მთავარი » ახალი ამბები
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
ნიკო ფოროსმანის შედევრს სოთბის აუქციონზე გაიტანენ
კულტურის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ნიკო ფოროსმანის შედევრს სოთბის აუქციონზე 7 ივნისს გაიტანენ, მისი საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტი სტერლინგდან იწყება. ჩვენთვის, როგორც ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველ მხატვრად იყოს მოხსენიებული.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „შველი წყლის პირას“ რუსულ სექციაშია შეტანილი, სამწუხაროდ ეს სოთბის სააუქციონო სახლის კლასიფიკაცია და სტრუქტურა გახლავთ. ამ და სხვა შემთხვევაშიც ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სწორედ მხატვრის ქართველად მოხსენიება.
უწყება გეგმავს შესაბამისი წერილით მიმართოს ორგანიზატორებს და სთხოვოს ავტორისა და ტილოს წარმომავლობის ხაზგასმა.”
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.