მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ონლაინ რეგისტრაცია – მარტივი გზა აბიტურიენტებისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.02.2011 6 კომენტარი | 3,517 ნახვა

online2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებსა და სხვა გამოცდებზე გამსვლელებს რეგისტაციის გავლა ინტერნეტით შეუძლიათ(http://online.naec.ge/). ონლაინ რეგისტრაცია უფრო მოხერხებული და კომფორტული გზაა. მისი მთავარი უპირატესობა ტექნიკური შეცდომებისგან თავის დაზღვევაა.
ონლაინ რეგისტრაციის შესახებ “ამბიონი” ესაუბრა გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელს დავით ჭანკოტაძეს.

ონლაინ რეგისტრაციის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მოიმატა ცენტრის აქტივობებმა. თუ ადრე ცენტრი ატარებდა მხოლოდ ერთიან გამოცდებს, სადაც მონაწილეობდა 30-36 ათასამდე აბიტურიენტი, ახლა ის ატარებს სასერტიფიკატო გამოცდებს, მაგისტრატურისა და საატესტატო გამოცდებს XII კლასელთათვის. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანდა იმის საჭიროება, რომ რაღაც ნაწილი გადასულიყო ონლაინ რეგისტრაციაზე.
ონლაინ რეგისტრაციას აქვს დადებითი მხარეები, გამორიცხულია ტექნიკური შეცდომები, რომლებიც შეიძლებოდა დაეშვა აბიტურიენტს ქაღალდზე განაცხადის შევსების დროს.

ხშირად აბიტურიენტები უთითებდნენ ისეთ ფაკულტეტს, რომლის შესაბამისი გამოცდები არ ჰქონდათ არჩეული. ეს ქმნიდა დამატებით პრობლემას. საჭირო იყო მათთან დაკავშირება. შემდეგ დროის მცირე მონაკვეთში უწევდათ შესწორება.

ონლაინ რეგისტრაციის დროს პროგრამა თვითონ ამოწმებს ფაკულტეტებისა და არჩეული გამოცდების შესაბამისობას, შეცდომის შემთხვევაში ატყობინებს აბიტურიენტს და გამოსწორების შესაძლებლობას აძლევს.
მათ ნებისმიერ დროს 25 მარტამდე შეუძლიათ შეცვალონ რამდენჯერაც სურთ არჩეული ფაკულტეტები და ა.შ. ქაღალდზე რეგისტრაციის დროს კი ეს რთული პროცესია.

ონლაინ რეგისტრაცია მოითხოვს დამატებით კომპონენტებს, მხოლოდ ეს შეიძლება ჩაითვალოს უარყოფითობად. ადამიანს უნდა გააჩნდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარები, მაგრამ თანამედროვე ახალგაზრდობის უმეტესობას ამ მხრივ პრობლემები არ აქვს.

აქვს თუ არა საზოგადოებას ნდობა ონლაინ სისტემის მიმართ?

davit chankotadze“აბიტურიენტს აძლევენ პლასტიკურ ბარათს, სადაც მითითებულია გამოცდები, რომლებზეც ის უნდა გამოცხადდეს, ასევე, სად უნდა გამოცხადდეს და როდის. ამ პლასტიკურთან ერთად აბიტურიენტი იღებს ამონაბეჭდს, რომელშიც იქნება სრული ინფორმაცია იმ ელექტრონული განაცხადისა, რომელიც მან გააკეთა. გადამოწმების შემდეგ აბიტურიენტი ხელის მოწერით დაამოწმებს და გადაეცემა პლასტიკურთან ერთად. ეს იქნება დასტური იმისა, რომ ონლაინ რეგისტრაციამ იმუშავა სრულად და იმედია, რომ ნდობაც უფრო გაჩნდება.

ეს იქნება პირველი წლის გამონაკლისი, – გამოცდების ეროვნული ცენტრი თვითონ დაუბეჭდავს ამ ფურცელს.”

ონლაინ სისტემას აქვს თავისებურებები, რომლებიც ადრე რეგისტრაციის დროს არ არსებობდა. თითოეული გამოცდის ღირებულება არის ათი ლარი, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ოთხი გამოცდა, რათა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა გააგრძელოს. გადახდა ხდება საქართველოს ბანკის ფილიალებში, ინტერნეტით iPay სისტემის საშუალებით. გამოცდების ეროვნული ცენტრი დაკავშირებულია საქართველოს ბანკთან და ყველა გადახდის ფორმა მიდის ამ ცენტრში. რეგისტრაციის დროს ეს მოწმდება, კონტროლდება, თუ რა თანხაა გადახდილი. ასევე, სისტემა 11 ნიშნა კოდით უკავშირდება სამოქალაქო რეესტრს, რომელი აწვდის სახელს, გვარს, ფოტოსურათს, მისამართს და ა.შ.

სარეგისტრაციო გვერდზე მითითებულია, თუ აბიტურიენტს, ან სხვა გამოცდაზე გამსვლელს აქვს რაიმე მოთხოვნა, ან ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა. მაგ: დიაბეტი, სუსტი მხედველობა და ა.შ. მითითების შემთხვევაში გამოცდაზე გამსვლელმა უნდა წარმოადგინოს ცენტრში დამადასტურებელი საბუთი.

ამჟამად ონლაინ რეგისტრაცია ჯამში 100-მდე ადამიანმა გაიარა, როგორც აბიტურიენტებმა, ასევე სხვა გამოცდებზე გამსვლელებმა.

მომავალში, ალბათ, მთელი სისტემა გადავა ონლაინ რეჟიმზე. ქაღალდზე რეგისტრაცია წელს მხოლოდ აბიტურიენტებისთვის დარჩა ნებადართული. დანარჩენ გამოცდებზე გასვლის მსურველებმა აუცილებლად ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი