს, ხელი უნდა შეეწყოს მის სულიერ სიმშვიდეს, რადგან წმ. იოანე ოქროპირის თქმით, ,,დედამ შვილის შობით, პირველ რიგში, ქვეყანას ადამიანი უნდა მოუვლინოს, შემდეგ კი მისი სახით ზეცას ანგელოზი უნდა მისცეს. არ არსებობს უფრო დიდი ხელოვნება, ვიდრე აღზრდის ხელოვნებაა. ფერმწერი, ხელოვანი მხოლოდ უსიცოცხლო ფიგურას ქმნის, ბრძენი აღმზრდელი კი – ცოცხალ სახეს, რომლის შემხედვარე უფალიც ხარობს და ხალხიც.’’

არ უნდა დაგვავიწყდეს იღუმენია ფილოთეას საუბარი ბერ პაისი ათონელთან, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს მომავალ დედებს, როგორ აღზარდონ შვილები მუცლადყოფნის პირობებშიც, რათა მომავალში თავიდან აიცილონ შვილის გაუკუღმართებული ხასიათი და არასწორი ცხოვრების არჩეული გზა.

,,ბავშვის აღზრდა ფეხმძიმობიდან იწყება. თუ მომავალი დედა ღელავს, მაშინ მისი ჩანასახიც ღელავს. ხოლო თუ დედა ლოცულობს და სულიერად ცხოვრობს, მაშინ მისი ნაყოფიც იკურთხება. ამიტომ ფეხმძიმე ქალი უნდა აღავლენდეს იესოს ლოცვას, კითხულობდეს სახარებას, გალობდეს და ინარჩუნებდეს სულიერ სიმშვიდეს. ახლობლებმაც ხელი უნდა შეუწყონ მის სიმშვიდეს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი დალოცვილი დაიბადება და მის მშობლებს არ შეექმნებათ სირთულეები მასთან დაკავშირებით არც ადრეულ და არც მოზრდილ ასაკში.ახალშობილს დედა ძუძუთი უნდა კვებავდეს. რაც უფრო მეტ ხანს – მით უკეთესი, რადგან დედის რძით ბავშვს ჯანმრთელობა უმტკიცდება. დედის რძესთან ერთად ბავშვი იღებს სიყვარულს, სინაზეს, ნუგეშს, უსაფრთხოებას და ამ გზით ძლიერი ხასიათის ადამიანად ყალიბდება. გარდა ამისა, ძუძუთი კვება დედასაც ეხმარება. ქალებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ძუძუთი არ კვებავენ, ორგანიზმში სხვადასხვა ანომალიები უვითარდებათ, რაც შეიძლება მკერდის მოკვეთის მიზეზი გახდეს.

დედა, რომელიც უსაქმურობს და შვილს საკუთარი რძით არ კვებავს, მას უსაქმურობისა და სიზარმაცის ,,მიკრობებს’’ გადასცემს. დედები არ კვებავენ შვილებს ძუძუთი და ბავშვებიც უნუგეშოდ იზრდებიან. ვინ მისცემს მათ ქილა ძროხის რძით სითბოს, სიყვარულს?! ჩვილები გამოყინულ შუშის ბოთლზე წამოცმულ მაწოვარას წოვენ და მათი სულიც იყინება. შემდეგ კი, მოზრდილ ასაკში, სულიერი მღელვარების დასაძლევად ნუგეშს კვლავ ბოთლში ეძებენ – სმას იწყებენ და ლოთდებიან. თუ ბავშვები თავად არ იღებენ სიყვარულს, ისინი ვერც თავიანთ შვილებს გადასცემენ მას. მერე კი დედები მოდიან და მთხოვენ: ,,ილოცე, მამაო, შვილი ხელიდან მეცლება.’’

უფალმა ყველა მომავალ დედას მიმადლოს ძალა, პირნათლად შეასრულოს ღვთის კურთხევა, შეძლონ შვილის ჯანსაღად და ღვთის სათნოდ აღზრდა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

36 კომენტარი »

  • შო says:

    დედობა შვებაა, დედობა სიამაყეა, სინაზეა, ქალად შექმნაა, შვილი აღზრდა ხელოვნებაა და შვილი ერთადერთი განუმეორებელი სიყვარულია, აზრი ცხოვრები რათა დავიბადოთ, გავიზარდოთ და ახალი სიცოცხლე შექვმნათ და აღვზარდოთ.დედობა პასუხისმგებლობა და ხშირად ნაადრევ ასაკში ამას გაურბიან ახლგაზრდა გოგონები, ეს გაქცევა დიდი ცოდვაა, მაგრამ თუ ყველაფერს ვინანიებთ ადამიანები. ხანდახან მეჩვენება რომ სწორედ ამ მონანიების მიზეზით ყველაფეს ცავდივართ და სული გვიბინძურდება ადამიანებს… მერე კი ვხვდებით რომ არც ისეთი ადვილია ატარო ცოდვები და სული დამძიმებული გქონდეს, ამის შესახებ ბევრს ბევრს უნდა ვასუბრობდეთ რადგან სხვამან და სხვამან ერთი და იგივე არ გაიმეორონ. ხშირად მინახავს ფეხმძიმე გოგონა ისეთ მდგომარეობაში ან მოქმედებაში მიფიქრია ნუთუ გონებე არ აქვს და თავის შვილზე არ ზრუნავს მეთქი,განა ასეთი დაუგეგმავი გაჩენას არ სჯობს დაგეგმილად გააჩინო და როცა იქნებიან ქალები ფეხმძიმედ და გაცნობიერებული ექნებათ დედობის არსი მაშინ გააჩინონ შვილები?

  • ფატი-ლამზირა says:

    სრულიად ვეთანხმები სტატიაში გამოქვეყნებულს, იცით ახლა ჩემი გადასახედიდან ყველაფერს შევასრულებდი , მაგრამ ახალგაზრდობაში სხვა რამ ხდება, რატომრაც ვერ ვაცნობიერებდით ამ ყველაფერს, ჩვენი ვალია ახლა მაინც ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებს მაინც მივცეთ სწორი მიმართულება, დედობა ხომ ნამდვილად უფლის საჩუქარია, და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს, ნუთუ შეედრება რამე იმ სიხარულს როცა პირველად უნდა შეეხო შენს შვილს?

  • შორენა says:

    საგულისხმოა ეს წერილი და ყველა ქალისთვის გულთან მისატანი, მე მომიწია შვილზე უარის თქმა და მერე როცა მომინდა ახლა უფალი აღარ მაძლევს ამ ბედნიერებას, არადა ჩემი შვილი სულ გვტხოვს და ან ძმა მინდაო. გავკადნიერდები და ყველას ვურჩევ უფლის საჩუქარი მივიღოთ მაშინ როცა გვაძლევს და ნუ გამოვცდით ღმართს ჩვენი დაუდევრობით.ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ქვეყანაზე რაც ამ პატარა არსებებს მოაქვთ ჩვენთვის და ყველა ქალს ვუსურვებ ამით გახარებული ქონდეთ გული.

  • ნატო says:

    სრულიად ვეთანხმები ამ სტატიას და მეც ვთხოვ ყველა დედას რომ შვილზე არასდროს არ თქვან უარი რაც არ უნდა გასაჭირი ქონდეთ.მე პირადად მქონდა ის შემთხვევა რომ ძალიან პატარა მყავდა თან სტუდენტი ვიყავი(ქირაში ვცხოვრობთ) და უარი ვთქვი მეორე შვილზე მას შემდეგ კი ორსულად ვრჩები მაგრამ ნაყოფს არ მაძლევს უფალი.ახლა კი ვხვდები რატომაც მსჯის ასე ღმერთი და ვნანობ მაგრამ რას ვუშველი წარსულს,მომავლის კი იმედი მაქვს რომ არ გამწირავს უფალი და მაჩუქებს ჯანმრთელ და ლამაზ შვილებს. უფალო შეგვიწყალენ!!!!!

  • თამთა says:

    მეც მომავალი დედა ვარ სულ რაგაც 2 თვეში შვილი მეყოლება..ჩემთვის დზალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კველაფრის ცაკითხვა..დზალიან დიდი მადლობა ამ სტატიის ავტორს.უფალმა დაიპაროს და გაადზლიეროს ყველა მომავალი დედა…

  • nino says:

    dedoba dzalian magaria..me 18 wli var da ukve deda var,chemi shvili chemtvis mteli samyaroaaa…me mistvis yvelapers gavaketeb…rac deda gavxdi sul sxva adamiani var,mivxvdi ramxela shroma gauwevia dedachems roca 3hvili gagvzardaaa da vgrdznob danashauls adre ro gavtxovdi,radgan vpiqrob chemma shvilma igive ro gamiketos shevewirebiii…madloba dedeaaas,miyvarxar deeee

  • თამუნა says:

    ძალიან საინერესო სტატიაა,მე ჯერ არ ვარ დედა მაგრამ ღმერთს ვთხოვ რომ გამხადოს დედობის ღირსი..რაც შეეხება ბავშვის მოშორებას ვფიქრობ ეს იგივეა რომ უკვე გაჩენილი შვილი მოკლა,რა მნიშვნელობა აქვს მას როდის მოკლავ მუცელში ყოფნისას თუ უკვე მოვლენილს ამ ქვეყნად ისიც ხომ უკვე ცოცხალია.
    ღმერთი თავის გაჩენილს არ მიატოვებს…ჩვენც გაჭირვებაში გაგვზარდა დედამ მაგრამ როცა გვეგონა რომ გამოსავალი აღარ იყო სწორედ მაშინ ვგრძნობდით ღვთის წყალობას.მადლობა უფალს რომ მყავს და–ძმა,ჩემი აზრით ოჯახის სიმტკიცისთვის მთავარი მატერიალური მდგომარეობა კი არა სიყვარული და უფლის იმედი უფრო მნიშვნელოვანია

  • ლიკა says:

    ეს წერილი ყველამ უნდა წაიკითხოს, როცა ამას ვამბობ, მხედველობაში მყავს არამარტო მომავალი დედები, არამედ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, თუ გვინდა, რომ ჯანმრთელი თაობა გვყავდეს.

  • ნატო says:

    მადლობა ავტორს,სრულიად ვეთანხმები.

  • makuna says:

    gultan dzalian axlos mivitane tkveni statia da aseve xalxis azric…ar sheidzeba amas normalur adamianze ar emoqmeda…var 20 clis..11 tvea rac gatxovili var…ar vcxovrobt sakartveloshi,vicyobt momavals da shvilze pikri arc ki mindoda..vpikrobdi rom jer amistvis mzad ar vikavi..5 dge gadamicda da am dgeebis ganmavlobashi nerviulobit vkvdebodi..testis gaketebis shihic ki mkonda…imis mouxedavad rom chems meugles yvelaperze metad unda shvili,me mainc veubnebodi rom jer adrea cotac movitminottko radgan me mushaonistvis tavis danebeba ar mindoda…dges megobarma es statia gamomigzavna da cakitxvistanave mivxvdi rom me yvelaze bednieri viknebi xval tests rom gaviketeb da dadebiti pasuxi agmochndeba!upalma gagadzlierot sukvela!madloba

  • თეა says:

    ღმერთმა დაგლოცოთ, ძალიან აფორიაქებული ვიყავი და ძალიან დავმშვიდდი.

  • ხატია says:

    მე ბედნიერი ქალი ვარ,რადგან რამდენიმე თვეში დედა გავხდები.ძალიან მომეწონა სტატიები და ხალხის აზრი.ვეთანხმები მათ აზრს.ამ ქვეყნად შვილზე დიდი საჩუქარი არაფერია.ბედნიერი ვარ რომ უფალმა ეს დიდი სიხარული განმაცდევინა.ყველა მომავალ დედას ვულოცავ,უფალი გფარავდეთ..ამინ.

  • მანანა says:

    და მე რომ დედობა მინდა და არ ვარ დედა, ეს ღვთის სასჯელია? იქნებ გამცეთ პასუხი

  • ნატალია says:

    მე დედა ვარ უკვე რვა თვეა და ალბათ ჯერ კიდევ კარგად ვერ ვხვდები რამხელა პასუხისმგებლობა და ღვთის წყალობაა დედობა, მადლობა ღმერთს იმ საჩუქრისთვის, რასაც ჩემი შვილი ჰქვია,ის ჩემი სუნთქვა და ჩემი ცხოვრებაა. ყველა ქალმა უნდა განიცადოს ეს ბედნიერება, გიყვარდეთ დედები და იყავით ბედნიერი დედები.

  • ქეთი says:

    ყველა დედამ თითონ უნდა აზარდოს თავისი შვილი და არა დზიდამ დედაზე უკეთ ვინ მოუვლის თავის შვილს დზიდამ შეიდლება დაეხმაროს საჩმლის მომზადებაში და გარეცხვაში

  • ქეთი says:

    ეს ცერილი მამებმაც უნდა ცაიკითხონ,მადლობა უპალს რომ გამხადა გირსი ამ ბედნიერების

  • მარიბეიბი says:

    ყველაზე დიდი საცუქარი რასაც უფალი გვიგზანის, არამარტო დედებს არამედ მამებსაც… როდესაც ხდები მშობელი, ხდები ყველაზე ბედნიერი, იცვლება მთელი სამყარო და მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის…

  • amazo says:

    me yalian guli mwydeba, rom uflis yala da madli gvian shevizani. uziarebelma vizxovre 40 weli, mxolod shemdeg gamxada ufalma girsi mastan misvlisa, chemi shvilebi ase ulozvelad chaisaxnen da gaizardnen, tviton shvilebma da matma siyvarulma mimiyvana ufaltan, dideba ufals, madloba ufals da mravali saswauliz manaxa. manamde titqos arz mizxovria. sheisminet wminda mamebis sqavlebebi da miendet ufals sufta gulit, madls sheiyent.

  • maia says:

    yvela deda dedobis girsi ar aris magram edzleva shvilebi ratomgac, zogi ki girsia magram ar yavt((

  • nino says:

    shvili uflis udidesi sachuqaria.da amistvis yoveltvis madlobas unda sciravdnen shemoqmeds.chemi cxovreba uazro da usixaruloa,radgan shvili ara myavs.yvelas tavisi jvari aqvs am qveynad da unda shevecadot gvtis siyvarulit girseulad vatarot…

  • მარიამი says:

    დედობის გრზნობაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგან მომავალი დედა ვარ, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა… როდესაც უფალმა ადამიანს სამოთხის კარი მიუხურა , ადამიანი არჩევანის წინაშე დარჩა, ეს არჩევანი იქცა მისი შემდგომი ცხოვრების წინამძღვრად, სხვა შემტხვევაში ხომ საერთოდაც უმიზნო იქნებოდა ჩვენი არსებობა?! თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ადამიანმა სამოთხის კართან დროის განმავლობაში თანდათან დაშორებით სულ უფრო და უფრო მოიწადინა ამოცნობა იმისა თუ რას განარიდა უფალმა… დაიწყო კითხვა და ძიება რისკენ მიდის ბოლო… ამ კვლევა-ძიებით შექმნა გამოგონებები და გაჩნდა ამბიცია იმისა, რომ შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, “გაეჯიბროს” შემომქმედს… სამწუხაროა ის, რომ ამ “ყოვლისშემძლეობის” ჟინმა ცოდვის მორევში გაგვხვია, და ცხოვრების პირობებს მიგვაჯაჭვა… დღეს თუკი არ არსებობს ცხოვრების შესაფერისი პირობები, რაშიდაც პირველ რიგში სტაბილური შემოსავალი იგულისხმება, დედა გაიკეთებს აბორტს, ექიმი-მცოდნე გგააკეთებს თავის საქმეს, ის პატარა უმწეო არსება რომელიც ღვთის ნებით უნდა მოვლენოდა სამყაროს მზრუნველმა ფიქრმა გააქრო… საკითხავი კი ერთია სულ ამ ცხოვრების დინებას ხომ არ ვიქნებით მიწეპებულნი?! ხომ წარვსდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე? აი მაშინ კი “მოკლული ანგელოზი” ჩვენს ცოდვად დაგვეხატება მხრებზე….

  • თამუნა says:

    ერთი პატარა მყავს ღმერთის წყალობით და ეხლა მეორეს ველოდები.უბედნიერესი ადამინი ვარ რადგან დედობის ღირსი გამხადა უფალმა.ჩემთვის ეს სტატია უმნიშვნელოვანესი იყო.უფალი გფარავდეთ

  • ანა says:

    ვისურვებდი, რომ ყველა ქართველმა ქალმა გაიზიაროს და განახორციელოს ეს ყველაფერი. დიდება უფალს, მეც ამ დიდი სასწაულის მოლოდინში ვარ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ გავითავისე ისე, ეს ღვთის საჩუქარი, როგორც საჭიროა, ეს სტატია კი ნამდვილად დამეხმარა და სულიერად გამაძლიერა.

  • ნინო says:

    უფალმა ყველა გირსეული ქალი უნდა გახადოს დედა.მე უფლის დიდი იმედ მაქვს და მჯერა რო მალე გავხდებიი დედა იმიტომ რო უფალი მოწყალეაა და გამხდის დედობის გირს.

  • სალომე says:

    მადლობა უფალო იმისთვის, რომ გამხადე ღირსი დედობისა, უფალს ვთხოვ მასწავლოს მისი აღზრდა ნამდვილ ჭეშმარიტ მართმადიდებელ ქრისტიანად, და იყოს ისეთი, რომელიც თავის სამშობლოს გამოადგება. ვისურვბედი იმდენი შვილი მყავდეს, რამდენსაც უფალი მაჩუქებს, ამაზე დიდი საჩუქარი ხომ ქვეყნად არაფერია. დიდება და მადლობა უფალო!
    უფალმა დალოცოს ყველა ორსული და მომავალი დედა.
    მშვიდობა მოგცეთ უფალმა!

  • tako says:

    20clis var da ori shvili myavs da dzalian bednieri var, upals madloba, rom gamxada girsi vkopilikavi ori vajis deda.arasdros gaiketot aborti rac ar unda gichirdet mere dzalian inanebt da carsuls ver daabrunebt.abortis gaketeba mkvleloba da dzalian didi codva.

  • გიორგი(გრატო) says:

    ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ და გაგაძლიეროთ ყველა დედა და დედობის მსურველი.

    კეთილი სურვილებით,
    2 შვილის მამა.

  • nata says:

    didi madloba am statiis avtors.me mesame shvils velodebi da ubednieresi var. chemi patara germaniashi daibadeba magram qartulad da tradiciulad gaizrdeba. upalma daglocot kvela deda da orsuli.upalma gagvazlieros.

  • shorena says:

    ძალიან კარგი სტატიაა, თუმ ცა არ შეიძლება ასე რადიკალური ლაპარაკი. ხანდახან არის შემთხვევა როცა დედა ვერ კვებავს შვილს ავადმყოფობის, რძის არ ქონის და ბევრი სხვა მიზეზის გამო და არ შეიძლება ყველა ასეთ ბავშვს გაყინულ-სულიანი ვუწოდოთ. ამას ყველაზე მეტად დედა განიცდის და მერე ნებისმიერი სხვა. წარმოიდგინეთ რას იგრძნობს ისეც განერვიულებული, ახალნამშობიარევი დედა, როდესაც ასეთ სტატიას წაიკითხვავს. მხედველობაში არ მაქვს რა თქმა უნდა ისეთი დედები ვისაც დრო და საშუალება აქვს, მაგრამ შეგნებულად არ კვებავს, ასეთ ადამიანებზე ვერანაირი სტატია ვერ მოახდენს ზეგავლენას

  • dideba ufals says:

    4 weliwadia ertad vart me da meugle . exla mesame pataras velodebit. orsulobis mesame tvemde meugle ar mushaobda .mesames gachena ar mindoda meugles vtxovdi aborts, sul mechxubeboda modi pirveli an meore bavshvi movklato da es gaachineoo.(arapirdapiri mvnishvnelobit, manishnebda tu ra iyo aborti) dge dgeze shegvedzineba patara eqimebi meubneian patara janiani da jamrteliaaoo..meuglemac 1400 larian samsaxurshi daiwyo mushaoba.madloba gmerts yvelafristvis

  • თათი says:

    მეუღლეს რომ დავშორდი მაშინ გავიგე რომ 1 თვის ორსული ვიყავი, გამოჩნდნენ ვითომდა “კეთილის მსურველები”(ოჯახის წევრები არა) რომლებიც მირჩევდნენ რომ ბავშვი ხელს შემიშლიდა მომავლისთვის,რომ იმ ადამიანისგან ბავშვი არ უნდა გამეჩინა, ამის მიუხედავად არც მიფიქრია საკუთარი შვილის მოკვლა საკუთარი ნებით. ვარ პატარას მოლოდინში და მის ყველა გაფართხალებაზე გული სიხარულით მევსება. ღვთის საჩუქარზე უარი არავინ უნდა თქვას, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.

  • Nino says:

    Me ukve 9 celia deda var. roca shvili mekola mashin ver vacnobierebdi, dzalian patara vikavi da chemi shvili iko pirveli bavshvi romelic odesme xelshi mcherebia. dedobis pasuxismgebolabs mivxvdi mashin roca momicia chemi shvilis datoveba 1 clit chems mshoblebtan. ai mashin mivxvdi tu ra misia mekisreboda me rogorc dedas. ai ukve amdeni celi gavida da meore shvilze jer arc vpikrobdi, imitom rom megona rom chems momaval misznebis migcevashi xels shemishlida. magram moulodnelad gavige rom meore velodebi, da upalma mapatios, 3 dge tirilis meti araperi gamiketebia. vpikrobdi abortze da irgvliv kvela tanaxma iko rom me aborti gameketebina. mesame dgesac chemi 9 clis shvili movida gverdit damijda (man araperi icoda chem pexmdimobaze), me internetshi videos ukurebdi abortze, da chemma shvilma rom dainaxa damicko laparaki am temaze. me vkitxe ra azris iko abortze da misi sitkvebi iko aseti-” deda, shen rom pexmdimed iko da aborti gaiketo me xom magiti das an dzmas momiklav, shen ar meobnebodi sul rom shvili gmertisgan sachukaria? mere rogor sheidzleba gmertis sachukarze uaris tkma” ai am sitkvebma gadaarchina chemi meore shvili aborts. Me chemi 9 clis shvili upalma gamomigzavna rogorc angelozi, is imm cutshi sul sxvanairi mesaubreboda. misi saubris mere kvelaperi titkos ganatda da kvela “problemas” gamosavali gamouchnda. DIDEBA UPALS!

  • ანი says:

    2 წელი შეგნებულად არ ვაჩენდი შვილს, რადგან ჯერ მატერიალურ მხარზე ვზრუნავდი და სულ არ მინდა, არ მინდა ბავშვიმეთქი გავიძახოდი,როცა უკვე გადავწყვიტე შვილის ყოლა, უფალმა დამსაჯა ჩემი ქცევისთვის და 2 თვის ორსულს მუცელი მომეშალა, მაშინ მივხვდი ჩემს დანაშაულს და დღემდე მწარედ ვნანობ, ახლა ღმერთის წყალობით მყავს უკვე პატარა და მართლაც ძალიან რთული ყოფილა გაჩენა-გაზრდა და დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ მისი ერთი გაღიმებაც საკმარისია რომ ის ღამისთევა, გადაღლილობა,დიდი შრომა ყველაფერი დამავიწყოს. ღმერთმა ყველა ქალს მისცეს დედობის ბედნიერება!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.