მთავარი » ქრისტიანობა

როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენში ნიჭი და როგორ შევძლოთ მისი განვითარება?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.03.2018 | 1,877 ნახვა

უფალი ნიჭის გარეშე არც ერთ ადამიანს არ ტოვებს. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ნიჭი გვაქვს ბოძებული, თუმცა, მას ხშირად ვერ ვამჩნევთ, მამა დავით თავაძე ან სათანადოდ არ ვაფასებთ. რა არის ნიჭი და რატომ ეძლევათ ადამიანებს სხვადასხვა ნიჭი? გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა დავით თავაძე:

“ნიჭი, ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, არა წარმატებული ბიოლოგიური არსებობისათვის, არამედ მარადიული სიცოცხლისათვის ეძლევა და რადგან უფალმა უკეთ უწყის ვის რა სულიერი შესაძლებლობა აქვს და რა სიმძიმის ჯვრის ტარება შეუძლია, ნიჭს, იმისდა მიხედვით აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ ღმერთთან ადგილი აქვს მიკერძოებას, რაც ყოვლად დაუშვებელია.

როგორც პავლე მოციქული გვასწავლის “ღმერთთან არა არს თუალღება”, მაშინ რატომ ამბობს პავლე მოციქული, რომ “წუთისოფლის მორწმუნეები ღმერთმა თავიდან ამოგვარჩიაო”? ამ საკითხში გასარკვევად შეგვიძლია დავიხმაროთ სიტყვები წმინდა წერილიდან “მრავალნი არიან ჩინებულნი და მცირედნი რჩეულნ”…

ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანი მოწოდებულნი ვართ რომ ვცხონდეთ, მაგრამ ამისათვის საჭიროა იყო რჩეული, ადამიანი კი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავს თავისი რჩეულობის ხარისხს, წარემატება სიკეთესა და სათნოებაში ან მიიდრიკება ბოროტებისაკენ. რადგან უფალმა ყოველივე ეს წინასწარ უწყის, (თუ რა სულიერ საზომს მიაღწევს ესა თუ ის ადამიანი) ნიჭსაც (როგორც ერთგვარ მაცხოვნებელ ჯვარსა და ტალანტს) ამისდა მიხედვით აძლევს მას.”

როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენში ნიჭი და როგორ შევძლოთ მისი განვითარება?

პავლე მოციქულის სიტყვებით, სულიწმინდა ზოგ ადამიანს შემეცნების ცოდნას აძლევს, ზოგს კი კი სიბრძნისას (1 კორ. 12).
თავდაუზოგავი შრომით, რუდუნებით და გონიერი ლოცვით ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს თავის თავში დაფარული ნიჭი და განავითაროს იგი.

დაუღალავი შრომა, ინტელექტუალური იქნება ეს თუ ფიზიკური წვრთნის ადამიანი გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

როგორც იოანე სინელი ბრძანებს, ვინც უწყვეტად “თავის შინაგან სამყაროზე დიდხანს მუშაობს”, არა მარტო განიბრძნობა, არამედ მადლის მეშვეობით დიდსულოვანი და თავმდაბალი ხდება.

სიბრძნე ერთი უიშვიათესი საჩუქარია, რაც ღმერთისგან მიეცემა ისეთ ადამიანს, რომელსაც მეტყველების ნიჭი აქვს და გამოხატვაც შეუძლია.

რაც მეტი ნიჭი მოგვეცემა, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს?

რა თქმა უნდა, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება, მაგრამ უფალი იმაზე მეტ ტვირთს არ აჰკიდებს ადამიანს, რისი ტარებაც მას არ შეუძლია.

როგორც სახარებისეული იგავიდან ვიცით, ღვთისგან მოცემული ტალანტი მიწაში კი არ უნდა ჩაფლა, არამედ გამოამზეურო, გამოიყენო, მუხლჩაუხრელად იშრომო და გამოიღო რაც შეიძლება მეტი სულერი ნაყოფი.

დეკანოზი პავლე ადელგეიმი ამბობს: სულიწმინდის ეკლესიაში ყველას ეძლევა მისი მადლი, როგორც წინდი, რომელიც უნდა დავიმარხოთ და გავამრავლოთ საკუთარი შრომითა და ღვაწლით.

– ხშირად სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები თავიანთი მდგომარეობის გამო სხვადასხვა ვნებებში ვარდებიან. როგორ შევძლოთ, რომ შექებისას ცოდვის მდგომარეობაში არ ჩავვარდეთ?

წმინდა მამები გვასწავლიან, როცა გაქებენ ან გაგინებენ უნდა იყო როგორც მკვდარი, რომელსაც არავითარი რეაქცია არ აქვს არც ქებაზე და არც გინებაზე, რათა არ გაამპარტავნდე ქებისას და არ განრისხდე გინებისას. თუმცა, კიდევ მრავლადა არიან ჩვენს ირგვლივ ადამიანები, რომლებიც არ მადლობენ უფალს ბოძებული ნიჭის, მადლისა და წყალობისათვის, არამედ თავიანთ დამსახურებად თვლიან მათ და ნაცვლად იმისა, რომ ღმერთი ადიდონ, ამპარტავნების მორევსა და სხვადასხვა ვნებებში ჩაძირულან. თუმცა, მათ ცხოვრებაში მრავლადაა განსაცდელი, რომლებსაც მხოლოდ მას შემდეგ დააღწევენ თავს, რაც თავმდაბლობას ისწავლიან. ამას სჭირდება ძირფესვიანი ფერისცვალება სულისა და ჭეშმარიტი “განცდა თვისთა ცოდვათა”, რათა საკუთარი უღირსების დანახვამ გვაიძულოს, გული სინანულის ცრემლებით გავიწმინდოთ და დამღუპველ ქებას განვერიდოთ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.