მთავარი » ქრისტიანობა

ოდიკი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.10.2017 | 1,698 ნახვა

ოდიკი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული სიტყვა ოდიკი (ანტიმინსი) – წმინდა ბარძიმის ქვესაფენელი ტრაპეზზე. ოთხკუთხა ქსოვილია, რომლის შუაგულში გამოსახულია მაცხოვრის დასაფლავება, ხოლო კუთხეებში – ოთხი მახარებელი. ქვეშ წარწერა აქვს, რომელმა ეპისკოპოსმა როდის და რომელი ეკლესიისათვის აკურთხა იგი.

ოდიკის შუაგულში, უკუღმა პირიდან გამოკერებულია რომელიმე მოწამის ნაწილი ნიშნად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები საფლავებზე ასრულებდნენ ზიარებას. ოდიკი შეხვეულია ილტონში. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს ტრაპეზის მაგივრობას და მასზე სრულდება ლიტურგია.

დეკანოზი გრიგოლ მანსვეტოვი სიტყვა ოდიკს შემდეგნაირად განმარტავს:

ნაკურთხი არდაგი, ძღვენის დასაგებელი ტრაპეზზე, წმიდა ძღვენის ქვეშ, ოთხკუთხა ფორმის სელის ან აბრეშუმის ნაჭერი, რომელზეც უფალ იესო ქრისტეს საფლავად დადებაა გამოსახული. ოთხივე კუთხეში მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებით: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე; ნიშნად იმისა, რაც ნათქვამია მახარებლებზე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. ოდიკს ქვედა მხრიდან აუცილებლად ჩასვენებული აქვს რომელიმე წმიდანის ნაწილი, ნიშნად იმისა, რომ I საუკუნეში მორწმუნენი საღმრთო ლიტურგიას, დევნის გამო, საფლავებზე ღამით ატარებდნენ. როცა მღვდელს ჰქონდა ოდიკი, ტრაპეზზე ლიტურგიის ჩატარებაც კი აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ოდიკს ნებისმიერ ადგილას დააბრძანებდნენ და ჩაატარებდნენ წირვა-ლოცვას. ოდიკს აქვს წარწერა, თუ რომელმა მღვდელმთავარმა რომელი ეკლესიისთვის აკურთხა ის და რომელ მღვდელს გადასცა. ამით მღვდელმთავარი გადასცემს თავის ძალასა და კურთხევას თითოეულ ტაძარს.

თანამედროვე ეკლესიაში ოდიკი ტრაპეზის საკუთრებას წარმოადგენს და ორივე მღვდელმთავრის მიერ იკურთხება.

ოდიკი სიმბოლურად მაცხოვრის კუბოსა და წამებულთა სამარხებს გამოხატავს, რომლებზეც აღესრულებოდა ლიტურგია I საუკუნეში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი