მთავარი » ქრისტიანობა

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.04.2013 9 კომენტარი | 11,580 ნახვა

(წმიდა ავგუსტინეს მიხედვით)

სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მლოცველიმე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.

ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს. გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა, ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა. რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ? იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ… ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის…

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ. თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი. თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო!.. თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!.. თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..

როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?

გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ, კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ, ოღონდ უფრო განწმენდილს.

შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • qetevani says:

    რატომ არ ვიცი,რამდენგერაც არ უნდა წავიკითხო ყოველთვის მეტირება

  • მარიამ–ხათუნა says:

    მე კი აქ, ამ უსიყვარულო, უწესო, მიწიერებთან, საქართველოს კუთხე რომ არ არსებობს დაბინძურებული,განადგურებული და გაქურდული რომ არ იყოს, ამ მიწიერებთან, შური,ამპარტავნება და ანგარება რომ მეფობს! სულ უკან და უკან მიდის საქართველო გაგების დონით! სიჩქარის დონით ხომ სულ გადაგივლიან! კულტურა სად არის აქ?! ზნეობა?! ნუთუ მარტო ჭამა არის ყველასთვის ყველაფერი?! სად არის რწმენა?! თუ გწამთ მაშინ სინდისი?! ასეთი რამის კითხვის დროს, ძნელია იყო აქ!!!

  • mariami says:

    წარმოვიდგენ ,რომ ამ სიტყვებს ჩემი 18 წლის ასაკში გარდაცვლილი შეყვარებული მეუბნება…აი მაშინ ვიკავებ ცრემლებს…მაგრამ აბა მაგას ხორცი აღარ აქვს და მე მკითხოს? მე ხომ ხორცში ვარ ისევ…ტკივილისგან მეტირება,ჩემს თვალწინ დაიხრჩო..ვიცი,თუ დავიმსახურებ ვნახავ თორნიკეს,მაგრამ ამ მონატრებას რა ვუყო?….თან ვიცი,დრო გავა და ცოტათი მიმავიწყდება,მე კი მინდა რომ სულ ასე ძლიერად მიყვარდეს…არაო,აღარ გეყვარებაო,ამბობენ…ადამიანი ასეთი ქვაა? ნუთუ სიყვარული არ შეიძლება იყოს მარადიული თუნდაც აქ,ცოდვის მიწაზე…არაო,მეუბნებიან…არ ვიცი…მე უკვე თვალი ამიხილა უპალმა! დიდება შენდა უფალო! ღირს მყავ სასუფევლისა და თორნიკესტან ერთდ მარადიულად ყოფნისა…ნუ წამიყვან სხვა გზით!

  • ნატო says:

    რომ ვკითხულობდი, მეგონა დედა მელაპარაკებოდა, მოვკვდი ტირილით.

  • მადონა says:

    რა საოცარი სიტყვებია. მეც მგონია რომ ჩემი საყვარელი მეუღლე მელაპარაკება , რომელიც 28 დღეა აღარ არის ჩემს გვერდით. 28 დღეა მისი ხმა არ გამიგონია და გულში არ ჩამიკრავს . მენატრება უსაშველოდ, ტკივილამდე , გაუსაძლისად. უფალო გამაძლიერე , მომეცი ძალა რომ ჩვენი შვილი ისეთი გავზარდო, მას რომ გაუხარდებოდა….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი