ოკუპირებულ აფხაზეთში მეცნიერებმა ახალი ათონის მონასტრის მდგომარეობა შეისწავლეს
სტატიის ავტორი: რედაქტორი
| თარიღი: 12.09.2022
| 372 ნახვა
სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ეკოლოგიის“ თანამშრომლებმა ნოვოსიბირსკის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში საინჟინრო ნაგებობები გამოიკვლიეს, მათ შორის, XIX საუკუნეში აგებული ახალი ათონის მონასტერი.
გეოფიზიკური კვლევების საშუალებით განისაზღვრა ნაგებობის მდგრადობის დარჩენილი რესურსი. კომპლექსი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. გარდა ამისა, მიწისქვეშა წყლების არსებობა საძირკველს უქმნის საფრთხეს.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს და შეისწავლეს დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის ტაძარი, სამრეკლო, მონაზონთა საცხოვრებელი შენობა და განსაზღვრეს ყველა მათგანის მდგრადობა.
ვლევებით დადგინდა, რომ წმინდა პანტელეიმონის ტაძრის სიმყარე 86%-ია, დანარჩენი ნაგებობების – 74%.
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.