მთავარი » ფოტორეპორტაჟი

ნიკორწმინდის ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.07.2013 ერთი კომენტარი | 6,098 ნახვა

ნიკორწმინდის ტაძარი

ნიკორწმინდის ტაძარი, ამბროლაურის რაიონში, ამავე სახელწოდემის სოფელში მდებარეობს. ტაძარი 1010–1014 წლებში მეფე ბაგრატ III–ის დროს არის აგებული.
1534 წელს ტაძარი განუახლებია მეფე ბაგრატ III-ს. ამავე პერიოდისაა ფრესკული მოხატულობა. ტაძრის ეზოში აღმართულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებული სამსართულიანი სამრეკლო.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ–ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველ ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.

ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი