მთავარი » ჯანმრთელობა

ნევროზი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.03.2011 185 კომენტარი | 77,355 ნახვა

ნევროზი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ნევროზი კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნად. ე.წ ნევროზს გარდამავალი ადგილი უჭირავს ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ დაავადებებს შორის. ეს არის დაავადება, რომელსაც ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია. იგი ეპიდემიასავითაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდებში, მოხუცებში და ასევე, ბავშვებშიც.

ნევროზის წარმოშობაზე, სიმპტომებსა და მკურნალობაზე უფრო დაწვრილებით ჩვენ ვესაუბრეთ ექიმ-ნევროლოგს – ირინა ხატიაშვილს.

რა იწვევს ნევროზს?

ნევროზი არის ფსიქიური აშლილობის სახე, რომელსაც იწვევს კონკრეტული პიროვნებისათვის მნიშვნელოვანი ერთჯერადი ფსიქოლოგიური ტრავმა, სტრესი, ან ქრონიკულად არსებული კონფლიქტური სიტუაცია. ნევროზი არის პიროვნების რეაქცია რთულ, ხშირად ამ პიროვნებისათვის გამოუვალ სიტუაციაზე. საზოგადოდ, ნევროზის ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს პიროვნების გარკვეული ე.წ. “ნევროტიული” დამოკიდებულება კონკრეტული გარემო პირობებისადმი, ანუ იმგვარი დამოკიდებულება, რომელიც ამ სიტუაციის “რაციონალურ” გადაწყვეტას შეუძლებელს ხდის. ანუ ნევროზის მიზეზია არა თავად ნეგატიური გარემო პირობები (სტრესი, კონფლიქტი, არასასურველი მოვლენები და სხვ), არამედ პიროვნების დამოკიდებულების თავისებურება მოცემული გარემო პირობების მიმართ. ნევროზის წარმოშობას ხელს უწყობს გარკვეული სოციალური ფაქტორები, მაგალითად, პროფესიული მოღვაწეობის თავისებურებები (მაგ.: ინფორმაციული გადატვირთვა, ერთფეროვანი სამუშაო, არასაკმარისი შემოსავალი), ოჯახური პრობლემები, არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, სქესობრივი აღზრდის თავისებურებები და სხვ.

ყველაზე ხშირად რა ასაკის ადამიანებში გვხვდება ნევროზი?

ნევროზი უმეტესწილად ზრდასრულ ადამიანთა შორის გვხვდება, თუმცა მისი ჩამოყალიბება, როგორც წესი, იწყება პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) ასაკში და ხშირად საფუძვლად უდევს ადრეულ ბავშვობაში გადატანილი სტრესული მდგომარეობები, არაჯანსაღი სიტუაცია ოჯახში, კონფლიქტი მშობლებს შორის, გადაჭარბებული სიმკაცრე და ძალადობა ბავშვის მიმართ, მისი პირონებისა და ინტერესების უხეში დათრგუნვა, გადაჭარბებული მოთხოვნები ბავშვისადმი (მაგალითად, სწავლაში, სპორტში), ან მისი არაჯანსაღი იდეალიზაცია, ჩაგონება, “რომ იგი განსაკუთრებულია და განსაკუთრებული მიღწევები უნდა ჰქონდეს”. ნევროზი ხშირად უვითარდებათ გარკვეული ფსიქოლოგიური ტიპის ადამიანებს, მაგალითად, მათ, ვისაც ძალიან განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, მაღალ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ ათავს, ასევე, მათ, ვისაც აქვს მერყევი ხასიათი, უჭირს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ნევროზები ხშირად გამოვლინდება, ასევე, კლიმაქტერულ პერიოდში. ამ შემთხვევაში, მას ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები. ნევროზი ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.

რამდენად გავრცელებულია ნევროზი ბავშვებში?

ბავშვებს შორის ნევროზი არც თუ ისე იშვიათია, უმეტესად, იგი გამოვლინდება უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში (5-10 წელი) და პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) პერიოდში (11-15 წელი). ბავშვებში ნევროზის გამოვლინებები სხვადასხავგვარი შეიძლება იყოს. საკმაოდ ხშირია ე.წ. ენურეზი, ან ენკოპრეზი – შარდვის, ან განავლის შეუკავებლობა, მეტყველების პრობლემები – ე.წ. “ენის ბორძიკი”, უნებლიე მოძრაობები – ტიკები, ძილის დარღვევა, კვებითი ქცევის დარღვევა (უმადობა, ან გადაჭარბებული ჭამა), სქესობრივი ქცევის დარღვევა და ა.შ. ბავშვებში ნევროზი შესაძლებელია გამოვლინდეს თავის ტკივილებით, ტკივილებით მუცლის, ან გულმკერდის არეში, ღებინებით, აგრესიულობით, გულჩვილობით, სხვადასხვაგვარი შიშებით და ა.შ. რაღა თქმა უნდა, თუ მშობელმა ჩამოთვლილთაგან რომელიმე, ან სხვა უჩვეულო სიმპტომი შენიშნა, ბავშვი აუცილებლად ექიმთან უნდა წაიყვანოს.

მცირეწლოვნებში რა შეიძლება გახდეს ნევროზის მიზეზი?

ყველაზე ხშირი მიზეზი არის ოჯახში ბავშვისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება: გადამეტებული სიმკაცრე, ან, პირიქით, ზედმეტად დამთმობი პოზიცია მშობლების მხრიდან. დაუშვებელია ბავშვის ფიზიკური დასჯა (ცემა) და შეშინება სხვადასხვაგვარი სასჯელით, ან იმით, რომ “თუ ცუდად მოიქცევა, დედას აღარ ეყვარება”, “დედა წავა და აღარ მოვა”, “საბავშვო ბაღში დაგტოვებს”, “დედა მოკვდება” და სხვა ამგვარი. ბავშვის ნევროზის მიზეზი შესაძლოა იყოს მშობლებს შორის კონფლიქტი, ან კონფლიქტური დამოკიდებულება ოჯახის სხვა წევრებს შორის. ბავშვის ნევროზი ხშირად განპირობებულია მისი გადამეტებული ინფორმაციული დატვირთვით (განსაკუთრებით ეს ეხებათ უმცროსი ასაკის ბავშვებს), აგრესიული და ბავშვისათვის საშიში ინფორმაციის მიწოდებით, დღის რეჟიმის დარღვევით.

როგორ ვლინდება თავიდან ნევროზი , რა სიმპტომები ახასიათებს მას?

ნევროზის გამოვლინებები სხვადასხვაგვარია. საწყის ეტაპზე ადამიანი შეიძლება უჩიოდეს უხასიათობას, გულჩვილობას, ძილის დარღვევას, მაგალითად, ჩაძინების გაძნელებას, ან უჩვეულოდ ადრე გაღვიძებას, უმადობას, ან, პირიქით, ე.წ. ბულიმიას (გადაჭარბებულ ჭამას), ადვილად დაღლას, ადვილად გაღიზიანებადობას (როდესაც “ყველაფერი ნერვებს უშლის”), ღელვას თითქოსდა უმნიშვნელო პრობლემების გამო, შიშს, “რომ რაიმე ცუდი მოხდება”, გულის აჩქარების შეგრძნებას, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ყელში “ბურთის გაჩხერვის” შეგრძნებას, საჭმლის მომნელებელი ორგანოების მხრიდან დარღვევებს – ყაბზობას, მეტეორიზმს და სხვ. აღნიშნული, ან სხვა სიმპტომების არსებობისას ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

ნევროზის რა ფორმები არსებობს და რომელი ფორმებია ყველაზე გავრცელებული?

როგორც აღვნიშნეთ, ნევროზის გამოვლინებები მეტად მრავალფეროვანია და თითოეული მათგანის გარჩევა ძალიან შორს წაგვიყვანს. ძირითადად გამოიყოფა ნევროზული აშლილობის ორი ვარიანტი: შფოთვითი აშლილობა, რაც ვლინდება ხოლმე ე.წ. პანიკური შეტევებით და დეპრესია. ხშირად შფოთვითი აშლილობა და დეპრესია თანაარსებობს და მაშინ საუბარია ე.წ. დეპრესიულ-შფოთვით აშლილობაზე.

პანიკური შეტევა, უმეტესად, ვლინდება საღამოს საათებში, შესაძლოა ღამითაც გამოაღვიძოს ადამიანი. ამ დროს პიროვნებას ეუფლება ძლიერი შიშის გრძნობა, ჰგონია, რომ “კვდება”, “გიჟდება”, “კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე”, ან “აქვს ინფარქტი”, “გულის შეტევა”. ამგვარი შიში თანხლებულია გენერალიზებული კანკალით – შემცივნებით, გულის აჩქარებით, არტერიული წნევის მომატებით, სიფერმკრთალით, ძლიერი ოფლიანობით; შესაძლოა ტკივილი, ან დისკომფორტი გულმკერდის, ან მუცლის არეში, ქოშინი, ჩასუნთქვის, ან ამოსუნთქის უკმარისობის შეგრძნება. პანიკური შეტევა გრძელდება რამოდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე. შეტევა თავისით მთავრდება, თუმცა, როგორც წესი, დაავადებულის ოჯახის წევრები იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, პაციენტს უკეთდება დამამშვიდებელი საშუალება, რის შედეგად შეტევა სწრაფად მოიხსნება ხოლმე.

დეპრესიის გამოვლინებებიდან აღსანიშნავია უხასიათობა, უიმედობისა და მომავლის უპერსპექტივობის შეგრძნება, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის დაკარგვა, დანაშაულის გრძნობა, მეგობრებთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ინტერესის დაკარგვა და, საერთოდ, ინტერესთა წრის შევიწროება. დეპრესიაში მყოფი ადამიანი ხშირად ტირის, არ შესწევს ძალა, ყოველდღიური ჩვეული საქმიანობა განახორციელოს, ის, რაც ადრე სიამოვნებასა და სიხარულს ანიჭებდა, აღარ სიამოვნებს და აღიზიანებს კიდეც, უჭირს დილით ლოგინიდან ადგომა და ღამით ჩაძინება, აღენიშნება უმადობა და წონაში იკლებს, ან, პირიქით, გაძლიერებულად ჭამს და ძლიერ იმატებს წონაში. დეპრესიის დროს შესაძლოა სხვა სიმპტომებიც გამოვლინდეს: თავის ტკივილები, გაურკვეველი ტკივილები კუნთების არეში, აუხსნელი შეგრძნებები თავის მიდამოში, კანკალი და სხვ. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ სჭირს რაიმე მძიმე დაავადება, ამის გამო მრავალ ექიმთან დადის და თვლის, რომ “ვერავინ უსვამს სწორ დიაგნოზს”.

რამდენად საშიში დაავადებაა ნევროზი და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი?

მიუხედავად იმისა, რომ ნევროზი ფსიქოლოგიური სფეროს აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნება, იგი სერიოზული დაავადებაა, რომელიც სწორ მკურნალობას საჭიროებს. სწორად წარმართული მკურნალობთ ნევროზი ხშირად სრულად იკურნება.

არასათანადო სამკურნალო მიდგომებისას კი ნევროზი ღრმავდება და სხვა გამოვლინებები ემატება. მაგალითად, პანიკური შეტევების მქონე ადამიანებს უყალიბდებათ ე.წ. აგორაფობია, ანუ ღია სივრცის შიში, შიში ისეთ ადგილას მოხვედრისა, სადავ “ცუდად რომ გახდეს, ვერავინ უშველის”, ან “ცუდად გახდომა სირცხვილი იქნება”. შედეგად ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვდეს ქუჩაში, უჭირს ტრანსპორტით (განსაკუთრებით მეტროთი) მგზავრობა, აცდენს სამსახურს და საბოლოო ჯამში შესაძლოა საერთოდ სახლში ჩაიკეტოს. ამასთანავე, ხშირად სახლში მარტო დარჩენისაც ეშინია, რადგან ”ცუდად გახდომისას ვერავინ დაეხმარება”. ამგვარად, ადამიანი, ფაქტობრივად, უუნარო, ე.წ. ინვალიდი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ორგანული დაავადება არ აღენიშნება.

დეპრესიას კიდევ უფრო სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს, რადგან დეპრესიისას ადამიანებს საკუთარი უსარგებლობის, დანაშაულის, სიცოცხლის უაზრობის გრძნობა აწუხებთ, რაც თვითმკვლელობაზე ფიქრის საბაბი ხდება და შესაძლოა ასეთმა პიროვნებამ თვითმკვლელობა ჩაიდინოს კიდეც.

სწორედ ამიტომ დეპრესიული და შფოთვითი აშლილობა გადაუდებელ ადექვატურ მკურნალობას საჭიროებს ფსიქიატრისა და ნევროლოგის მიერ.

რამდენად ადვილია ნევროზისგან თავის დაღწევა? რა სამკურნალო საშუალებები არსებობს ამისთვის?

რგორც უკვე ვთქვით, ნევროზისაგან თავის დაღწევა შესაძლებელია სწორი მკურნალობისას. ნევროზის თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა კი არ შეამსუბუქოს ნევროზი, არამედ მისი გარკვეული გამოვლინება (მაგალითად, დეპრესია) გააღრმავოს კიდეც. სწორედ ამიტომ საჭიროა დაავადებულმა ადამიანმა ნევროლოგს, ან ფსიქიატრს მიმართოს. ნევროზის მკურნალობა, როგორც წესი, კომპლექსურია და მოიცავს როგორც მედიკამენტური, ასევე ფსიოლოგიური ჩარევის საშუალებებს.

ხშირად ადამიანი ნევროზში ისევ თავის თავს ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ ნევროზისაგან განიკურნება, თუ ”თავს ხელში აიყვანს”, ”ნერვებს არ აჰყვება”, ”არ ინერვიულებს პრობლემებზე”. გარკვეულ ეტაპამდე შესაძლოა ეს საკმარისი იყოს, მაგრამ თუ ადამიანი თავის თავს ვერ ერევა, უმჯობესია ექიმს დროულად მიაკითხოს, რათა სათანადო რჩევები მიიღოს და დროულად დაუბრუნდეს თავის ნორმალურ მდგომარეობას.

ჩვენ ასევე გთავაზობთ, თუ რა საშუალებები გააჩნია ეკლესიას ნევროზის წინააღმდეგ საბრძოლველად:

მამა კონსტანტინე (გიორგაძე): ,,ნევროზი და დეპრესია არ არის ხორციელი დაავადება, ეს უფრო სულიერია. მიზეზი ასეთი დაავადებებისა გახლავთ ბოროტის ზემოქმედება, რომლის განხორციელების საშუალებაც ადამიანმა თვითონ მისცა მას, ანუ ეს არის ცოდვების შედეგი, ცოდვების ჩამონათვალი კი თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან დიდია.

ასეთი ადამიანების სამკურნალოდ სწორედ ეკლესიური მეთოდებია საჭირო. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სრულყოფილი, გულახდილი აღსარება, ზიარება, ზეთის ცხება, მომლოცველობა (წმიდა ადგილებისა), სახარებისა და ფსალმუნების კითხვა, უზმოზე დილით სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღება, ასევე, სახლში ნაკურთხი წყლის სხურება და საკმევლის კმევა.
თუმცა არ გამოვრიცხავთ, გარკვეულ შემთხვევაში, მედიცინის ჩარევას, რადგან ყოველივე ეს ღვთისგან მოდის’’.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

185 კომენტარი »

  • თამუნა ქირია says:

    ბრწყინვალე სტატიაა, კარგად არის მიმოხილული საერო და საეკლესიო ასპექტები ამ დაავადების. კარგი იქნება, თუ სასულიერო პირები რჩევის სახით აღნიშნავენ, თუ რომელი დაუჯდომელი უნდა წაიკითხოს ადამიანმა.

  • გივი says:

    კარგი სტატიაა.მეც ნევროზი მაქვს ჩამოთვლილი სიმპტომები ჩემთვის კარგად ნაცნობია.მინდა გთხოვოთ სოციოფობიაზე სტატია დაწეროთ თუ შეძლებთ.გუგლში კი მოვძებნე რაღაც_რაღაცეები მაგრამ ცოტაა ინფორმაცია მაინც ინტერნეტში ქართულად.სასულიერო პირის კომენტარი ძალიან ზოგადია.უფრო მეტის თქმა შეუძლია ალბათ,განმარტების სახით ეს ამპარტავნებით გვემართება? თუ დიახ ეს როგორ ხდება.ისე აკნინებს ადამიანის ყოფას ნევროზი ძნელი დასაჯერებელია მათში ამპარტავნება დაინახო.

  • მაია says:

    საინტერესო სტატიაა.ალბათ დღეს ბევრს აწუხებს ეს პრობლემა.საინტერესოა მამაოს აზრიც.მეც მიმაჩნია რომ ნერვოზით დაავადებული ადამიანებისთვის ეკლესიური ცხოვრება,აღსარება,ზიარება,წირვებზე სიარული,მამაოსთან ხშირი საუბარი კარგი გამოსავალია.ტაძრიდან ადამიანი მუდამ დამშვიდებული გამოდის,და ეს ნამდვილად დიდი შვებაა

  • მაგული says:

    კარგი სტატიაა.ნაცნობი დაავადებაა მეც მაწუხებს და თან უკვე ძალიან

  • ნანა გოგინავა says:

    ეჰ,ყველაფერი გადავიტანე….:(ნაცნობია დზალიან

  • ეჰ ეგ ყველაფერი მე მჭირს ვარ 14 წლის ….. 5 ექიმთან ვიყავი სკორი გამოიძახეს საუკეთესო კარდეოლოგთან ქირურგთან და რომელი სახის ექიმთან არ ვიყავი სულ მქონდა შიში აპენდიციტი ანუ “ბრმა ნაწლავი” მტკიოდა შიშები მაქვს მგონია გული, კუჭი, ნაღველი, ფილტვი, ღვიძლი ან რაიმე მტკივა მუცლის არეში ექიმები გადაირია შენსავით ჯანმრთელი ნეტა ვიყოთო ყველა ორგანო გადასარევად მუშაობსო…. დამიდგინეს ნევროზი და ვაპირებ საუკეთესო ბავშვთა ფსიქო-ნერვოპათალოგთან წასვლას დღესაც კი მგონია ეს ის მტკივა სინამდვილეშI ყველა ორგანო ჯანმრთელად მაქვს და ტვინიდან მოდის ყველაფერი…… ვიმკურნალო უნდა და ეკლესიაში ვაპირებ სიარულს…. ვითომ მეშველება რამე?? .. :(

  • მარიკა says:

    ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ღმერთთან ახლოს ყოფნაა და მოძღვრის აყვანაა.რათქმაუნდა ოჯახურმა გარემომაც უნდა შეუწყოს ხელი ადამიანს.უფლისადმი ძლიერი რწმენა სახარების და ბიბლიის კითხვა არ მოგცემს საშუალებას იყო შეშინებული უაზროდ . სახარებისეული სიტყვები სარწმუნოა ასე რომ მივენდოთ ღმერთს.ფსიქოლოგის დახმარების გარეშეც შეუძლია ადამიანს გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან ყველაზე საუკეთესო ფსიქოლოგი მოძღვარია თუ მიენდობი და დაუჯერებ მის მოძღვრებას.

  • გვანცა says:

    ანალოგიური პრობლემები მაწუხებს რაც ამ სტატიაში წერია,ვარ17 წლის,ეკლესიი და ჩემი მოძგვრის დახმარებით ვცდილობ მდგომარეობიდან გამოსვლას,გვტის წყალობიტ ალბატ სჰევდზლებ და მალე გემოვა ამ დგომარეობიდან,.ეკლესიაა ის ადგილია სადაც შეიგიდზლია განიკურნო ამ სასშინელი დაავადებისაგან,მამაოსტან გულწრპელი საუბაი მეხმარება პრობლემების დაზლევასჰი და მდგომარეობიდან გამოსვლაში,ყველა პსიქოლოგის გზა მაინც ტაძრამდე მიდის,

  • მირანდა says:

    რთულია ნევროზთან შებრძოლება

  • nini says:

    ukve davitanje.shinaganad zalian datrgunuli var.ukve gatenebis meshinia kidec,vistan agar viyavi,magram ushedegod(albad,sworad ver shevarchie eqimic)ukve agar vici rogor moviqce…cxovrebashi imdeni stresi gadavitane,rom albat verasdros davagwev am mdgomareobas tavs…garet marto gasvlis survili agar maqvs…sashineli ram aris es nevrozi…

    • ზუსტად ესე ვარ..დავიტანჯე უკვე !ისე მებრძვის ძალა გამომელია,სულ მგონია რომ რაგაც ცუდი მჭირს და მალე მოვკვდები,დამღალა ამ შიშებმა!(((((( მარტო ვერ ვრჩები,სულ გასვლა მინდა გარეთ,მაგრამ გარეთ ვბრუვდები და თითქოს ფეხები მეკეცება..გარეთაც ვეღარ გავდივარ მარტო
      . ძალიან დავიღალე ..

    • giorgi says:

      mecc egrevar rasac shen amob eg kidev araperiaraa me ukve isevar adamianebis meshinia xalxis quchasho rogavdivar cudadvxdebi goneba metiaheba asemgonia da xan chveulebrivad var asemgonia ragac seriozuli daavadeba mchirs ucbad xalxs vervcnobb shegrdznebamaqvs egeti tore rialurad ro vpiqrdebi yvelaperi kargada

    • Lika says:

      Vaime zustad ase mchirs mec quchashi ver gavdivar marto meshinia sadme cudat ar gavxde gatenebisac meshinia dzaan cudi shegrdznebaa aq rac chamotvlilia magaze bevrat uaresi mchirs yvelgan viyavi da gamovikvlie sabolovo daskvna nervozia. Yovel dge saswrafos vidzaxeb es aris sashineleba gia sivrcis shishi maqvs

  • tat says:

    ar icit vinme kargi eqimi … es yvelaferi ro cavikitxe mivxvdi ro nervozi maqvs :S :(

  • lasha says:

    aravin icit irina xatiashvilis nomeri an romle saavadmyofoshia? momweret ra dzalian mchirdeba. unda mivmarto. zustad es mchirs rac axsna eqim-nervologma.

  • Ekaterine says:

    მე მქონდა შფოთვითი აშლილობა და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების წაკითხვისას, მეგონა ჩემზე საუბრობდნენ. მაგრამ არის ერთი გადასარევი ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე (რომელიც მუშაობს დიდუბეში, რკინიგზასთან რაღაც საავადმყოფოში) და მისი დახმარებით განვიკურნე, თორემ მე სახლიდანაც ვერ გავდიოდი 4 თვე. კიდევ არის ნანა გულდედავა მედი კლაბში, ისიც ძალიან კარგი ნევროლოგია.

    ყველას მინდა წარმატება გისურვოთ.

  • natia says:

    minda davexmaro eset adamianebs ,me zalian cudad vikavi da psiqiarttan da psiqologtan mkurnalobis shemdeg tandatan gamovdivar mdgomareobidan.quchashi ver davdiodi da msrtoobis meshinoda,mxolod cudze vpiqrobdi. ar sheshindet xalxo es kvelaperi gaivlis ,cota tqvens tavsac unda miexmarot da kvelaperi kargad iqneba

    • blaa says:

      mec mase var, dzalit davinervoze chemi tavi, aq rasac vkitxulobdi, imanac gadamicura imedi, magram, erti rame minda gaigos yvelam, nevrologi mxolod camlebs nishnvs da eg droebitia, nevrozss ver kurnavs nevrologi, aucilebelia fsiqiatrtan viziti, is danishanvs camlebs da kvalificiur fsiqologtanac gadagamisamartebt, mgonia, rom xalxma ar icis, rogor ikurneba, me 2 y=tvea vmukrnalob da 2 kvirashi samudamod ganvikurne amisgan, axla am mdgomareobis shensanachurnebla micevs dro da dro siaruli, male esec shecydeba, rata damoukideblad gavagrdzelo cxovreba, nu dardobt, nevrologis imdi ar unda gqindet, gadamcyveti aq fsiqoterapiaa :)))

  • bidzina says:

    ჩემზეა დაწერილი ეს სტატია. თუ ვინმემ იცით ექიმი რომელიც გამომიყვანს ამ მდგომარეობიდან. ან ქალბატონი ირინა ხატიაშვილის კოორდინატები თუ იცის ვინმემ. დიდი მადლობა

  • tamuna says:

    Me mawuxebs daxuruli sivrcis shishi :( Da iset adgilebshi wasvlis meshinia sadac cudat ro gavxde ver damexmarebian… Aseve gulis tkivili Da uhaeroba. Qudzilobac dzalian damgala am ycelaferma :(

  • liana says:

    Irinas nimeri minda mec mag dxeshi var damexmaret dzalian gtxivt mishvelet rame.

  • cira says:

    xalxno rac chamotaleet zustaad igivee mdgomareobashii vaarr…mesame tveaa vmkurnalooob da cota shedegii maqvss magraamm zoogjer tavs er vakontrooleebb..uimedobashi da sasowarkvetashi vvardebii….vici sulelurad jgers magram sachmliis chamis meshinia ase mgonia kisershi gamechxireba…tqveen tu gqoniat aseti shegrznebaa??:-(

  • pepilii says:

    vkitxulob yvelas komentarebs da metireba, chven ertmanetis garda veravin gvigebs, yvelas chkuidan gadasulebi vgonivart da gvsayveduroben, arada visac ar gamoucdia ar icis ra koshmaria es yvelaperi.

  • levani says:

    Mec egre var davitanje 9 tveaa vitanjebi verada ver movicile yvelaferi mawuxebs zemod chamotvlitagan sashinelebaaaa.568 400 500 shemexmianos yvela nervozianmaA

  • eto says:

    gamarjobat.var 38wlis mawuxebs vegeto nervozi, tavbrus xveva, xshirad mtkiva tavi maqvs shishebi 15welia wamlebs vsvam da arafers ar mshvelis. meshinia garet gasvlisa miwirs xalxshi laparaki makvs oflianoba shfotvebi ase mgonia sazogadoebashi ro var guli unda wamivides mokled davitanje 15 welia davdivar ekimebtan da araferi ar mshvelis tu rame icit gtxovt damexmarot.

    • givi says:

      მაგას პანიკური აშლილობა ქვია. წამლები და ექიმები მაგას დროებით მოგიგვარებენ,მაგარამ მთავარი გამოსავალი ისევ თქვენი თავია. ეს საკმაოდ რთული თემაა.მაგრამ მარტივად რომ გითხრათ ეს ყველაფერი მოჩვენებითია და არანაირი ზიანი არ მოაქვს ორგანიზმისთვის. მაგალითად თქვენ გაქვთ სოციოფობია და აგეღნიშნებათ შიშები. ამის მთავარი მიზეზი კი ისევ შიშია,რომ ცუდად არ გახდე და სულ დაძაბული ხართ. შესაბამისად ტვინიც გამოყოფს(ბუნებრივად) ისეთ ნივთიერებებს რომელიც სხეულს “იცავს” გარშემომყოფებისაგან.(მაგ: ადრენალინს,რომელიც გულს აჩქარებს და ორგანიზმს გაქცევისთვის,თავის დასაცავად ამზადებს) თუმცა ეს ყველაფერი მოჩვენებითია,რადგან რეალური საფრთხე არ არსებობს. პანიკურ აშლილობაზე საკმაოდ ბევრი წერია “ფორუმში” და დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ მისი გამოვლინებები. მაგ სოციოფობია,გულის რევა,გულის აჩქარება,თავის ტკივილი და კიდევ მრავალი. განვმეორდები და ვიტყვი,რომ ეს ყველაფერი ორგანიზმს არ ვნებს. ნახეთ ეს http://forum.ge/?showtopic=33982204

    • nina says:

      eto 8 celia egre var vegeto nervozi maq da panikuri shetevebi sshegidzlia sadme momcero ? skypeshi magalitan nina.shatirishvili1

  • მარიკო says:

    Es yvelaferi me mchirs dgesac bolo…shvidi tvea vcvalob…fadavitane infekcia citela da mid mere egreve ROM cudad gavxdi versa da over movdivar chkuaze…me go a vafrendi da erti sitkvit kvela zemot xsenebuli simtomebi mecnoba… Roca kargad gavxdebodi shishi meckeboda nax
    Ecari saatis can ROM mkonda cudi shegrdznebebi iseti memtreba RKO…am dgeebshi Travis tvinis komo.gamokvlevas vkieteb eadgan axla avikviate ROM simsivme maqvs Dalian meshinia cxovrebis…:(

    • levani says:

      Yvelas sayurdxebod nu sheshindebit. Var29wlis dxemde maq eg sashineli daavadeba ukve 9welia, yvela zemot chamotvlili gamivlia, exac maq gul mkerdis areshi tkivili, xan mewvis mgonia ro imfaqti damemarteba. magram realurad gulis problema ar maq. Ukve mivechvie da imdenad ar meshinia,ecadet xalxtan urtiertobas. Xmerttan unda viyot axlos eklesiashi unda viarot. Rwmena!!!

  • ina says:

    xalxo vinc waikitxavt chems komentars pasuxi damiweret. var 21 wlis myavs 10 tvis patara… mokled udzilobebma bavshvze nerviulobebma chemi tavis mouvlelobam da ragc ragc shezgudvebma vafshe gamanadgura da momspari maqvs nervebi. guli michqardeba xolme ase mgonia ragaca damemarteba da male movkvdebi.. rac pravaze daviwye siaruli dzan gavnerviuldi. ragacas rom vaketeb chemi sikvdili melandeba yvelgan anu xilvebi kair maqvs ,warmovidgen xolme. chems shvils rom vuyureb vtiri meshinia ar davtovotqo. qmartan ragaca agar maqvs kargi urtiertoba. sul vkamatobt da tavs dzan amrtosulad vgrdznob. meshinia winatgrdznoba ar mqondes rametqo… exla varkvev nervozia tu rame. arvici gavgijdebi albat. minda tavidan movicilo es fiqrebi tumca ar gamomdis aranairad. ukve agar shemidzlia. tavic mtkiva sul da vfiqrob xom araferi mchirs…chemi megobrebi meubnebian rom mshobiarobam icis nervozis chamoyalibeba da shemdgomma periodma. ddzili maklia d ayvelaferi maklia. erti sityvit iqneb shemexmianot facebookze momweret visac gindat. ina todadze

    • მეც მასე ვარ ძალიან ბევრი შეზღუდვები ჩემი თავისთვის ვეღარვვიცლი ძალიან მინდა ეკლესიაში სიარული მარა მაგასაც ვერ ვახერხებ ეკლესია ძალიან შორსაა.საშინელ ადგილზე ვცხოვრობ და იქნებ ამის ბრალიცაა ეს ნევროზი არც მეზობელი მყავს სულ მარტო ვარ ამაზე დამატებული არასაკმარისი შემოსავალი მეუღლესთან სულ ვკამათობ უბრალო რამეზეც ვფეთქდები ექიმთანაც მინდა მისვლა მარა ჩემი ქმარი მეუბნება არაფერი გჭირსო და არ მიშვებს.მშობლებისგანაც ძალიან შორს ვცხოვრობ წელიწადში ორჯერ თუ ვნახავ ძალიან მიჭირს ჩემს სამყაროდან ასე შორს ყოფნა.აღარ მინდა სიცოცხლე და უფალს სულ ვთხოვ რო წამიყვანოს ამ ქვეყნიდან იქნებ იმქვეყნქდ მაინც მოვისვენო სული მაქ დამძიმებული სუნთქვა მეზარება გული სულ აჩქარებული მაქ

    • soso says:

      minda dagexmaro fsiqologiurad momcere feizbuqze soso yoriauli

  • საშინელ მდგომარეობაში ვარ იქნებ რამე რჩევა მომცეთ.გათხოვილი ვარ 23 წლის 2 ბავშვი მყავს ცოტათი მკაცრი ქმარი.ყველაფერზე ვნერვიულობ ყველაფერზე ვჩხუბობ ოდნავ ხმაურსაც ვეღარ ვიტან უზომოფ ბევრს ვჭამ მარა არ ვიმატებ 50 კილო ვარ სულ.სულ აფორიაქებული ვარ სულ ვმოძრაობ როცა ვზივარ მაშინაც კი ფეხს ვამოძრავებ ხშირად უმიზეზოდ მეტირება პატარა ხმაურზეც კი წივილკივილს ვტეხავ აუტანელია უკვე ასეთი მდგომარეობა უხეში გავხდი სულ აგრესიული ვარ თვითმკვლელობაზეც ბევრჯერ მიფიქრია აღარ ვიცი რა ვქნა მირჩიეთ რამე

  • qeti says:

    chemtvisac nacnobia es simptomebi:(18 wlis var da 15 wlidan mawuxebs nevrozi,sul mgoniaa raghac cui unda moxdes,gamudmebit meshinia shinaganad,sul mgoniaa romm guli mtkiva tumcaa eqimebtan rom mivdivar y ela meubneba rom sruliad janmrteli var:( imediaa odesme davaghwev amas tavs

  • mari says:

    mogesalmebit,19 wlis var da meotxe welia nervozma gamawama.shemidzlia vtqva rom cxovreba damingria.mteli bavshvoba stresuli mqonda da ama n gamoiwvia es sashineli daavadeba.sad agar vimkurnale magram rogorc ki wamlebs vamtavrebdi tavidan mewyeba yvelaperi.ukve agar shemidzlia.ra gavaketo ar vici.shvilis gachena minda da meshinia am nervozuli shegrdznebebit avadmyopi ar daibados metqi.iqneb mirchiot rame…..

  • mari says:

    mec zustad igive mdgomareobashi var yvelaperze vtiri mteli game vkankaleb dzalian cudad var dawolis da dagamebis meshinia iqneb damexmarot

  • mari says:

    დამიჯერეთ,ღმერთი თუ გამოგვიყვანს ამ დგომარებიდან,იარეთ ეკლესიაში ეზიარეთ აღსარება ჩააბარეთ და დამიჯერეთ რომ განიკურნებით,მე უკვე დავიწე ეკლესიაში სიარული და თავს მართლა კარგად ვგრძნობ

  • kaxa says:

    xalxo imedi ar dakargot nervozi ikurneba.mara amas dro hirdeba 1 celi mainc unda ro normalur cxovrebas daubrunde.hven gvinda ro male ganvikurnot magram dro unda da mkurnaloba.

  • gvanca says:

    am boblo dros game dazinebis meshinia ar vici ra vqna

  • ana says:

    am bolo dros game dazinebis meshinia sibnelis marto ver vidzineb sxvastan ertad ki ar vici ra vqna mirchiet rameeeeeeee

  • nini says:

    Me ukve message welia vebrdzvi xan kargad var xan Ai ese games 3 naxevarze vwer komentars udzilobisgamo

  • bacho says:

    ჩხვლეტები თუ იცის გულის არეში და უჰაერობა ნევროზმა გთხოვტ ვინმემ გამცეს ამ კითხვზე პასუხი

  • cira says:

    Zalian cudad var uhaeroba makvs ase mgonia vkvdebi metki rogor unda davagtio tavi am kvelapers ar vici sul meshinia rom ragac cudi moxdeba chems cxovrebashi

  • cira says:

    Tirili minda roca vtirivar meshveba da tavs uketesad vgrznob sashineli daavadebaa rogor davagtev tavs ar vici ukve 6 tvea vebrdzolebi xan ra mtkiva da xan ra kvela damcinis araperi gjirso magram me zalian cudad var gansakutrebit uhaeroba mtanjavs da sikvdilis shishi

  • zura says:

    Mainteresebs nervozma tavis dabrujeba tu iciiss ? Da ukan keoashe gamagreba da sashineli tavistkivili ?

  • paata says:

    vegeta nervozi sashineleba ari ,simartovis shishi trasportit gadaadgileba gulis achqareba xelebis gabuzeba ,tabrus xveva da aeris ukmarisoba .pirveli sheni tavis eqimi shenun iko.. sasmeli un aikrdzalot ufro artulebs .weliwad naxevari ver gavdiodi saxlidan nervozis gadamkide. Ravi fitoselma mishvrla cvetebma da ratqmaunda shtagonebam rom kargad var, tugindat rom mag jojoxetidan gamoxvide , fsiqologiurad un gadzlierde da eshmakebs ebrdzolo ,ro ver shemogition

  • sofi says:

    Ukve erti welia davitanje am daavadebit megona gaivlida tavisit eqimtan ar mivdiodi radgan megona rame cudi mchirda..maqvs sashineli shegrdznebebi titqos unda movkvde an chemi axloblebidan vinmes rame unda daemartos..marto darchenis meshinia minda gverdit sul vigac myavdes..dagamebis meshinia ar minda rom gamdebodes…gulmkerdis areshi usiamovno shegrdznebebi maqvs..gulchvili gavxdi roca ragac mtkiva meshinia rame mchirs tqo turme nervozma icis aseti tkivilebi, cxovrebashi bevri stresi maqvs gadatanili magram adre ase arasdros vyofilvar..erti wlis win mezobels bavshvi cudad gauxda da rom davinaxe cocxal mkvdari is patara shemecoda…mas mere damewyo shishebi gulis achqareba da rac aq aris chamotvlili yvelaferi ertad..eqimtan viyavi mkurnaloba daviwye ramdenad ganvikurnebi am daavadebidan ar vici..zogjer wamlis dalevis shishic maqvs, rom davlev ase mgonia ragac damemarteba metqi…sashinelebaa es yvelaferi minda normal cxovrebas davubrunde da chems patarastan ertad bednieri cxovreba gavagrdzelo…

  • zura 111 says:

    5 welia mtanjavs es sashineleba titqmis ganvikurne da isev damewyo gartulebul stadiashi maqvs rogorc chans tumca vebrdzvi am yvelafers da vumkvlavdebi kidec magram mainc ar meshveba zogjer yvelafris imeds vkargav vegar davdivar fexebshi dzala ar maq magram mainc vebrdzvi wamali araferia amastan amas sul sxvanairi midgoma sjirdeba es albat sasjelia gvtisgan da ufali imis dzalas ar gvikargavs rom vebrdzolot mas yvelas vetyvi chemi gamocdilebit da chemi tanjvit rom ebrdzolet mas es aris adamianshi chabudebuli meore me da ar miscet mas imis ufleba rom gajobot pirvel rigshi unda dasaqmdet rom am ragacam ar dagafiqrot da ar chagketot sakutar tavshi gaxalisdit gaertet da movlenebi romelic gdzabavt zogjer gultan ar miitanot ase tu ajobeb am daavadebas sxvanairad araferi ar eshveleba ar ifiqrot rom marto wamlit gamoxvalt mdgomareobidan wamali damxmar
    e rols tamashobs danarcheni tviton unda moindomot :)

  • mec zustad ese var.sul cudat gaxdomaze vfiqrob. quchashi marto siarulisac meshinia. rogor gadavechvio agar Semizlia ukve

  • sofi says:

    Ki yvelaze mtavari is aris rom tavi xelshi aiyvano da cudze ar ifiqro, magram es usiamovno fiqrebi da shishis grdznobac tavisit modis uceb wamebshi da mere isev gadaivlis xolme…

  • nino says:

    მართლაც საშინელი რამ არის ნევროზი..პერიოდულად უფრო მიმძაფრდება ხოლმე ეს ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები..ყველაფერში ხელს მიშლის უკვე.. სწავლაშიც შევიზღუდე,მერე სამსახურშიც,ახლა კი სახლში ჩავჯექი.ზოგჯერ ისეთი დეპრესია მეწყება სიცოცხლის სურვილიც აღარ მაქვს.უკვე 5 წელია ასეთი ჩივილები მაქვს.ნეტა ნევროზისგან თავის დაღწევა თუ არის შესაძლებელი,რამდენ ექიმთან ვიყავი და მაინც ეჭვი მაქვს რომ სწორად ვერ დამისვა ვერავინ დიაგნოზი და რაღაც მჭირს.

  • sofo says:

    Feisbukze gvaqvs gverdi sadac is adamianebi vart visac es daavadeba gvaqvs egrecodebuli nervozi da chven veravin gagvigebs chvens garda.visac ar gamoucdia ver gagvigebs.

  • lika says:

    Mec mag dgeshi var ukve 9tvea egre var. xut8 dgea,rac antudepresanteb8 daviwye eqimma mitxra or kvirashi igrdznob shedegso da vnaxot…

  • Anri says:

    გამარჯობათ !
    ძალიან კარგი სტატიაა და მინდა ჩემს შესახებ დავწერო იქნებ რამე მირჩიოთ ძალიან გთხოვთ . . .
    ვარ 20 წლის ბიჭი ბავშობიდან მაქვს სხვადასხვა რაღაცის შიშები , დროდადრო ყოველ წელს სხვადასხვა რაღაც იჩენს თავს ( არ ვიცი როგორ ვთქვა წიკები მგონი მასე ქვია ან აკვიატება )
    მაგალითად : 14–16 წლის ასაკში მეშინოდა ბასრი საგნების ბრიტოების ნემსების ჩვეულებრივი მავთულების ანუ მეგონა რომ თუ შევეხებოდი გადამეყლაპებოდა ან დავიზიანებდი სხეულს :( სასაცილოა მაგრამ მასეა
    მაგალითად : 17–18 წლის ასაკში ძალიან დიდი შიში მქონდა ასანთის , სანთებელის , სიგარეტის , საფერფლისიც კი და ვინც ეწეოდა ჩემს გვერდით ვცდილობდი გავცლოდი მეგონა რომ დავიწვებოდი და სხეულზე დამრჩებოდა შრამი ახლაც კი საერთოდ არ ვეკარები მასეთ რაღაცეებს
    ერთი სიტყვით ახლა მაქვს ისეთი რაღაცეების შიში რომ ზოგმა შეიძლება გიჟად შემრაცხოს :/ მაქვს გარეთ გასვლის შიში მთელი დღე ვარ სახლში ასე უაზროდ კომპიუტერს მიჯაჭვული არეული მაქვს ძილის რეჟიმი ვათენებ ღამეებს და რაც ყველაზე მთავარია მაქვს სისუფთავის შიში არ ვიცი როგორ ვთქვა გარეთ რომ გავდივარ ( თუნდაც მაღაზიაში ) აუცილებლად უნდა გადავივლო წყალი და ისედაც მაქვს მტვრის შიში მგონია რომ ქუჩაში ვმტვრიანდები საშინელებაა ძაან ყოველდღე მიწევს დღეში 2 ჯერ ბანაობა რამის გავგიჟდე ისე ვარ უკვე :( არ ვიცი რა გავაკეთო ვის მივმართო არც ის ვიცი ზუსტად რომელ სფეროს შეეფერება ჩემი პრობლემა რომ მივმართო სპციალისტს ( არ მიყვარს ხალხმრავლობა ვერ ვიტან ქუჩაში სიარულს სულ მგონია რომ რამე შარს გადავეყრები არ ვიცი მგონი ცუდათაა ჩემი საქმე :( საერთოდ ცხოვრებაში ძალიან წყნარი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ მაგრამ ამ სირთულეებთან უძლური ვარ :(

    ძალიან გთხოვთ იქნებ დამაკვალიანოთ და მირჩიოთ რაიმე . . .

  • mika says:

    gavumxilot ertmanets chveni problemebi iqneb davexmarot ertmanetsss tore ase ar sheidzleba am sashinel daavadebas veranairi eqimi ver shvelis

    • Nini says:

      Mec minda vinme isettan gasaureba Vinc am sashinelebit itanjeba iqneb isev chven davexmarot ertmanets

      • nina says:

        8 celia shishebi maq cudad gaxdomis shishi ra ekimebi ar moviare ra ar gavakete da bolos mivxdi ro unda sheveguo am dgomareobas da ro shevegue upro gamiadvilad agar vechxubebodi chem tavs ro susuti var da rato meshiniaa chem tvins velapkebi koveldge vuxsni ro mivechvie amaze pikrs da shishs magram es ar mchirdeba vuxsni chem tavs vlarakob chem tavtav mtavariaa nervozisgamo sakutari tavi ar sheizizigot ar ehcuxbot tkven tavs damijeret gauget tkven psiqikas gadaigalaa sheiyavret sakutari tavi kide pizikuri datvirtva shvelis magalitan baseini ar vici imxela gamocdileba maq desertacias davicavdi am temaze bavshvs gepicebit ukve imedi agar maq am ekimebis ar aqvt gamocdili da verasdros gagvigeben gvekaipebian da puls aketeben chvenit xandaxan mgonia tavidnave ekimtan ro ar mivsulikavi ase cudad ar viknebodi uaresad ashineben su ar gvchirdeba es dzlieri camlebi gijebi ar vart upbralod zedmetad ketili adamiananebi vart da gulchvilebi da chvenair admainebs sul emartebat nervozi dzalian minda chemaniris gacnoba ubrqalod am kvelapers xmamagla veravin ambobs kvelas cxvenia mec mxvenia chemi vercerti meegoari ver camordignes ra mchirs ise kaqrgad vmalav su vfikrob chem cxovrbaze rogori vikavi am nervozamde da gimiliit vixsneb exla bavsvi mkavs da verc vaseirneb gared chem tavs vadazaleb gasvlas su shishi maq ro cudad gavxdebi xalxshi da panikashi chavardebi da xalxi ityvis eg giji vinaoo su sashinelebebi momdis tavshi su mgonia ro ragac mtkiva saswrapos vidzaxeb da mechuxbebian rato ngamomidzaxeo cadi psikologtano gijivit miyureben arada sruiliad adekaturi realisti logikurad moazrovne adamiani var martla ar vicixandaxan mgonia jado gamiketes xandxan mgonia gmertma damsajaa ase ro sisulelebi agar gameketebina ubralod ver vxdebi rtom mee maincdmainc ? xandaxan vfikrob ro jobfa namdvili davadeba damartnoda camali mainnc mecodineboda da vimkurnalebdi da chemi davadebis aravis jera kvels gonia yuradgebas vikecev ar vici visac gamcdili ar aq verasros daijerebs tu gindat chemtan vinmes lapraki gasaubrobe ramodime varjishi vici romelic xsnis simptomebs da cota shvebas adzlevs momceret skype nini.shatirishvili1 facebooki nini shatirishvili gmaili nini.shatirishvili92@gmail.com bednierebas da sulier simshvides gisurvebt kvelas amaze dzvirpasi araperi araa sxva adamianebi ver apasebem ra bednierebi arian ro nervozi ar aqvr da sruplasovnad cxvorben

  • tamta says:

    yvela chamotvlili chivili chemtvis nacnobia,mgonia rom chemze wert,absoliturad kargad mesmis titoeuli tqventaganis da ganvicdi akutarivit,wlebia vebrzvi,nevropatologtanac davdiodi magram shedegi ar qonda ,isev sakutari tavis eqimi unda iyo da sheamcireb aset mdgomareobas,me tviton vcdilob rom davexmaro sakutar tavs magram zogjer mainc ar gamomdis ,es piqrebi mainc mawuxebs,shishebi da shpotva,momweret sofo facebookis gverdi rogor gavwevriande tqventan rom iqneb isev ertmanetis gverdshi dgomit davexmarot ertmanets

  • tamta says:

    s iqneb aq datovot facebookis misamarti sofo rom gavwevriande tqventan

  • ანი says:

    damijeret xalxno, sizmris mere iseti shishebi mqonda yvela dge bolo megona, saerto analizic avige kardiogramacyvelaperi kargad maqvs, roca mewyeboda nerviulobebi yvalerpi mtkivdeboda saertod yvelaperi mchirda arcerti wamali ar gishvelit, mxolod sakutari tavi xelshi unda aikvanot, yvelaze meti mkurnali tqveni tavebis tqven xart, iaret tadzarshi da aketet tqveni sayvareli saqme :)

  • qeti says:

    xalxno dvitanje tu vinme am mdgomareobashi xart gamomexmauret gtxovt,me damecyo xatebze da cmindanebze bilci da sheuracmyopeli pikrebi,yoveli cami sashineli maqvs agar vici dzaliat vpikrob tu unebliet,tadzarshic uaresi memarteba,agar shemidzlia lamis gavgijde

    • გამარჯობა ქეთი. ზუსტად ეგრე მჭირდა მეც შემეხმიანე facebookze იქნებ შევძლო დახმარება და რავი ვისაც გინდათ მომწერეთ ბევრი გამოვიარე ცხოვრებისეულად ბევრ რამეს ვებრძოლე იქნებ შევძლო თქვენი დახმარება.

  • Natia says:

    Var 21 wlis da yvelaferi daiwyo magali wnevit 130 90 amis gamo damewyoo shishebii gamoviikvlie guli tirkmelebii mokledrac sachiirooa daa damidgiines nervozi magram ver vijerebdii sul megoona da mgoniia room dgemde ragaac mchiirs gulii michqardebaa suul puls ro vitvlii 100 amde Adis da wneva maqvs titqmis yoveldge 140 100ze da mgoniia rom gulii gamiskdeba sashinelebaa mokled ver vshvelii chem taavs suul sheshinebulii daa cudis molodinshi var

  • mari says:

    Gamarjobat.makvs nervozi.ak chamotvlili simptomebidan.yvelaferi maxasiatebs.da mainteresebs.marcxena xeli mimzimdeba da mxrebi mewvis.ratom

  • eka says:

    meeec mchirs egeti ragaceebi titqos nerwyvs vegar vykaoav suntqva mekvreba da meshinia sull mgonia verc shevchamtqo adre aizmari vnaxe da imis mere mshishebi maaq d damewyo ase iqneb mec mirxhiot rame

  • shotiko says:

    gamarjobat am siftomebidan titqmis suyvela siftomi maqvs da kidev maqvs erti dzalian cudi siftomi goneba metisheba da maxsovrobac vegar maqvs kargi da da goneba rom metisheba dzalian mitacebs shishi da nervozs aqvs es siftomi? gtxovt damexmarod var 18 wlis

  • eka says:

    momweret facebookze raa eka gobejishvili ase da cota guli gadaushalot ertmanets

  • Tiko says:

    Gamarjobat ori welia mawuxebs shishebi magram es erti tvea yoveldge cudad vxdebi guli michqardeba pulsi 150 ze amdis.sul dadzabulivar sul meshinia cudad gaxdomis DA erti tvis mandzilze yoveldge memarteba es shetevebi :( tu vinme xart ase damexmaret dzaan meshinia rame ar damemartos :(

  • Tiko says:

    Gadagebuli maqvs guli janmrteli maqvs :) nervozulia vici magram mainc meshinia …

  • Natia says:

    Haeriis ukmariisoobac nervoozis vraliia xoo mgoniia daviixrchoobii ise var xoolmee dzalian dzlierii unda iyoo roo gaumklavde amyvelafers me kide dzalian michiirs tan davikeli woonashiic da esec mashiinebs :(((

  • nino says:

    Zemot chamotvliliracaa yvelaferi mchirs .arvici dzalian damgala imshegrdznebam ro ertxelac sheidzleba movkvde .game shishi maqvs room dzilshi gaviparebi ver vidzineb .arvici ravqna

  • ucha says:

    ifiqret ro araferi gchirt da aravisze naklebebi ar vart nervozianebi

  • mariami says:

    gamarjobat. myavs 4 wlis gogona romelsac ukve mesamet daemarta eseti ram, egvidzeba game uceb wamoxteba tirilit, xan ert mxares akvirdeba wers xan meore mxarebs, zogjer ar gvikarebs da iseti shtabewdileba gveqmneba rom chvenshi urchxuls xedavs. mamao chvenos vukitxavt, vulocavt shishis locvas magram locvis proceshic gachumdeba , mere isev wamoiyvirebs da cotaxanshi isev wynardeba. monatlulic myavs da jvarsac atarebs. naziarebic aris. ra unda wirdes vegar vidzineb shishit.

  • Natia says:

    Auu xalxnoo dabalii pulsuic amiis braalia ? Suul mifriialebda guulii eg nawuuxebda da axla piriiqit dabali maqvs

  • Nana says:

    Gamarjobat maqvs sashineli nervozi yvelaferi iqedan daiwyo ro kiser ahi gamichnda limfuri kvanzi eqimebma mitxres rom araferi ghirso margina rom kibo mjirda dgemde egre mgonia maqvs yelshi moxrchibis shegrzneba exla kide orsulad davrchi da guli miskdeba mgonia rom vkvdebi ragavaketo arvici internetshi statiebs vkitxulob jirkvalze da Meagan sul gamagija

  • sofi says:

    Me es yvelaferi gamoviare…tumca ragac shishebi mainc mawuxebs xolme…araferze ar vnerviulob xolme tavi xelshi amyavs tumca uceb ragacnairad gulis tkivili mewyeba..ramdenjerme gadavige gulis kardiograma magram araferi mchirs…gulis tkivili swored nervozis bralia….visac gsurt facebookze shemexmianet da gavuziarot ertmanets chveni nervozis shesaxeb …

  • Natia says:

    Batumshi tu icit dzlieri fsiqologi momweret ra

  • ლია says:

    ნევროზი მქონდა დიფუზური ჩიყვით გამოწვეული. ასევე საშინელი დეპრესია. სულ ცუდზე ვფიქრობდი. განვიკურნე ძალიან ადვილად ჩინური “ჩაი ლუვეი”ს მიღების შემდეგ. ძალიან სწრაფად მივიღე შედეგი. გაზაფხულმა გაიღვიძა სულში. თქვენც გისურვებთ იგივეს. ტელ 593105829 2921256 ლია მესტვირიშვილი

  • Nini says:

    Yvela sipmtomi maqvs saertod rac aq weria 3 welia ukve vinkurnele kidec Kargad viyavi erti wlis ganmavlonashi da Exla isev damewyo gulis tkivilebze agarapers vidzaxi mgoni Exla upro gamirtulnda da sashineli piqrebi Da shishebi mawuxebs.. Dzalian dabneuli var ukve ar Vici isev wamlebit gavagrdzelo mkurnaloba tu isev chemit aviyvano tavi xelshi rac dzalian mochirs… Mamuka makarodzestan mindoda misvla aq bevrma axsena da metqi Mec vcditqo magram mere iseti komentarebi vnaxe mag kacis mimartulebit rom cota ar iyos shemeshinda iset wamlebs mishnavs rom sul masze xar damikidebuli da klientebs ar kargavso Exla ukve eqimtan misvnac shemeshinda tu vinme mkurnalobdit mamilastan iqneb rogorme shenexmianot an saertod tu vinmes gindat ertmanets chveni mdgomareoba gavuziarot shemexmianet faceze nini golodze

  • levani says:

    Nu geshinia garwmuneb araperi mogiva. Shen egre ggonia. Me 29wlis var 9welia mawuxebs ukve michveuli var . Rwmena unda gqondes ro araperi mogiva

  • ანა says:

    მე მეგონა მარტო მე ვიყავი ამ დღეში. 4 თვეა რაც დამეწყო. მოსკოვში მოვფრინავდი და თვითფრინავში ვიღაც კაცს გული გაუჩერდა. დიდი სტრესი იყო. მაქედან დამეწყო და ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. ხელების გაბუჟება, უჰაერობა, გულის ტკივილი მოკლედ კველაფერი ერთად მიტევდა. ბოლოს სასწრაფოც აგარ მოდიოდა ნერვოზი აქ და დაალევინეთ დამამშვიდებელიო. მოკლედ გავიკეთე კველაფრის ანალიზი. თავიდან დაცკებული სისხლით დამთავრებული და არაფერი მჭირდა. ნევროლოგმა დამინოშნა წამლები ოღონდ ლაითი. ერთადერი რაც გიშველით ჩემი გამოცდილებიდან უნდა შეუძახოთ თქვენ პავს რომ კარგად ხართ და რაც იყო ადრე იყო. გაფილტრეთ ტვინიდან წარსული , მაგაში ფსიქოთერაპევდი დაგეხმარებათ. ისე ცუდად აგარ ვარ.ნელნელა უბრუნდები ცხოვრების ხალისს. აუცილებლად გადიპ სახლში არ ჩაჯდეთ. რამეთი დაკავდით. დრო არ დაიტოვოთ ცუდზე საფიქრელად.

  • nini says:

    mogesalmebit ,minda dagexmarot.kvela es simptomi rats chamitvlilia mqonda,2 tselia vidzieb chems avadmkopobas da rogorts iqna damidginda nevrozi,vkurnalob saprangetshi propesortan ,romelits dz bevri dzebnis shedegad,dges chemi eqimia,shemomtavaza sxvadasxva saxis mkurnaloba da me avirchie erti medikamenti romelsats qvia ,,hidroxyzine sandoz 25 mg”.dilit naxevari tableti shuadges naxevari da sagamos 1 mtliani ,ar itsvevs arts shechvevas da ar sheitsavs narkitiks. sheidzleba miigot ramodenime tseli,ori tvea vsvam da dz kargad var.P.S chemi eqimi,medicamentebis mtsodnea da martsmunebs rom rogorts medicamenti mxolod eg kurnavs nevrozs,miendet mas,ar inanebt.tsarmatebebs da janmrtelobas vusurveb qartvel ers .

  • nini says:

    dz didid gamotsdileba maqvs mastan brdzolis ,kvelaperi vtsade daujdomeli lotsvebi ,sporti ,tavis xelshi akvana ,udzluri khar radgan eg seriozuli avadmkopobaa,ase rom mnishvnelovania stsori diagnozi da shemdeg stori mkurnaliba.tqven mkurnalobis shemdeg imitom khart tsudad rom arastored mkurnalobt .

  • Nina says:

    Yvelaperi gamocdili maqvs rac aq weria da Vici Ra sashinelebacaa rac upro mets vkitxulob nevrozis shesaxeb upro axali shishebi michndeba ukve gamichnda cxovrebis uazrobis da uimedobis shegrdzneba agraperi mainteresebs da agarc araperi mixaria am piqrebs rom vyvebi Ra aris cxovreba da ristvis vcxivrobt meshinia saertod ar gavgijde. Ver gavige rogori mkutnaloba jobia da aris swori antidepresantebZe wavikitxe Exla rom suicids iwvevs isedac shishebi maqvs suicidis rac aq wavikitxe… Ra gavaketo raime morchiet da damamshvided ukve agar Vici tavi riti davimshvido vinmes gqoniat eseti piqrebi da shishebi?

    • Natia says:

      Sul medzineba da daglili vaar 12saatiic rom gamovidzino mainc daes netvoozuliia ?

    • giorgi says:

      Erti ramit shemizlia dagexmado da gitxra megobaro rom marto shen ar xar egre da zalian bevri shenze uaresad aris..erti shexedvit ea daavadeba ganukurnebeli ggonia adamians… Mec igive rameebi mawuxebs rac tqven ..pataraobidan mqonda simptomebi da axla ukve 24 wels vasruleb da agarari ukve saxumaro tema zaan chaflulivarv yoveldgiuri depresiebi uIloba uimedoba yvelafris panikuri shiahebi mawuxebs ..ramdenjerme viyavi nevrologtan da iseti wamlebi gamomiwera gamtisha sul an araswori mkurnaloba daminishna da axla eqimebze ndoba davikarge mara vxdebi ukve rom sxvisi daxmareba gareshe veragers vizam..imitorom zaan rtulad var tavis uazro tkivilebi da a.sh…tan ubeduraba isaa ojax..wevrebs arvumxel amyvelafers mesircxveba saxlshi da sxvebtanac laparakobs amyvelafers..ramdenjerme tavis mokvlazec mifiqria da vfiqrom kidec…gamosavali arvici rashia

      • tamo says:

        Sashinelebaa namdviilad maximalurad unda gadaitanoo es cudii fiqrebii kargzee esaa mxolod gamoosavalii me magaliitad rooca damewyeba uazroo shiishebii guliis frialii taxikardiia maqvs da haeriis ukmariisooba sashiinelii es magiijebs magram vcdiilob maximalurad amdroos daviiwyo saqmiis keteeba an suufta haerze seiirnooba mshveliis ragacnairad.

  • beqa says:

    ვაიმე ეს ყველაფერი ხო მაწუხებს თავში რაღაცა ჯანდაბა შეგრძნებებიმაქვს მგონია ამ სამყაროდან გამოთიშული ვარ გაბრუებული და საერთოდ არაფერი მიხარია და არაფერი მსიამოვნებს ხანდახან მგონია ვგიჟდები საშინელებააა საშინელება…. მართლაცრომ ვერავინ იგებს ხალხო ჩვენსას ნერვოზი ყველაზე უმნიშვნელო დაავადებად მიაჩნიათ არადა ყველაზე საშინელებაა 19 წლის ბიჭი ვარ და ცხოვრების ხალისი დავკარგე მეხსიერებაც დამიქვეითდა მგონია ამ შეგრძნებებს თავს ვერასოდეს დავაღწევ იქნებ ვინმე კარგი ფსიქოლოგი მირჩიოთ რომ დამეხმაროს და ცოტა მაინც შემიმსუბუქდეს ეს ტანჯვა ვეღარ ვუძლებ

  • Dima says:

    Yvela smsi wavikitxe shedarebit cudad maqvs saqme , da mainteresebs dabal aicxeebs madzlevs da gqoniat nervizis dros eseti shemtxveva?

  • oliko says:

    yvelasi dzalian kargad mesmis . gamosavali yoveltvis arsebobs. mtavaria gcamdes da gjerodes sakutari tavis . siyvarulis da valdebulebis grznoba gamoimushavo. ifiqre rom sachiro xar tundac erti adamianistvis da gmertma imitom mogavlina garkveuli misia sheasrulo am qveyanaze . daijere rom yvelaferi rac shens tavs xdeba shenive siketistvisaa da gamocdas unda gauzlo. sicocxle mshvenieria da ibrzole uketesad igrzno tavi . suli daimshvide. miyvarxart adamianebooooooooo

  • Sopo says:

    Gamarjobat,mec analogiur mdgomareobashi var,rogorc ki marto vrchebi pulsi michqardeba da cudad vxvdebi,shishis grznoba michndeba,umizezod vtiri xshirad,erti welia davitanje eqimi meubneba araferi mchirs da nevrozi gaqvso.zalian gtxovt vinmem tu shezelit am daavadebis martva.rogor gavumklavde,sashinlad vitanjebi.winaswar gmadlobt

  • Lana says:

    Ramdenii xaniia ardamiipostia aq 5tvis orsylii var da taxikardia maqvs sahiinelii mqoonda adre da axlaa gamiuaresda tu gqoniat da rit ushveletavs eqimiisdaniishnuli wamlebiic ar madzlevs shveebas

  • eka says:

    PrxeBISA DA SAXSREBIS TKIVILI TU GAKVT VINMES DA CXELEBA

  • Sopo says:

    Ki me maqvs,sashishi araa,nu geshinia,zedmetad nu ifiqreb ra da rogor gtkiva,nu daiwyeb gamokvlevas shenitvufro gagimwvavdeba,xshirad iseirne sufta haerze fexit,fiqristvis ar datovo dro,zili moiwesrige da naklebad shegawuxebs nevrozi.vercerti eqimi ver gishvelit sakutar tavze gamovcade.mxolod sakutari tavis rwmenit dazlevt am sashinel daavadebas.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს," - ილია მეორე.