მთავარი » საზოგადოება

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით კამპანია – “ნუ მოჭრი – მორთე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2016 | 338 ნახვა

ნაძვის ხე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალ კამპანიას – „ნუ მოჭრი – მორთე“ იწყებს, რაც ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

ახალი ინიციატივა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.

საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ნაძვის ხედ გამოიყენება აღმოსავლეთის ნაძვი (Picea orientalis) და კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), რომელთა ზრდაც 100-120 წელს და მეტ ხანსაც გრძელდება და 50 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს. როგორც ნაძვი ასევე სოჭიც ცოცხლობენ 150-300 წელს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი,"- წმ. იოანე ოქროპირი.