მთავარი » კულტურა

ნიკო გომელაურის ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი ცხოვრება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.04.2010 6 კომენტარი | 4,899 ნახვა

ნიკო გომელაურიგადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა: ვიყოთო ერთად…
უსიტყვოდ გენდე (ნეტა ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

ნიკო გომელაურის ცხოვრება ძალიან მალე გავიდა. 39 წლის ასაკში მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. მსახიობი-პოეტი… ბევრი როლი და უფრო მეტი ლექსი. ლექსების პირველი კრებული 2001 წელს გამოსცა. მას ხუთი პოეტური კრებული აქვს გამოცემული.. მისი ლექსები იყო და არის სპექტაკლივით. სწორედ ამიტომ ის იყო მსახიობი და შემდეგ პოეტი. “ძმები”, “ჯინსების თაობა”, “ჰამლეტი”, “კომედიანტები”, “კავკასიური ცარცის წრე” და სხვა კიდევ ბევრი სპექტაკლი, რომელშიც ნიკო გომელაური თამაშობდა. მას ავადმყოფობის დროსაც კი არ შეუწყვეტია მსახიობობა. ის იყო გრიობოედოვისა და თავისუფალი თეატრების მსახიობი. მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ნიკო გომელაური12 აპრილს ნიკო გომელაურს ფონდ “იავნანას” ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა ნინო ქათამაძესთან ერთად, მაგრამ ავადმყოფობის გამო მისი ლექსები მისმა მეგობრებმა წაიკითხეს. ხოლო “იავნანას ფონდმა” მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს “თბილი სახლი” გადასცა. “მე მინდა მქონდეს თბილი სახლი” – ეს სლოგანი მას ეკუთვნის.

მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 13 აპრილს გამთენიისას გარდაიცვალა.

მაგრამ მისი შემოქმედება მის ერთგულ მკითხველს თუ თეატრის მოყვარულს ყოველთვის ემახსოვრება.

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას,
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას…
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას…
არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას…

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • მარი... says:

    ხანდახან ვფიქრობ… -რა არის სიკვდილი?
    -ისეთი არაფერი…
    თვალებს დახუჭავ და მოვა….

    მაგრამ ალბათ ღირს დავაფასოთ ის ადამიანიები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც კი ჩვენში აგრძლებენ სიცოცხლეს….

  • თამთა says:

    ძალიან დააკლდა საზოგდოებას,კიდევ ერთი ადამიანი და არა მარტო ადამიანი,პიროვნება და დიდი შემოქმედი.

  • ანა says:

    ნიკო გომელაური იკო დიდი ადამიანი მას ქონდა ყველაპერზე ტავისი აზრი და უნარი რომ ეს აზრი კოპილიკო მისაGები ყვილასტვის

  • ნათია says:

    დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში.

  • მარი says:

    ნიკო გომელაური დიდი პოეტი ღრმად მოაზროვნე და უდიდესი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანი , მას თითოეულ ლექსში მთელი ცხოვრება ქვს ჩადებული,იშვითია ადმიანი ვისაც ძალულს ასეთი სრულყოფილებით გადმოსცეს თავისი აზრი , არ შეიძლება სულიერად არ შეგძრას მისმა ლექსებმა . ჩემთვის ნიკო გომელაური განუმეორებელი ადამიანია.შენდობა იყოს მისი სულის

  • tamuna says:

    ძალიან მიყვარს!ღმერთმა აცხოვნოს მისი სული!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი