ნივრის დარგვა და ნათესის მოვლა

ნიორი ირგვება როგორც შემოდგომით, ასევე ადრე გაზაფხულზე. მცირე ფართობებზე დარგვა შეიძლება ხელით, დიდ ფართობებზე კი სპეციალური სარგავი მანქანით.
შემოდგომით – ოქტომბრის მეორე დეკადა, ნოემბრის პირველი დეკადა; გაზაფხულზე – თებერვალი, მარტის დასაწყისი; უკეთესია შემოდგომით დარგვა.
1 ჰა-ზე საჭიროა:
მსხვილ კბილა – 1200-1500 კგ.
წვრილ კბილა – 800-1200კგ.
კვების არე:
მწკრივში მცენარეებს შორის (წვრილ კბილა) 5-6 სმ.
მწკრივში მცენარეებს შორის (მსხვილ კბილა) 8-10 სმ.
მწკრივთაშორის მანძილი 20-25 სმ.
შემოდგომით დარგვის სიღრმე 4-5 სმ.
გაზაფხულზე დარგვის სიღრმე 2-3 სმ.
1 მეტრი სიგანის ბაზოზე 4-5 მწკრივი.
ნივრის ნაკვეთი უნდა იყოს სარეველებისგან სუფთა, ამისთვის ნათესში ტარდება გამარგვლა, ნიადაგის გაფხვიერება, თოხნა 2-3-ჯერ ვეგეტაციის პერიოდში და 1-2–ჯერ მორწყვა.
ხახვის ბუზის, ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ ინსექტიციდის შესხურება სასურველია 2-ჯერ ან 3-ჯერ. დაავადებების წინაამღდეგ ფუნგიციდის შესხურება კი დაწყებული მარტის თვიდან, საჭიროების მიხედვით.
თესლბრუნვაში ნივრის საუკეთესო წინამორბედი კულტურებია – პარკოსნები, საადრეო კომბოსტო და კიტრი;
გასათვალისწინებელია, რომ ნიორის დარგვა დაუშვებელია ხახვნაირი მცენარეებისგან განთავისუფლებულ ნაკვეთზე არანაკლებ 3-4 წელი.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.