მთავარი » საზოგადოება

ოჯახის დანგრევა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2009 10 კომენტარი | 13,514 ნახვა

გაუცნობიერებელი ნაბიჯი და ბავშვების სევდიანი თვალები

რა შემთხვევაში ამართლებს ეკლესია ოჯახის დანგრევას.

პატარა ბავშვისაქართველოში ყოველდღიურად უამრავი ოჯახი ინგრევა. თუმცა, ხშირად ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ გადადგმული ნაბიჯის სიმძიმეს და ამას გვიანღა ხვდებიან. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, დანგრეული ოჯახის შემთხვევებში ყველაზე მეტად ის პატარები ზარალდებიან, რომლებიც მშობლების დაშორებით ოჯახურ სითბოს წყდებიან და გულდაწყვეტით უყურებენ თანატოლთა ოჯახურ ბედნიერებას. ოჯახური თანაცხოვრების, მისი დანგრევის მიზეზებსა და გამოსავალზე გვესაუბრება მამა მალხაზი ყიფიანი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესია).

– როგორ უნდა მოვიქცეთ რომ მყარი, ქართული, მართლმადიდებლური ოჯახი შევქმნათ და შევინარჩუნოთ?

– ოჯახების დანგრევა დღევანდელი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს მყარი ოჯახის საფუძველი. თუმცა, პრობლემის ცალმხრივად დანახვა არ შეიძლება. ადამიანებმა პასუხისმგებლობა სიღრმისეულად უნდა გაანალიზონ ოჯახის შექმნის პროცესში როდესაც წყვილი ამ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან ხშირ შემთხვევაში არ აქვთ გაცნობიერებული რა ვალდებულება აკისრიათ ერთმანეთის წინაშე, ოჯახის შექმნას კი ხშირად საფუძვლად პირადი ამბიცია, ვნება, ანგარება უდევს, რაც არასწორი მიდგომაა.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავის ქადაგებებში ხშირად გვარიგებს, რომ სანამ საქმე ჯვრისწერამდე მივა, წყვილმა არამარტო ერთმანეთი უნდა გაიცნონ კარგად, არამედ ერთმანეთის ოჯახური ატმოსფეროც. მათ წინაპრების შესახებაც უნდა იცოდნენ, რომ მომავალ თაობას რაიმე სულიერი სნეულება და დაავადება არ გამოჰყვეს.

ოჯახის შექმნის პროცესში მარტო რწმენა და სიყვარული არ არის საკმარისი, ასევე აუცილებელია თავმდაბლობა და მიტევების უნარი, რადგან უფალი “მდაბალთა მისცემს მადლს, ხოლო ამპარტავანთ შემუსრავს”.

ნეტარი ავგუსტინეს დედა, მიუხედავად იმისა რომ მას წარმართი და მძიმე ხასიათის მეუღლე ჰყავდა, ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებას მაინც ახერხებდა. მეზობლები ხშირად მიდიოდნენ მასთან, რათა გაეგოთ ის საიდუმლოება, თუ როგორ ახერხებდა ქრისტიანი ქალი წარმართ და ძალიან უხასიათო ადამიანთან თანაცხოვრებას. ნეტარი ავგუსტინეს დედა კი პასუხობდა, რომ როდესაც მეუღლე ძალიან გაღიზიანებული, აღშფოთებული იყო და ხშირ შემთხვევაში უსამართლოდაც ექცეოდა ოჯახის წევრებს, ამ დროს შეპასუხების ნაცვლად ის ლოცულობდა, ავედრებდა ღმერთს თავის მეუღლეს, რომ მისთვის მიეცა მადლი სიმშვიდისა, სულგრძელებისა და მოთმინებისა და პრობლემაც უკან იხევდა. მხოლოდ დაწყნარებისა და დამშვიდების შემდეგ, თბილად და მშვიდ გარემოში უხსნიდა მეუღლეს თავის შეცდომებს.

– რა უდევს საფუძვლად ოჯახების დანგრევას?

– ოჯახების დანგრევა არის მიზეზი უსიყვარულობისა, ნელთბილი სარწმუნოებისა, სიამაყისა, ამპარტავნებისა, რომ შენდობის მადლი, შენდობის ძალა და სულგრძელება ნაკლებია ოჯახურ ყოფაში, როცა სწორედ ნდობაზე, მოთმინებასა და სულგრძელებაზე არ არის დამყარებული ოჯახური ცხოვრება.

დღევანდელ სინამდვილეში ოჯახის დანგრევის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. დღეს ქალს მამაკაცთან გათანაბრების სურვილი გააჩნია, საღმრთო წერილის მიხედვით კი ვიცით, რომ როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა, ასევე მამაკაცია თავი თავისი ოჯახისა და მეუღლისა. თუმცა ხშირად სისუსტეს, ნაკლულოვანებას ქმრისას დედაკაცები სათავისოდ იყენებენ. ოჯახში, რომელშიც მამაკაცი უპირატესი არ არის და ქალს გააჩნია სურვილი ქმარზე წინ იდგეს, ირღვევა ოჯახური იერარქია, რაც ღვთისგან დადგენილი წესი და კანონია. ამას კი ოჯახების დანგრევა მოყვება ხოლმე.

ოჯახიარის შემთხვევა, როცა პასუხისმგებლობით სავსე, ყოველგვარ ცუდს და ნეგატიურს ჩამოშორებული ადამიანი ქმნის ოჯახს და პასუხისმგებლობს კიდეც მას, მაგრამ მცირე კონფლიქტის, ან ოჯახის რომელიმე წევრის უკმაყოფილების გამო არ ყოფნით თავმდაბლობა, არც სარწმუნოება და სიყვარული მოითმინონ ის სატკივარი, რისი მიზეზითაც შესაძლოა ოჯახი დაინგრეს. ხშირად ასეთი უსაფუძვლო მიზეზებით ხდება დღეს ოჯახების დანგრევა.

ახალგაზრდებმა ოჯახის შექმნისას ვნებას და ფიზიკურ სილამაზეს არ უნდა მიანიჭონ უპირატესობა. კარგად უნდა გაიცნონ ერთმანეთი, განსაზღვრონ ცხოვრების პრიორიტეტები, ინტერესები, რისთვის ქმნიან ოჯახს და შემდეგ უნდა გადადგან ეს ნაბიჯი.

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, თქვენ ქალბატონებს ნუ კი ეძიებთ, არამედ დედაკაცები მოძებნეთო, ანუ ადამიანში სულიერი ღირსებები უნდა ვეძიოთ, რადგან ფიზიკური სილამაზე და მატერიალური კეთილდღეობა ქალისა თუ მამაკაცისა გარკვეული დროის შემდეგ ფასს კარგავს. წინა პლანზე გადმოდის მათი ღირსებები, სულიერი თვისებები, გულისხმიერება, კეთილგონიერება, სიბრძნე და გამჭრიახობა.

– რა შემთხვევაში აქვს გამართლება ოჯახის დანგრევას?

– საღმრთო კანონი ერთადერთ მიზეზს გვისახელებს, როცა ოჯახის დანგრევა შესაძლებელია. ეს არის ცოლის ან ქმრის მხრიდან ღალატის შემთხვევა. თუმცა, დღევანდელი ოჯახების წინაშე მწვავედ დგას, ნარკომანიისა და ლოთობის პრობლემა, რაც ქალისთვის მძიმე გადასატანია და თუ მის ფიზიკურ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამ შემთხვევაშიც ეკლესია წყვილს ურჩევს ცალკე იცხოვრონ, რადგან წმინდა მამები ამბობენ “სადამდეც გყოფნის სარწმუნოება მოთმინებისა, მანამადე მოითმინეთო”.

– რამდენად მძიმეა ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილების მიღება მათი შვილებისთვის?

– ცოლ-ქმარი შეუთანხმებლობის თუ სხვა რიგი პრობლემების გამო შეიძლება ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ და ოჯახი დაინგრეს, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ეს გადაწყვეტილება მათი შვილებისთვის არის. თუ დავაკვირდებით 10-15 წლის ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ თვალებში დავინახავთ ტკივილს, მწუხარებასა და ნაღველს. ოჯახის დანგრევისას ბავშვი ან მარტო დედასთან ან მარტო მამასთანაა, შესაბამისად, მისი გული ორ ნაწილად არის გაყოფილი და მშობლის სიყვარული ნელ-ნელა უქრება. მაშინ, როცა სიყვარული უფრო სრულფასოვანსა და ძლიერს ხდის ბავშვს.

ბავშვი ოჯახშივე უნდა ცხოვრობდეს ეკლესიური ცხოვრების წესით და როდესაც გაიზრდება ის ამ ნიშნით არჩევს შემდგომ ოჯახის შექმნის პროცესში საკუთარ მეწყვილეს.

– როგორ შეიძლება ავიცილოთ ოჯახის დანგრევა?

– გამოსავალი ეკლესიის წიაღშია. როდესაც მამაკაცს და დედაკაცს ჯვარს ვწერთ, ვურჩევთ, მათი ორიენტირი ეკლესიური და სარწმუნოებრივი ცხოვრება იყოს, რაც უფრო მეტ ჰარმონიას და თანხმობას შემოიტანს მათ ოჯახურ ყოფაში. როდესაც წყვილები ერთი მიმართულებით ცხოვრობენ, ერთი ინტერესი, ერთი სარწმონოებრივი წესი აქვთ, შესაძლო მატერიალური გაჭირვების დროსაც კი ნახულობენ ერთმანეთთან საერთოს, რადგან იციან განსაცდელი ღვთისგან არის მოვლენილი და ძალისხმევით, პასუხისმგებლობის გრძნობით და ისევ და ისევ ღვთის შემწეობით ცდილობენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას.

ღმერთთან სიახლოვე, სარწმუნოებრივი ცხოვრების წესი, ეკლესიურობა, მცნებების დაცვა არის გარანტი ოჯახური ბედნიერებისა. ასეთი ჰარმონიული ოჯახი კი შთამომავლობასაც ღვთის სადიდებლად, ქვეყნისა და დედა ეკლესიის საკეთილდღეოდ გაზრდის.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • აკაკი says:

    თეო მაგარი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  • დავით says:

    სიძვა-მრუშობა, მამათმავლობა, ნარკომანია,ლოთობა,აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება – ესენია რომ ანგრევს ოჯახს !

  • ნონია says:

    როცა ქმარს 12 წელი საყვარელი ყავს,ამ შემთხვევაში რომელი ქალი ითვლება ცოლად?ან ამის მოთმენა შეიძლება?ა რ ა!!!

  • მარინა says:

    tu eklesiyri ar ikneba ojaxi, da mortcmyne, eshmaki kvela gones ixmars daangrios es ojaxi( rac arynda sikvarylit ikos shekmnili)

  • marina says:

    mtavaria rcmena, motmineba, xshiri ziareba da gadzlierebuli locva (paraklisebi da daujdomlebi) dakvelaperi kargad ikneba

  • გიორგი says:

    ბევრ შემთხვევაში ოჯახი ინგრევა ქალის უპატივცემლობის გამო. ყველაზე ხშირად დიასახლისი ქალები ანგრევენ ქართულ ოჯახს, რომლებიც თავიანთი ქმრების მძიმე შრომას არაფრად აგდებენ, მათ მიმართ სითბოს არ იჩენენ და კონფლიქტურები არიან.
    #2 მიზეზი არიან ქალის მშობლები და და–ძმები. ქალი ხშირად ოჯახიდან გარბის იმიტომ, რომ მათ “შეაფაროს” თავი. ისინი ქალის მიღებით ყველაზე ცუდ დათვურ სამსახურს უწევენ მას. ნუ მოკლედ ბევრი შემთხვევები ვიცი და აღარ დავკონკრეტდები

    • ზვიად says:

      რაღაც არასწორად წერ გიორგი, რას ქვია გარბის ქალი და თავისი მშობლები და და-ძმები ურებენ კარს???
      კარიც უნდა გაუღონ და უნდა ჩაიხუტონ კიდეც, ოღონდ- უნდა გაარკვიონ რეალური მიზეზი მისი გამორიდებისა ქმრისაგან, ეს ქმართანაც უნდა გაარკვიონ (სიძესთან), და უნდა დაეხმარნენ ურთიერთობების დალაგებაში თუ ეს პატიებადი შეცდომაა ერთის ან მეორეს მხრივ, სადაც სიყვარულია (სიყვარული და არა მიჩვევა და ვალდებულებები შვილებისა თუ მეზობლების წინაშე) იქ ყველაფერი პატიებადია დამიჯერეთ.

  • რუსუდანი says:

    90-იანი წლებიდან მამაკაცთა უმრავლესობამ, გაჭირვების გამო, დაკარგა ოჯახის უფროსის ფუნქცია. ზოგი განარკომანდა და გალოთდა. იმატა მამაკაცების მხრიდან ცოლებზე ძალადობამ. ქალებმა კი ბავშვების გადარჩევის გამო აიღეს თავიანთ თავზე ეს ფუნქცია. ოჯახების დანგრევის მიზეზიც ეს იყო . ეხლაც მოგვყვება ეს არამართლმადიდებული ოჯახური სიმახინჯეები. შვილებიც ამას ხედავენ და იმეორებენ მამების შეცდომებს. ოჯახები ინგრევა ძირითადად ცოლების მიმართ მამაკაცების ძალადობის გამო. არც ერთ ოჯახის ქალს არ უნდა ოჯახის დანგრევა. კ ა რ გ ქ მ ა რ ს ც ო ლ ი ა რ გ ა ე ქ ც ე ვ ა…

  • buba says:

    rogor unda moiqces kaci romelic ar lotobs narkomani ar ari meugles ar cems ojaxshi araaq materialuri problemebi da ojaxi engreva imitom rom es turme miugebeli sidze yofila colis xalxistvis da misi meugles tvini gadautriales romlebmac 22 weli uyvart ertmaneti da yavt ori shvili ert 16 wlis gogo da 7 wlis bichi.jvari dawerili aqvt.dges dgeobit ukve xuti tvea ar cxovroben ertad sasamartloshi uchivles da zaladoba wauyenes imis gamo rom txovda ojexi ar daengria da es gamoiyenes moralur zewolas axdens meugleze da mamas romelic shvilebs arafers ar aklebda dges dgeobit axlos miaxloebis ufleeba ar aaq.roca gaagagizianeben adamianebi vart da tavs ver ikaveb da rom kitxvas svam tu rato mizezi araa , ra rcheba adge aigo xeli da daamtavro ise rogorc qristian kacs ar ekadreba mokla rato xom unda icode an shvilebs ra unda utxra ,ar ifiqrot rom galati yofiliyo mizezi ara arcerti mxridan es gamoricxulia da aset gamouval mdgomareobaSHIA ES ADAMIANI

  • გამარჯობათ! მე ვარ ზუსტად ოჯახის დანგრევის პირას და ძალიან მაინტერესებს ვინმემ მირჩიოთ ან გამიზიაროთ თქვენი აზრი.ჩემი ქმარი არის ძალიან დამყოლი ადამიანი,ხანდახან მგონია რომ მისი საკუთარი აზრი არ გააჩნია იმდენად მომყვება რასაც ვეტყოდის…არის ძალიან პასიური და მე კიდევ პირიქით. რაც ურთიერთობის დასაწყისში ძალიან მომწონდა მაგრამ უკვე 6 წელია ერთად ვცხოვრობთ და მისი წყალობით ბევრი ვარამიგამომივლია და ვხვდები რომ ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია და მით უფრო მიჩირდა მისი გაგება,,,სხვა ყველაფერტან ერთად უმატა წლების გასვლის მერე დალევისკენ მიდრეკილებასაც…მე რომ ვმუშაობ და გადაღლილი სახლში ვბრუნდები ის კიდევ ან პრეტენზიული ა,ან ხმას არ ამოიღებს ისეტი მხვდებოდა.არასდროს არ ამჩნევდა თუ ლამაზად გამოვიყურებოდი.ან არასდროს არ მეტყოდა რომ იცი რაღა არ გიხდება ან მოუწერიგებელი რატო დადიხარ და ასე შემდეგ…მივლინებიტ რომ მომიწევდა სადმე გასვლა ბავშვს რომ დაუტტოვებდი სხვამდა და ძალიან ბევრი დეტალებია რომელიც არც ღირს რომ მოვყვე…გამიჩნდა უნდობლობა მის მიმართ,უკვე მისი არაფერი არ მომწონდა არაფერი საერთოდ..და ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება რომ დავშორებულვიყავი…ვე ვიტყვი რომ არ მიყვარსთქო მაგრამ ძალიან ხშირად მიშლიდა ნერვებს და ჩემი თავი უფრო მიყვარს იმიტომ რომ შვილი მყავს გასაზრდელი და მაგიტომაც გადავწყვიტეთ ცალცალკე ცხოვრება….ანუ ფიზიკურად არ მეხებოდა მაგრამ ნერვებს ხომ და გულს მიკლავდა მისი უპასუხისმგებლობით..არამგონია ვინმეს ოჯახის დანგრევა უხაროდეს მაგრამ ეს აუტანელია ჩემთვის..მე თუ მისთვის ყველაფერს ვაკეთბდი რაც შემეძლო ალბათ მისი შესაძლებლობაძალიან ცოტა იყო რომელიც უკვე ოჯახის შენარჩუნებისთვის საკმარისი არ იყო….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი