მთავარი » ჩემი სკოლა

ნინი მირუაშვილი – “ჩემი სკოლა” – ქ. გორის №3 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2015 | 1,384 ნახვა

ჩემი სკოლა მე ძალიან მიყვარს. ჩემ სკოლაში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, რომლებიც სითბოსა და სინათლეს ასხივებენ და ჩვენს მიმართ სიყვარულს გამოხატავენ, ზრუნავენ ჩვენს მომავალზე.ახლა კი ვისაუბროთ, ეფრემ მცირე თუ როგორ გვზრდიდნენ, გვასწავლიდნენ ზრდილობას და ჩვენი სარწმუნოების სიყვარულს!

ჩვენ პირველივე კლასიდან გვასწავლიდნენ ზრდილობას, გვეუბნებოდნენ, რომ უნდა ვყოფილიყავით თავაზიანები, დამთმობები და თავშეკავებულები, რომ ყველა თანაბრად უნდა გვყვარებოდა, იქნებოდა ეს ღარიბი თუ მდიდარი ადამიანი, ამას მნიშვნელობა არ აქვსო. მთავარია როგორი გული აქვს მას და როგორი გული გაქვს შენ. თუ ადამიანს სიკეთეს გაუკეთებ, ის ამას არასდროს დაივიწყებს . დადგება დრო, როცა მობრუნდება და გეტყვის მადლობა იმისთვის, რაც შენ ჩემთვის გააკეთეო. არასდროს უნდა აქციო ადამიანს ზურგი და გაჭირვებაში ხელი უნდა გაუმართო, შენი ლუკმა გაუყო და არასდროს დაივიწყო, თუ ვინმეს შენთვის სიკეთე გაუკეთებია. რელიგია კი ჩვენთვის ყოველთვის პირველ ადგილზე დგას,სკოლაში გვასწავლიდნენ რელიგიას, გვიყვებოდნენ ჩვენი მფარველი წმინდანების მწარე, მაგრამ მიზანმიღწეულ ისტორიას , გვინერგავდნენ ყოველთვის ჩვენი სარწმუნოების სიყვარულს, სწორედ ამ წმინდანებმა გადმოგვცეს ჩვენი სარწმუნოება, რომლებსაც გადავცემთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს. სურვილი მაქვს, რომ რელიგიის გაკვეთილები მაღალ კლასებშიც ისწავლებოდეს, რადგან უფლის დახმარებით უფრო კარგ ადამიანებად ჩამოვყალიბდებით.

მოგვემატა წლები და გადავედით მაღალ კლასებში, შეგვეცვალა დამრიგებელი და მასწავლებლები, რომლებთანაც ახალ კავშირებს ვამყარებთ. ისინიც ცდილობენ ჩვენთან კარგი ურთიერთობის დამყარებას და უნდათ აგვიმაღლონ ცოდნა. ყოველთვის ფიქრობენ ჩვენზე, თუ როგორ გავართმევთ ადვილ ან ძნელ დავალებებს თავს. ჩვენი დამრიგებელი ნანა ტაველიძე ჩვენთვის მეორე დედასავითაა, ქ. გორის №3 საჯარო სკოლა რადგან გაჭირვებაში ის გვეხმარება. ჩვენს ფიქრებს, დარდს, მწუხარებას, ბედნიერებას და სიხარულს ვუზიარებთ ის კი ყურადღებით გვისმენს, რჩევებს გვაძლევს და გვეუბნება, რომ კარგები და სანიმუშოები ვიყო, რადგან ეს მისი სახელიცაა და ჩვენი სკოლისაც. ჩვენ კი მის რჩევებს ვითვალისწინებთ, რომლის მეშვეობითაც ყველაფერი კარგად გამოგვდის.

გვაქვს ძალიან კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, სადაც შესვლა ყველას გვიხარია. ასევე სააქტო დარბაზი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. წელს პირველად გვქონდა ამ ახალ დრბაზში საახალწლო ღონისძიება და ბავშვები აღტაცებას ვერ მალავდით. ასეთ ლამაზ სცენაზე მე პირადად პირველად ვიდექი. ღონისძიებაც ისეთი ლამაზი და შთამბეჭდავი იყო, რომ არასოდეს დამავიწყდება ეს დღე. მიკროფონი და ხმის გამაძლიერებლები სულ სხვა ელფერს აძლევდა დარბაზს, ასევე ფერადი განათება და ეკრანი, რომელიც სლაიდებისათვის გამოვიყენეთ. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის დირექტორს ბატონ ვახტანგ სუხიტაშვილს და ჩვენ დამრიგებელს ნანა ტაველიძეს, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ ჩვენთვის ასეთი ლამაზი დღე ეჩუქებინა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენნაირი სკოლა ქალაქ გორში არ არსებობს, შეიძლება მთელ საქართველოშიც.

ნინი მირუაშვილი
ქ. გორის #3 საჯარო სკოლა
VI5 კლასის მოსწავლე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.