მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ნინო ქოჩიაშვილის ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.10.2017 ერთი კომენტარი | 2,313 ნახვა

ნინო ქოჩიაშვილი მხატვრის ოჯახში გაიზარდა და ბავშვობიდან ხატავს. მამა – ოთარ ქოჩიაშვილი, სამხატვრო აკადემიის ღვაწლმოსილი პედაგოგი გახლდათ. ნინო ქოჩიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ ნინომ სამხატვრო აკადემიაში მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტზე ჩააბარა. აქედან დაიწყო დაინტერესება ხატწერითა და ფრესკებით. დაინტერესდა ქრისტიანული ხელოვნებითაც.

“სასულიერო აკადემიაში ახალი გახსნილი იყო ხატწერის სახელოსნო, რომელსაც პროფესიონალი ხატმწერი და მხატვარი სიდონია გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობდა. ავიღე კურთხევა ჩემი მოძღვრის,მამა ალექსანდრე ბოლქვაძისგან ხატწერის დასაწყებად და სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა სასულიერო აკადემიის ხატწერის სახელოსნოში გავაგრძელე. ეკლესიური ცხოვრება და ხატწერის შესწავლა ერთდროულად დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ათეული ხატი მაქვს შექმნილი. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი ნამუშევრები. პირველი ხატი, რომელიც დავწერე არის ღვთისმშობელი ყრმით, რომელიც ჩემი ოჯახის ხატია. საწყის ეტაპზე უფრო გამოუცდელი ხარ, რაც წლები გადის უფრო გროვდება ცოდნა და ტექნიკაც უფრო იხვეწება, ამ დროს მოთმინება და დიდი გამოცდილება გჭირდება. სულ ძიებასა და მეტის შემეცნებაში უნდა იყო. არ უნდა კმაყოფილდებოდე მიღწეულით”, – აღნიშნა ხატმწერმა ნინო ქოჩიაშვილმა “ამბიონთან” საუბრისას.

ნინო ქოჩიაშვილის ხატწერა ნინო ხატწერას დიდ დროს უთმობს. ჰყავს მეუღლე და 2 ვაჟი. საოჯახო მსახურებასთან ერთად, ცდილობს, დრო ისე გაანაწილოს, რომ ხატწერაზე დღის განათებაზე, მზის ჩასვლამდე იმუშაოს.

“ხატწერა ძალიან შრომატევადია, რთულია როგორც სულიერად, ისე – ფიზიკურად. ხატის წერის დროს მთელი ყურადღება უნდა იქნეს მიქცეული იმ წმინდანისადმი, ვისაც გამოსახავ, გაეცნო მის მოღვაწეობას. ამ დროს მასზე ლოცულობ, ესაუბრები, შემწეობას თხოვ. ძალიან საპასუხისმგეობლოა და “საშიშიც”.

ხატი იწერება, დაგრუნტულ ხის დაფაზე, ბუნებრივი საღებავებით. პიგმენტებს ვხსნით ემულსიაში, რომელიც მზადდება კვერცხის გულისა და ძმრისგან, ყოველ ფერს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა. ხატი უნდა სრულდებოდეს მართლმადიდებლური კანონიკის დაცვით. ხატის დასრულების შემდეგ შემდეგი დამაგვირგვინებელი ეტაპია წარწერა, რომელის სწრულდება ქართული ასომთავრულით. წმინდანის სახის წერის დროს გასაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თვალებს, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს ხატს, სწორედ ამაშია სირთულე, რომ გამოისახოს ისეთი მეტყველი თვალები, რომელიც მლოცველს მიიზიდავს და განაწყობს ლოცვისათვის. ნინო ქოჩიაშვილის ხატწერა ამ დროს გვეხმარება ლოცვა, რომელიც მიმართულია ამ წმინდანისადმი, განსაკუთრებით კი იესოს ლოცვა. ხატის წერის დროს აუცილებელია, რა თქმა უნდა, ნიჭიც და სულიერებაც ერთად, ვისაც რამდენი მიეცემა.

ხატსა და ნახატს შორის დიდი განსხვავებაა. ნახატი ასახავს ამქვეყნიურს, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ და ხატწერის კანონიკას არ ემორჩილება, ხოლო ხატი სარკმელია ჩვენთვის, უხილავ სამყაროში, ანუ სასუფეველში, რისკენაც მივილტვით,” – ამბობს ნინო ქოჩიაშვილი.

ნინოს მიერ შესრულებული ხატები დაბრძანებულია იმ მორწმუნეთა ოჯახებში, ვინც დაუკვეთა ესა თუ ის ხატი, ზოგიც საჩუქრებად გადასცა. ნინო ქოჩიაშვილის ხატწერა საბურთალოს წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრძანებულია მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლის ხატი, წმინდა ნინოს ხატი, წმინდა ბასილი დიდის, გრიგოლი ღმრთისმეტყველის, წმ.იოანე ოქროპირის, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის და წმინდა ნიკოლოზის ხატი. ავსტრალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა შეიძინა წმინდა ნინოს ხატი, რომელიც დაბრძანებულია სიდნეის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ხოლო წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი დაბრძანებულია აშშ-ს ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც ასევე ქართველმა ემიგრანტმა შეიძინა.

ნინო ქოჩიაშვილი დამწყებ ხატმწერებს ვურჩევ იქონიონ დიდი მოთბინება, მორჩილება, თავმდაბლობა და უფალი აუცილებლად შეეწევათ ამ რთულ გზაზე.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მაკა says:

    გამარჯობათ,8წლის ბიჭი მყავს დამყავდა ხატვაზე,აქვს ხატვის ნიჭი და მინდა ხატჭერაზე ვატარო,გთხოვთ ან თქვენ თუასცავლით ან თუიცით სად შეიძელაბა ვატარო გთხოვთ გამომეხმაუროთ მადლობა,574016584

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი