მთავარი » საზოგადოება

ოჯახებში ხატის მიბრძანების ძალა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.11.2009 21 კომენტარი | 19,983 ნახვა

რა მოეთხოვებათ მასპინძლებს და ხატის მომლოცველებს

ხატის მიბრძანებაბოლო დროს ხშირად მოისმენთ, რომ ამა თუ იმ ოჯახში რომელიმე წმიდა ხატი არის დაბრძანებული და ახლობლები, მეზობლები და სულაც უცნობები ამ ხატის მოსალოცად მიდიან. ამ ტენდენციის შესახებ სხვადასხვა შეხედულებებია გავრცელებული. არის მოსაზრებაც, რომ ეს რუსული გადმონაშთია და მიზანშეწონილი არ არის ხატის ამგვარად გადაადგილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოძღვრის კურთხევის გარეშეა.

როგორ ხდება ოჯახში ხატის მიბრძანება? გვესაუბრება მამა გიორგი ჭიტაძე (წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მღველმსახური): “დაახლოებით ერთი წელია, რაც ოჯახებში ხატების მიბრძანების საქმეს ვემსახურები და საზოგადოების დიდი ნაწილი დაინტერესებულია ამ თემით. ოჯახებში ხატების მიბრძანების ძირითადი მიზანია, რომ ხალხი სარწმუნოებაზე მოექცეს, გაძლიერდეს მათი რწმენა.

I საუკუნიდან მოყოლებული, მოგვიანებით კი უკვე II-III-IV საუკუნეებში წერილობით წყაროებში დაფიქსირებულია, რომ როდესაც ხალხის საზიარებლად მიდიოდნენ, თან დაჰქონდათ ხატები და ოჯახებში დააბრძანებდნენ. ასე რომ, ეს რუსულ გადმონაშთს არანაირად არ მიეკუთვნება და ეს პროცესი ადრექრისტიანულ ხანაშიც გვხვდება. კომუნისტების დროს, რა თქმა უნდა, ამის საშუალება აღარ იყო, მაგრამ ბოლო წლებია პატრიარქის კურთხევით ტრადიცია აღდგა და სხვადასხვა მოძღვრები ხატებს ოჯახებში მიაბრძანებენ. გადაიხდება ჯანმრთელობის პარაკლისი, ვაკურთხევთ სახლს და მიმდინარეობს ლოცვა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის.

უწმიდესის კურთხევით იწერება ხატი “შენ ხარ ვენახი” რათა ოჯახებში დაბრძანდეს.

უფალი გვაძლევს ამის საშუალებას და ყველას გვაქვს საშუალება წმიდა ხატი სახლში დავაბრძანოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი მდიდარი იქნება თუ ღარიბი, ღვთისთვის ყველა ერთია. ხშირად ოჯახი, სადაც ხატს მივაბრძანებთ, არ არის ეკლესიური, მაგრამ ქადაგებით და დარიგებით მათაც ეკლესიური ცხოვრება დაუწყიათ.

ყოველი ხატი თავისი მადლის მატარებელია და ოჯახში მისი შებრძანებისას, ურწმუნოებიც რომ იყვნენ ოჯახის წევრები, თავისებური შიში, მოკრძალება, სიხარული ჩნდება და ადამიანებს შინაგანი მდგომარეობაც ეცვლებათ. უფრო პატიოსნად, სიყვარულით ექცევიან ერთმანეთს.

– ხატების ოჯახში დაბრძანება ერთგვარად “მოდაში” შემოვიდა, ოჯახში არ წყდება სტუმრიანობა და ხატის მოლოცვის ნაცვლად, უბრალო საუბრებით შემოიფარგლებიან, რამდენად მართებულია ამგვარი საქციელი და როგორი მოქმედება გვმართებს, როცა ოჯახში წმიდა ხატია დაბრძანებული?

– არ უნდა დაიშვას, რომ ხატს ვინმე უპატივცემულოდ მოექცეს. ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, განსაკუთრებით იმ ოჯახებში, სადაც ვატყობთ კიდეც, რომ მოდის მიხედვით მიაბრძანებენ ოჯახში ხატს. სამწუხაროა, რომ იმდენი რწმენა არ აქვთ ადამიანებს და მხოლოდ მოდის გამო აკეთებენ ამას.

როდესაც ოჯახში ხატი მიბრძანდება, ითვლება, როგორც ღვთისმშობელი, უფალი ან ის წმინდანი მიბრძანდება ოჯახში, რომლის ხატიცაა და ამიტომ დიდი მოკრძალებაა საჭირო.

წლების განმავლობაში ხატის მიბრძანების შემდეგ არის შემთხვევები, როცა ადამიანებს ოჯახში არსებული პრობლემები უგვარდებათ ეს იქნება უშვილობის, დაოჯახების, ავადმყოფობის თუ სხვა შემთხვევები. ეს, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების რწმენაზეა დამოკიდებული, როგორი რწმენით მიუდგებიან ოჯახში ხატის მიბრძანებას, რადგან უფალი ამბობს: ითხოვეთ და მოგეცემათო, და ამ რწმენის მიხედვით მიეცემათ ადამიანებს ყოველი სასწაული.

თეონა ნოზაძე
ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

21 კომენტარი »

  • mariami says:

    namdvilad kargi tradiciaa xatebis ojaxebshi mibrzaneba ,me tvitonac vkopilvar sxvadasxva ojaxshi mibrzanebuli xatis mosalocad.madlot am temis gaxmovanebistvis, saintereso statia iyo.

    • ხათუნა says:

      ხატის ოჯახში მიბრძანება ძალიან ლამაზი და საჭირო ტრადიციაა. სულით და გულით მივესალმები. დიდი სურვილი მაქვს, რომელიმე ხატი დაბრძანდეს ჩემს ოჯახში და თავისი უდიდესი მადლი შემოაბრძანოს. უფალი შეგვეწიოს ამ საქმეში.

  • მარიამი says:

    ძალიან მინდა კიკოსის ღმრთისმშობლის დაუჯდომელი და თუ შეგიძლიათ იქნებ გამომიგზავნოთ…..ძალიან გთხოვთ

  • ნათია says:

    მკავს ინვალიდი ჰვილი მას აქვს მოურჰენელი დაავადება ვცხოვრობ მაგალ სარტულზე და ვერ გამომკავს საზიარებლად არის განერვიულებული და იწყევლება არ ესმის დარიგება, არის 14 წლის რა ხერხით გადავაგებინო?

  • რუსუდანი says:

    თქვენს კითხვებზე პასუხს იხილავთ რუბრიკაში შეკითხვები მოძღვართან. გმადლობთ

  • elisabedi says:

    ამ საკითხს ძალიან ფეთხილად ვუდგებოდი.ყოველთვის მინდოდა წამებრძანებინა ხატი,მაგრამ თავს ვიკავებდი,რადგან დიდი ოჯახი გვაქვს და ხატისთვის შესაფერისი სიწყნარე და სიმშვიდე არ სუფევდა.ერთხელ ხატის დიასახლისმა მკითხა ხომ არ წააბრძანებთო,უარი ვერ ვთქვი და იმ დღის მერე ხშირად მოვაბრძანებ სხვადასხვა წმინდანის ხატებს.მადლობა უფალს! სახლში ყველაფერი შეიცვალა,იჯახის წევრებმა ლოცვა დაიწყეს, სითბოთი და სიყვარულით აივსნენ და მოუთბენლად ელოდებიან ყოველი ხატის მობრძანებს.

  • თამარი says:

    როგორ მინდა ჩემს სახლშიც მოვაბრძალო ხატი. ვის უნდა მივმართო ხომ არ იცით? ქუთაისში ვცხოვრობ, დიდი მადლობა

  • დავითი says:

    ჩვენმა ოჯახმა ვარკეთილის წმიდა გიორგის ტაძარს შევწირეთ მიდგომილი ღვთისმშობლის ხატი. ყოველ ოთხშაბათს ტაძარში ტარდება პარაკლისები შვილიერებისათვის. აგრეთვე, ხატი დაბრძანდება ოჯახებში. ჩემს ოჯახს 4 წლის მოლოდინის შემდეგ ეწვია ეს ბედნიერება და ველოდებით შვილს. მობრძანდით პარაკლისებზე, მიაბრძანეთ ხატი ოჯახში და დედა ღვთისა შეისმენს თქვენს ვედრებას…
    ტაძარი მდებარეობს ვარკეთილი 3-ის III მ/რ-ნის მიმდებარედ.

    • ნინო says:

      ვარკეთილის წმინდა გიორგის ტაძრიდან ჩემს ოჯახში “მიდგომილი ხვთისმშბლის” ხატი მობრძანდა. მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვყავს. ეხლა კი ძალიან ბედნიერი ვარ. ღვთისმშობლის მობრძანებამ ძალიან დიდი ძალა და მხნეობა მომცა. დარწმუნებული ვარ ღვთისმშობელი დედა შეგვეწევა და გაგვახარებს პატარათი.

    • Daviti says:

      გაიხარე
      დავით, გამრავლდი და გაგაძლიეროს უფალმა! შეგეწიოთ მიდგომილი ღვთისმშობლის ხატის მადლო და ძალა…

    • თამარი says:

      ხომ ვერ მეტყვით ზუსტად სად არის ეს ეკლესია? არც მე და ჩემ მეუღლეს არ გვყავს პატარა და დიდი იმედი და რწმენა მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და დიდი სურვილი მაქვს ხატის მობრძანების

  • ირინა says:

    მოკრძალებულად გეკითხებით,ქუთაისში ვცხოვრობ.ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემს სახლში ხატის მობრძანებისა უფლის წყალობით,დიდება მის სახელს!!!ვის უნდა მივმართო?მადლობა წინასწარ.

  • თამარი says:

    მართლაც დიდი ძალა აქვს ოჯახებში ხატების მიბრძანებას,ეს პირადად ჩემს თავზე გამოვცადე..ძალიან ცუდად ვიყავი და ოჯახში პრობლემები გვქონდა,ხატების მობრძანების შემდეგ ყველაფერი მოგვარდა..დიდება უფალს..

  • ნატალია says:

    უდიდესი ძალა აქვს, ჩვენ უფალმა პატარა გოგონა გვაჩუქა:)დიდება მის სახელს:)

  • maiko says:

    გამარჯობათ,ძალიან მინდა ჩემს სახლში ხატი მოვაბრძანო,ვის მივმართო,ვცხოვრობ ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე

  • ნათელა says:

    იცით რა ბედნერი ვიყავი, ღვთისმშობელი და შემდეგ ნათლისმცემელი რომ მობრძანდნენ ჩემს სახლში, ყველას ვუსურვებ ამ ბედნიერების განცდას

  • lela says:

    ჩემს ოჯახში საგვარეულო ხატი ბრძანდებოდა ,წმიდა გიორგის სახელობის.ხატს დიდი ძალა აქვს,ყველას ვუსურვებ ამ ბედნიერების განცდას

  • ნათია says:

    ეს ძალიან კარგი ტრადიციიაა და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა ამისათვის ოჯახი წინასწარ უნდა იყოს სულიერად მომზადებული, რომ ეს მოვლენა ჩვეულებრივ ამბად არ აღიქვას და დიდი მოწიწებით დახვდეს მას. მორწმუნეებმა იციან რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა გააკეთონ. დანარჩენებმა კი ის მაინც უნდა დაიცვან, რომ ხატთან სიმშვიდე და მიკრძალება იყოს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ცხოვრებაში ისე ხდება , რომ თუკი ვინმეზე მატერიალურად ვართ დამოკიდებული (სამსახურში დირექტორი ან სხვა)ვცდილობთ ყველანაირად გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს, ზოგჯერ თავის დამცირებაზეც ვხუჭავთ თვალს(ყველას არ ვგულისხმობ) და რატო არ უნდა ვეთაყვანოთ უფლის მადლის მატარებელ ხატებს. ხილული სიწმინდეები გვეხმარება არ დაგვავიწყდეს უფალი,ჩვენ ადამიანები ხომ ძალიან გულმავიწყები ვართ და ცოდვისკენ მიდრეკილები. ეს ტრადიცია აუცილებლად გააძლიერებს მოსახლეობას რწმენაში, ოღოდ გვახსოვდეს ,რომ უბრალოდ ტრადიციად არ დარჩეს და მივიღოთ ის მადლი, რაც ასე ძალიან გვჭირდება.

  • Daviti says:

    მისასალმებელია ოჯახებში წმინდა ხატების მიბრძანების ტრადიცია! უფალი და სიწმინდეები ყველა ოჯახებში უნდა დაბრძანდებოდეს, რამეთუ სატანას არ უნდა მიეცეს არსებობის უფლება! არავინ არ უნდა გამოიყენოს ასეთი სიწმინდეები სპეკულირებისა და ანგარებისათვის, სხვათა დაჩაგვრისათვის ზემოდან ყურებისათვის, რომ ვიღაცა უფრო ახლოა, დიდი და პრივილეგირებული ეკლესიასთან თუ მაღალ მსახურებთან! სამწუხაროდ არიან ზოგი ცოდვილნიც, სატანის მსახურნი და ამ ტრადიციას საკუთარი გავლენისთვის, ანგარებისთვის იყენებენ! საშინელებაა როცა სიწმინდეს ამოფარებულები ცოდვას სჩადიან. ყველანი უნდა ვიყოთ თავმდაბალნი, უანგარო, ყურადღებიანები და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთანაა, უნდა გვქონდეს შიში და რიდი, სიყვარული და რწმენა უფლისა!

  • tamari says:

    chemtan mobrdanebuli iko wm.gmdelmtavar gabriel qiqodzis xati,gza damiloca wmindanma 3 dgeshi ucxoetshi gamovemgzavre.madloba ufals kvelafristavis kvetvis vgrdnob mis shemweobas.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი