მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ნიკორწმინდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.10.2011 9 კომენტარი | 15,782 ნახვა

მე-10 საუკუნის ბოლოს, რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, საძირკველი ჩაეყარა წმიდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს რელიგიურ ცენტრად უნდა გადაქცეულიყო. მისი მშენებლობა ორი ათეული წლის შემდგომ დასრულდა. იმავე სახელწოდებისაა სოფელი, სადაც ეკლესია მდებარეობს.
ნიკორწმინდა
რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე ნიკორწმინდის ტაძარი ექვსფასადიანი, ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. დასავლეთიდან და სამხრეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭეები, სამხრეთიდანვე მთავარ შენობაზე მიდგმულია ეკვდერი. ორივე ეს მინაშენი მეთერთმეტე საუკუნეში, ტაძრის ძირითად ნაგებობაზე გვიანაა აგებული. სამხრეთი კარიბჭის კამარა ჩუქურთმებითა და ცხოველთა გამოსახულებებითაა შემკული.

ნიკორწმინდატაძარი მეთერთმეტე საუკუნეში მოუხატავთ. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მხატვრობა განუახლებიათ. შემორჩენილი ფრესკების უმეტესობა სწორედ ამ ხანას მიეკუთვნება. გვხვდება წმიდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები: “ფერისცვალება”, “მეორედ მოსვლა”,”ჯვრის ამაღლება” და სხვ.

ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების საკვირველებაა. აგებულია 1010-1011 წლებში, რადგან ბაგრატ მეფე სწორედ ამ ხანად ატარებდა წოდებას, რომელიც წარწერაშიც არის მოხსენიებული.

ტაძრის ეზოდან მოჩანს კავკასიონის თეთრი ქედი. ბარელიეფის ოვალურ მხარეზე მოთავსებულია ლამაზად ამოკვეთილი წარწერა: “ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით და დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი და გაზარდე ძე მათი გიორგი ნებასა შენსა და მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა.”

ნიკორწმინდა1544 წლამდე ნიკორწმინდის საყდართან მონასტერი არსებობდა, რომელიც დიდ ქონებას ფლობდა. 1544 წელს იმერთა მეფემ, ბაგრატ მესამემ ტაძარში ეპისკოპოსი დასვა და მას სრულიად რაჭა ასკის წყალს გამოღმა დაუმორჩილა. 1820 წელს ნიკორწმინდის საეპისკოპოსო გაუქმდა.

ტაძარი მართლაც დააჩოქებს და ქართული ხუროთმოძღვრების სადიდებლად განაწყობს მნახველს, არა მარტო ქართველს, არამედ ყოველი კულტურული ქვეყნის ადამიანს. იგი ყოველთვის იზიდავდა დამთვალიერებლებს და განცვიფრებაში მოჰყავდა კვლევარ-მოგზაურები. თუმცა წაკითხული და მოსმენილი ვერ გვეტყვის იმდენს, რამდენსაც თვით ტაძარი გვაგრძნობინებს ადგილზე ხილვისას.

ნინო ჯაფარიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი