მთავარი » საზოგადოება

ნუ მოკლავთ შვილებს!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2011 6 კომენტარი | 2,747 ნახვა

,,40 დღე სიცოცხლისათვის’’

nayofiავი აზრები ჭიანჭველებივით გამრავლდნენ. გული ყელში ებჯინება. ძარღვებში სისხლი ეყინება. ხელები ექავება. ხან აციებს, ხან აცხელებს. არაფრისმთქმელი მზერა. აზრი სურვილად გადაექცა…

მალე წუთისოფელს გამოათხოვებს. თითქოს თვალებში შეჰყურებს. გული ეწვის, სული უკვნესის. გრძნობს მის გავარვარებულ სუნთქვას. წუთები დათვლილია… გულს უფატრავს. ხელები სისხლში აქვს გასვრილი…

ჩურჩულით ამოისუნთქა. წელში გაიმართა. თითქოს ხელ-ფეხი გაეხსნა.

ბურუსი ჩამოწვა, ჰაერი დამძიმდა. წამწამსაც აღარ ახამხამებს. ადამიანის ფერი აღარ აქვს. ხიდი ჩაინგრა. სისხლის ცრემლები სცვივა. დედა განკითხვის დღეს ელის…

ასე კლავენ მშობლები ღვთისაგან გამოგზავნილ საკუთარ შვილებს. ,,არასასურველი’’ და ,,არადაგეგმილი’’ შვილი მშობლისთვის ხშირად ზედმეტი ტვირთია და დაკავშირებულია პასუხისმგებლობასთან, სიძნელეებთან, თავისუფლების დაკარგვასა და ბევრ სიამოვნებაზე უარის თქმასთან.

შვილი მათთვის მხოლოდ განსაცდელია და არა – ღვთის წყალობა. დედის საშოში მყოფი ბავშვის აბორტის გზით მოშორებით კი ადამიანები კარგავენ ღვთის მადლს, განეშორებიან უფალს.

აბორტი ამსხვრევს ოჯახებს, რადგან ეს არის ღვთის ხატების ხელყოფა და დედა-შვილობის უძლიერესი კავშირის რღვევა. აზიანებს დედის უნარს, დაამყაროს ჯანსაღი ურთიერთობა თავის ცოცხალ შვილებთან. დოქტორ ჯეიმს ფოგელი, რომელიც გახლავთ ფსიქიატრი, გინეკოლოგი და აბორტის სპეციალისტი, ადასტურებს აბორტის გავლენას დედის ფსიქიკაზე: ,,აქ არაა საუბარი იმაზე, გვაქვს თუ არა სიცოცხლის ხელყოფასთან საქმე. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ საქმე გვაქვს ქმნილებასთან… (აბორტი) სულაც არ წარმოადგენს უვნებელ, რიგით მოვლენას, როგორც ამას ბევრი ამტკიცებს. ქალი ამას თავისი ფსიქიკის ხარჯზე აკეთებს. ეს შეიძლება გაუცხოების, ადამიანური სითბოსაგან გაქცევის, დედობრივი ინსტინქტების დაზიანების ფასად დაუჯდეს. მაშინ, როცა ქალი საკუთარი ნებით წყვეტს ფეხმძიმობას, მისი ცნობიერების ღრმა ფენები ზიანდება. მე როგორც ფსიქიატრმა, ეს კარგად ვიცი’’.

სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ნაკლებად თუ გრძნობს პასუხისმგებლობას ამ პრობლემის მოგვარებასთან მიმართებაში. თუმცა დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეხვდებით ორგანიზაცია ,,სიცოცხლისათვის’’ აქციის წევრებს, რომლებიც მრავალ ადამიანთან ერთად ცდილობენ, გაერთიანდნენ მსოფლიოს გარშემო და მოხდეს ფართო ერთდროული აბორტსაწინააღმდეგო მობილიზაცია.

40 დღე სიცოცხლისათვის არის აბორტის საწინააღმდეგო ფოკუსირებული კამპანია, რომელსაც აქვს ხედვა ღვთის ძალის შეწევნით, ლოცვის, მარხვისა და მშვიდობიანი მორიგეობის მეშვეობით დაასრულოს აბორტები.

,,საერთაშორისო კამპანიის ,,40 დღე სიცოცხლისათვის’’ მიზანია აბორტის შეჩერება საქართველოში და უკვე აბორტგაკეთებული ადამიანების დახმარება სარეაბილიტაციო პროგრამების მეშვეობით. საინფორმაციო ხასიათის აქცია ერთდროულად 247 ქალაქში ტარდება მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოში კი – პირველად.

გვსურს ახალგაზრდებს, 15-16 წლის ბავშვებს დავანახოთ და ავუხსნათ, რომ არ შეიძლება სიცოცხლის მოკვლა. ნაყოფი უკვე პატარა ადამიანია, დაუშვებელია მის დაბადებაზე უარი ვთქვათ. მსგავსი აქციები ხელს შეუწყობს საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას. რამდენიმე ადამიანმა ამ მხრივ უკვე გადადგა ნაბიჯი და უარი თქვა თავის განზრახვაზე. პირველ რიგში, აუცილებელია შეიცვალოს ადამიანების ცნობიერება, მათი ბუნება. კანონით რთულია აკრძალო აბორტი, თუმცა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია.’’ – აღნიშნა ორგანიზაცია ,,40 დღის სიცოცხლისათვის’’ დირექტორმა, იულია მუშკუდიანმა ,,ამბიონთან’’ საუბრისას.

nayofiაბორტის შემდგომ ქალმა შესაძლოა გამოსცადოს არაერთი სტრესული სიმპტომი: დეპრესია, დანაშაულის შეგრძნება, სასოწარკვეთილების გრძნობა, დაბალი თვითშეფასება, სირცხვილი, შიში, მიტოვებულობის შეგრძნება, მოულოდნელი და უმიზეზო ტირილი, ფიქრი თვითმკვლელობაზე, ღამის კოშმარები, ოჯახური ურთიერთობის ნგრევა…

გვახსოვდეს, ამ ადამიანების თანადგომა ჩვენი ვალია. უფალი ჩადენილ ცოდვას გულწრფელი მონანიების შემთხვევაში შეგვინდობს. ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, დავაფასოთ ადამიანის სიცოცხლე, სიწმინდე ჩასახვიდან მის ბუნებრივ სიკვიდილამდე.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • ეკუ says:

    ძალიან მომწონს და მივესალმები აბორტის თემას თუ ხშირად შეეხებით

  • მანანა says:

    გული მიჩერდება ასეთი სტატიების წაკიტხვით მე ცოდვილმა ამუმზიმესი ცდვის ჩამდენმა,ბრმამ,უგნურმა გვიან გაავახილე ცოდვიტ დაბნელებული თვალი,ახლა ოჯახს მოცილებული მარტოობაში დავტირი ჩემ ცოდვებს მოვიზიე დაუჯდომელიც,მაგრამ აკ მოძღვარი არ არის და არ ვიცი კურთხევის გარეშე შემიძლია თუარა წაკითხვა თუმცა დაუჯდომელს მითითებული აკვს:კოველ დღე იკითხეთო….თუ არ დამზარდებით მირჩიეთ ვიკითხო თუ არა,კურთხევის გარეშე…ღმერთმა დაგლოცოთ..

  • მანანა says:

    გული მიჩერდება ასეთი სტატიების წაკითხვით,მე ცოდვილმა ამუმძიმესი ცოდვის ჩამდენმა,ბრმამ,უგნურმა გვიან გავახილე ცოდვით დაბნელებული თვალი,ახლა ოჯახს მოცილებული, მარტოობაში დავტირი ჩემ ცოდვებს… მოვიძიე დაუჯდომელიც,მაგრამ აქ მოძღვარი არ არის და არ ვიცი კურთხევის გარეშე შემიძლია თუარა წაკითხვა , თუმცა დაუჯდომელს მითითებული აკვს;ყოველ დღე იკითხეთო….თუ არ დამზარდებით მირჩიეთ ვიკითხო თუ არა,კურთხევის გარეშე…ღმერთმა დაგლოცოთ..

  • gvanca says:

    me rogorc vici kurtxevis gareshe daujdomelis wakitxva ar sheidzleba..gmertma gagadzlierot..aucilebla dmimartet romelime modzgvasr..

  • ირაკლი says:

    ქალბატონო მანანა კურთხევის გარეშე შეიძლება ოგონდ მარხვაში პირველი 3 კვირა არ იკითხება.ღმერთმა შეისმინოს თქვენი ვედრება.. უკან არ დაიხიოთ იბრძოლეთ ღმერთი შეგეწევათ.

  • Salome says:

    Es martla sashinelebaa me tavad gamovcade sakutar tavze magram dzalian vnanob miuxedavad imisa rom chemi nayofi sicoxlisuunaro ikko aseti diagnozi dausvevs da daweres cnoba orsulobis shewyvetaze.. dzalian ubeduri var dzalian Miyvarda miyvars da Miyvarda igi da aucileblad movinanieb da viloceb misi sulistvis:'(

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი