მთავარი » ქრისტიანობა

ნეტარი მატრონა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.04.2013 71 კომენტარი | 58,417 ნახვა

ნეტარი მატრონამატრონა დიმიტრის ასული ნიკანოვა დაიბადა 1885წლის 9 ნოემბერს ტულის გუბერნიის სოფელ სებინოში მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. მის დაბადებამდე მატრონას დედამ საოცარი სიზმარი ნახა. ზეციდან მასთან ფრინველი ჩამოფრინდა ადამიანის სახით რომელსაც თვალები არ ემჩნეოდა და მარჯვენა ხელზე დააჯდა.

მართლაც გოგონა დაიბადა ბრმა, თუმცა ღმერთმა მას სულიერი ხედვის უნარი მიანიჭა. მატრონას დაბადებიდან ეტყობოდა რომ ღვთის რჩეული იყო, ჯერ კიდევ თოთო ასაკში იგი ოთხშაბათს და პარასკევს ძუძუზე უარს ამბობდა და მთელი დღეები ეძინა. სულ პატარა იყო, ღამღამობით ყველას რომ ეძინა ხატების კუთხესთან მიიპარებოდა, ჩამოიღებდა ხატებს და ისე ეღუღუნებოდა, თითქოს ელაპარაკებაო.

შვიდი-რვა წლის ასაკიდან მატრონას უკვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის ნიჭი. ნიკანოვების პატარა სახლში უამრავმა ადამიანმა დაიწყო სიარული, მოდიოდნენ მასთან კურნებისთვის და წინასწარმეტყველებისათვის. მატრონა გულმხურვალე ლოცვებით კურნავდა ხალხს სხვადასხვა სნეულებებისაგან. ადგილობრივი მემამულის ქალიშვილს ლიდია იანკოვას მატრონა დაჰყავდა სხვადასხვა მონასტრის მოსალოცად, ხშირად სტუმრობდნენ კიევო- პეჩორის ლავრას და სხვა წმინდა ადგილებს.

ერთხელ, როდესაც იოანე კრონშტანდტელმა ტაძარში მისული მატრონა იხილა მორწმუნე ერს განუცხადა: “განიყავით, გზა მიეცით!” – შემდეგ კი მატრონას მიუბრუნდა, რომელიც ტაძრის შესასვლელში იდგა: “მატრონუშკა მოდი, მოდი ჩემთან, და დასძინა” აი მოდის ჩემი ცვლა, რუსეთის მერვე ბურჯი”.

მატრონამ შეკვეთით ღვთისმშობლის ხატი დააწერინა “დაღუპულთა მომძიებელი”. იგი ამ ხატს არასოდეს განშორებია ყველგან თან დაჰქონდა.

16 წლის ასაკში პატარა მატრონას ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასოდეს უვლია.

ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იწინასწარმეტყველა რევულუცია, რომლის დროსაც გაძარცვავდნენ და გაანადგურებდნენ ტაძრებს, დაიწყებდნენ სამღვდელოებისა და მორწმუნეების დევნას.

ცარიცინოში იყო ერთი პატარა ლამაზი ეკლესია. როცა ეკლესიას ანგრევდნენ სურდათ ზარის წაღება, მატრონამ თქვა, “კარგი აბა სცადონ, მაშინვე დაიღუპებიან, ტაძარში კი ვერ შევლენ”. მართლაც, რამდენჯერაც სცადეს საბჭოთა მოხელეებმა ზარის მოხსნა ,უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ ტაძარში როდესაც შევიდნენ წყალი დახვდათ და ჩაიძირნენ.

ნეტარი მატრონა სებინოდან დაახლოებით 1928 წელს წავიდა, რადგან მისი ძმები მიხეილი და ივანე დაუდევრად ექცეოდნენ და მის მიერ ხალხის მიღების წინააღმდეგნი იყვნენ. ორივე ძმა კომუნისტი იყო, მორწმუნე მატრონა კი მათ კარიერას ხელს უშლიდა და მშობლების სიცოცხელასც საფრთხეს უქმნიდა. ღირსი დედა მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჩაწერის გარეშე ცხოვრობდა. მას მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნდა. საცხოვრებელს აძლევდნენ მაგრამ არავის უნდოდა თავისთან ჩაეწერა რადგან კომუნისტებისა ეშინოდათ, ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, ყოველთვის წინასწარ გრძნობდა საფრთხეს მაგრამ, თუკი მოიხელთებდნენ, მაშინ აუცილებლად რაიმე სასწაული ხდებოდა. მაგალითად, ერთხელ მისულა მილიციელი მატრონას წასაყვანად, ის კი ეუბნება: “წადი ჩქარა სახლში. შენთან ახლა დიდი უბედურება ხდება; მე კი სად წაგივალ, მოდი მერე და დამაპატიმრე” მილიციელმა დაუჯერა ბრუნდება შინ და ხედავს, ცოლს ნავთქურის ალი მოსდებია და დამწვარა. ძლივს მოასწრო სავაადმყოფოში გადაყვანა, როცა მას უსაყვედურეს მატრონასადმი ლმობიერება, მან უპასუხა “მე იმ ქალს როგორ დავაპატიმრებდი, მას რომ არ გავეფრთხილებინე, ხომ ცოლს დავკარგავდიო!”

ნეტარი მატრონას დევნა მეორე მსოფლიო ომამდე გრძელდებოდა, გადმოცემის თანახმად, ომის დროს მასთან რჩევისთვის თვით სტალინიც დადიოდა.

მატრონას მისგან დათესილი კეთილი თესლის ნაყოფი სიკეთითვე უბრუნდებოდა. ნეტარი ხომ ყველას უანგაროდ ეხმარებოდა. ლოცვებსაც ყოველთვის ხმამაღლა კითხულობდა. ყველას მოუწოდებდა, აუცილებლად ეტარებინათ ჯვრები, დაეცვათ თავი პირჯვრის წერით, ლოცვით და ხშირი ზიარებით.

1949 ნეტარი მატრონა მისმა შორეულმა ნათესავმა შეიფარა. მისი მიწიერი ცხოვრების ბოლო წლებს სავსებით შეიძლება დავარქვათ წინასწარმეტყველური. ის სულ უფრო მეტი დამაჯერებლობით საუბრობდა რუსეთის მომავალ ბედზე, კატასტროფებზე, რომელსაც მართმადიდებელი რუსი ხალხი გადაიტანდა , ნეტარი დედა ეუბნებოდა თავის ახლობლებს: , როგორ მეცოდებით, ბოლო ჟამამდე მიაღწევთ, ცხოვრება უფრო და უფრო უარესი იქნება, მოვა დრო როდესაც თქვენს წინ დადებენ ჯვარს და პურს და გეტყვიან -ამოირჩიეთ. ამოირჩევთ ჯვარს და როგორ იცხოვრეებთ? ქრისტეს ერთგულნი იტყვიან:ჩვენ ვილოცებთ ავიღებთ მიწას დავამრგვალებთ, შევჭამთ და გავძღებით!.

თავისი აღსასრული ნეტარმა მატრონამ რამოდენიმე დღით ადრე იწინასწარმეტყველა. მოემზადა უკანასკნელი გზისთვის, ეკლესიაში წავიდა ეზიარა.

ნეტარმა მატრონამ დატოვა ანდერძი: “ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავზე ივლიან მხოლოდ ახლობლები, როდესაც ისინი აღესრულებიან, საფლავი გაუკაცრიელდება, იშვიათად თუ ვინმე მოვა … მაგრამ მრავალი წლის შემდეგ ადამიანები გაიგებენ ჩემს სახელს და გუნდ – გუნდად ივლიან, გასაჭირში ჩავარდნილები დახმარებისთვის, რათა ვილოცო მათთვის უფლის წინაშე, მე ყველას მოვუსმენ და ვინც მომმართავს დახმარებისთვის დავეხმარები”. ნეტარი დედა 1952 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს მოსკოვში დანილოვის სასაფლაოზე.

1998 წლის 8 მარტს მოსკოვისა და სრილიად რუსეთის პატრიარქის ალექსი მეორის ლოცვა-კურთხევით მოსკოვში დანილოვსკის სასაფლაოზე მოპოვებული იქნა ნეტარი დედა მატრონას წმინდა ნაწილები.

ნეტარი დედის წმიდა ნაწილები ამჟამად იმყოფება პავლოვსკის დედათა მონასტერში.

მოამზადა დავით დანელიამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

71 კომენტარი »

  • ნაtია says:

    დიდი მადლობა ყოველთვის მაინტერესებდა წმინდა მარტონას ცხოვრების შესახებ რამე გამეგო.

  • მაკა says:

    დიდი მადლობა ასეთი ინფორმაციისათვის..ყოველთვის მაინტერესებდა ამ წმინდანის ცხოვრება…დძალიან მაინტერესებს ამ წმინდანზე სად უნდა ვნახო ტროპარი , კონდაკი თუა ან ლოცვა…კონკრეტული…

  • მარინა კურტანიძე says:

    დიდი მადლობა დედა მატრონას ცხოვრების მოყოლისათვის.

  • მაია says:

    წმ.მატრონას საფლავზე ტოვებენ წერილებს-თხოვნებით.მეც გავატანე მომლოცველებს ჩემი “თხოვნა” და ამისრულდა…

  • გოჩა says:

    მე ძალიან საინტერესო თავგადასავლები მაკავშირებს ამ წმიდანთან.

  • manana says:

    cminda matronas locva shegvecios.tqventan erti kitxva maq chemtan sofelshi aqvt cminda matronas puri da mainteresebs es simartlea tu ara?

  • ქეთევანი says:

    გმადლობთ, იმისათვის რომ ცდილობთ თქვენი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროთ. ნამდვილად არ ვიცოდი წმ.მატრონას ცხოვრების შესახებ.შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა.

  • ლია says:

    საინტერესოა ტუ აქვს ნატქვამი რაიმე საბწჰოტა კავსჰირის დარგჰვევის სჰესახებ?დიდი მადლობა მეც არ ვიცოდი ბევრი რამე წმ.მატრონას სჰესახებ.სჰეგვეწიოს მისი ლოცვა.ამინ

  • ნინო says:

    რაგაც კითხვა მაქვს დედა მატრონეს პურზე ვინმეს გსმენიატ ტუ იციტ მიტხარიტ რა Dალიან მაინტერესებს

  • სოფო says:

    მე,მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე მივსულიკავი ტმ.მატრონასტან….ამბობენ ტეტრი ვარდები უკვარდაო,და უზარმაზარ რიგცჰი,ტიტქმის კველა ტეტრი ვარდებიტ დგას.სულ სხვა სჰეგრდნებიტ გამოდიხარ ტადრიდან…

  • ეკა says:

    დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.ნამდვილად არაფერი ვიცოდი წმ მატრონას ცხოვრების შესახებ.შეკითხვა მაქვს წმ მატრონას პურთან დაკავშირებით.მართალია თუ არა?

  • მაკო says:

    ვინმემ თუ იცით ამის შესახებ: დედა მატრონას სახელობის ცომი მომცეს რომელიც ექვსი დღის მერე უნდა გამოვაცხო…რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მაინტერესებს

  • ხვიჩა says:

    ასეთი კითხვით მივმართე მოძღვარს და ასე მიპასუხა, თუ რწმენაში გინდა იყო არანაირი პურები არ არის საჭიროო და თანაც მე ამის შესახებ არაფერი მსმენიაო.
    ასეთი რჩევაც მომცა, უმჯობესია დედა მატრონას დაუჯდომელი წაიკითხო და მერე სთხოვო შენი სიტყვებით, შენი სათხოვარიო.

  • მაია says:

    ხომ არ იცით წმინდა მატრონას რომელი ლოცვით მივმართო? მოკლე ლოცვა…

    ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ…

    • თამარი says:

      გამარაჯობათ, აი ლინკი: http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/matrona.htm მატრონუშკას დაუჯდომელისათვის, აქ ასევე არის ორი ლოცვა. “ლოცვა 2” არის მისი ნაკარნახები, 90-იან წლებიში, რუსეთის ერთ ერთ ქალაქში, ერთ გოგოს სიზმარში გამოეცხადა წმინდა მატრონა, და ეს ლოცვა უკარნახა! ამის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ მატრონუშკას ცხოვრებაში წაიკითხოთ.

  • სოფო says:

    მაკო: დედა მატრონას ცომთან დაკავშირებით, ჩემმა მოძღვარმა ესეთი რამ მითხრა, ხშირად ავრცელებენ მსგავს რამეებს, ყოფილა კიდევ იერუსალიმის პური, არავინ იცის საიდან მოდის ეს, ვინ დგას ამის უკან, რა შემადგენლობისაა ეს ცომი, არ არის გამორიცხული ადამიანის ჯანმრთელობისთვის იყოს საშიში, ასე რომ მამაომ ამიკრძალა კურთხევის გარეშე ასეთ რამეებს ავყვე.

  • სოფო says:

    მაკა: დედა მატრონას ტროპარ-კონდაკი მაქვს ქართულად, მოგწერთ ხვალ აქვე, ლოცვა მაქვს რუსულად, თუ გნებავთ იმასაც დაგიწერტ

    • ნინო says:

      ყველას შეგვეწიოს დედა მატრონას ლოცვები! ასეთი წმინდანების არსებობაა ჩვენი ნუგეში. ვეცადოთ, რომ ვიყოთ მათი ლოცვის ღირსები.

    • ალექსანდრე says:

      დედა მატრონას ზეთი მომცეს და მასწავლეთ რომელი ლოცვები უნდა ზეთის ცხების წინ ? წინაცწარ მადლობას გიხდიტ გმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

  • მაკა-მარიამი says:

    დიდება უფალს ასეთი მეოხი წმინდანებისათვის,გარკვეული დროის წინ არც ისე ბევრმა იცოდა წმ.მატრონას შესახებ, გულით მიხარია როცა ვგებულობ რომ მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდები მისი ცხოვრებით.წმ.მატრონა ჩემი და ჩემი ოჯახის მფარველი წმინდანია.ამქვეყნიდან გასვლის წინ დაიბარა,ვინც გულით სთხოვდა შეწევნას და დახმარებას, მნიშვნელობა არაა აქვს სად ან რომელ ქვეყნიდან იქნებიან,ყველას შეეწევა.
    P.S.გულით მინდა დაგეხმაროთ და ვისაც დედა მატრონას მოკლე ლოცვანი უნდა აქვე გიწერთ: სადიდებელი: გადიდებთ შენ, წმინდაო მართალო დედაო მატრონა და თაყვანს ვცემთ შენს წმინდა ხსოვნას,ევდრე ჩვენთვის ქრისტესა ღმერთსა ჩვენთვის,ამინ! ტროპარი,ხმა 2.ღვთივგანბრძნობილ ნეტარ დედა მატრონას, ტულის მიწის მშვენებასა და ქალაქ მოსკოვის დიდებულ სამკაულს,ვაქებდეთ დღეს ერთგულნი, დღის სინათლის ვერმხილველი,ქრისტეს ნათლით განათლებული და ნათელმხილველობისა და კურნების ნიჭით გამდიდრებული.ოდესღაც მდგმური და მწირი ქვეყანასა ზედა,აწ ღმრთის ზეციურ საყდრის წინაშე წარდგომილი ლოცულობს ჩვენი სულებისათვის.

  • ქეტევანი says:

    დიდი მადლობა,რომ გაგვაცანიტ დედა მატრონა!მისი ლოცვა სჰეეციოს სრულიად საქარტველოს…როდის მოხდა მისი კანონიზაცია?

  • shorena says:

    dzalian didi madloba rom wminda matronas cxovseba gagvacanit.gulit vevedrsbi chveni saqartvelo daifaros mtrebisgan da titoeuli adamianis guli aavsos sitboti da sikvarulit.

  • ლალი says:

    გთხოვთ მიპასუხოთ დედა მატრონას პურის შესახებ გამოვაცხეთ სახლში და მაინტერესებს ეს არის ცოდვა თუ არა ძალიან მაინტერესებს მადლობთ წინასწარ პასუხისთვის

  • ნანა says:

    დედა მატრონას შესახებ თუ გინდათ უფრო მეტი შეიტყოთ, შედით საიტზე “დივეევო.რუ”. იქ შეგეძლებათ თქვენი თხოვნებიც გაუგზავნოთ ელექტრონულად დედა მატრონას. უდიდესი შემწე და სასწაულთმოქმედია. ყველა ნამდვილ მართლმადიდებელს შეეწიოს დედა მატრონა და თქვენ უპირველესად. გაიხარეთ.

  • გიორგი says:

    საიდან დაემთხვა ეხლა მც წმინდა მატრონას ხატს ვწერ მაგრამ მაინტერესებს მისი კონდაკი,ტროპრ და დხვა მისი ლოცვები

  • ნინო says:

    ყველას შეგვეწიოს დედა მატრონას ლოცვები!

  • eka says:

    პავლოვსკის დედათა მონასტერი სად იმყოფება ? მოსკოვის რომელ უბანში?

  • ნინო says:

    დაგლოცოთ უფალმა.

  • eka says:

    2000 წელს ვიყავი მოსკოვში, ტაგანკაზე, სადაც დაბრძანებული იყო მატრონას ცხედარი, რომელიც სუდარაში იყო გახვეული.მახსოვს საოცრად,უამრავი ხალხი იდგა რიგში, რომ მისულიყვნენ იქამდე, ეთხოვათ თავიანთი სათხოვარი ან ეთქვათ სამადლობელი მისთვის და მიეტანათ დანაპირები. მაინტერესებს პავლოვსკის დედათა მონასტერი იყო ის, სადაც მე ვიყავი ტაგანკაზე?

  • მაია says:

    დიდათ გმადლობთ

  • მაკა says:

    ყველას შეგვეწიოს მატრონას მადლი.სად შეიძლება ვნახო მატრონას შეკვეთილი ხატი.მიცვალებულთა მოძიებანი?

  • marika says:

    უღრმესი მადლობა.

  • mzia says:

    gaixaret da gamrvldit,shegewiot wminda matronas madli,gmerti iyos yoveltvis tqveni mparveli,

  • ლლ says:

    დედა მატრონამ მეც მომიხდინა სასწაული და მესამეჯერ როცა დაუნთე სანტელი ჯამრტელი გამხადა,ძალიან შემიყვარდა,გფარავდეთ მისის მადლი

  • მარი ესებუა says:

    ასეთი წმინდანების არსებობაა ჩვენი ნუგეში. შევძლოთ, რომ ვიყოთ მისი ლოცვის ღირსები.

  • დარო says:

    ყველას შეგვეწიოს დედა მატრონას ლოცვები!

  • maqsime says:

    შეგვეწიოს მისი მადლი

  • MAIA says:

    DIDEBA WMINDA MATRONAS SAXELS DZALAS DA MADLS…

  • სოფო says:

    ერთმა ქალბატონმა მომცა ქაღალდში გახვეული გამხმარი მცენარის ფოთლები და მითხრა წმინდა მატრონას საფლავიდან არისო. შვილმკვდარი დედა იყო. ჩანთით დამქონდა და მერე სახლში დავტოვე მაგის მერე ჩემი ოჯახი აირია, ისეთ რაგაცა ტრიალებს ჩვენს თავს რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. თუ გსმენიათ ვინმეს საპლავიდან წამოგებული მცენარის ტარება-შენახვაზე გთხოვთ დაწეროთ იქნებ ვცდები და გული მაინც დამიმშვიდდება

  • ani says:

    დიდება უფალს! რა დამთხვევაა. ჩვენს ტაძარში სწორედ დღეს ვეახლე სამადლობელად წმინდა მატრონას ხატს, რომელსაც ხშირად მივმართავდი თხოვნით, ელოცა ჩვენი ოჯახისთვის, რათა უფალს პატარა ეჩუქებინა. (გამეგონა, მთელი საქრისტიანო ასეთი თხოვნით ხშირად მიმართავს და მისი ლოცვა საოცრებებს ახდენს). ამ დღეებში ექიმმა ორსულობა დაგვიდასტურა.
    მივეახლე ხატს, სასოებით და მადლობით, როცა თვალი გავუსწორე წმინდა მატრონას სახებას, გაოგნებისაგან გული ამიჩქარდა: წმინდა დედას ჩვეულებრივად მშვიდ, ზომიერად მკაცრ სახეს ველოდი. ხატი კი აშკარად ღიმილით, თბილად მიმზერდა, ვერ აგიხსნით, რამდენი ხანი ვიდექი მონუსხულივით. “იქნებ მე არ მახსოვს, ასე იყო მანამდეც-თქო”, როგორც გავიფიქრე, ხატმა ფერი იცვალა. ცოტა ხანში – ისევ “გათბა”. ყველაზე საოცარი ისაა, წმინდა მატრონა დაბადებიდან ბრმა იყო, სულიერების მზერით. მე კი აშკარად ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა ხატი – თბილად, დაყვავებით…
    შეგეწიოთ მისი ლოცვა-ვედრება !!

  • qeti says:

    Shegewiot wminda matroshkas dzali da madli..aseti saswaulebis wakitxvis shemdeg martlac gaocebuli da agrptovanebuli var. Samwuxarod me ar makvs shesadzlebloba vewvio monasters da deda matroshkas sxeuls chemi txovnit. Mainteresebs tu yopila shemtxveva shoridan gilociat deda matroshkas saxelze txovnit da agxdeniat?.aqve mainteresebs txovnis win ra locvebia wasakitxi..ugrmesi madloba winaswar.

  • nata says:

    me davdivar matrionushkastan icit xalxno ra bedniereba rom mixval da daelaparakebi? iseti gamovdivar ikidan ase mgonia axla davibademetki, gind daijeret gind ara yvelafershi mexmareba, davdivar sasaflaoze sadac iko damarxuli iqac sakmaod bevri xalxi dadis, tu rame michirs cminda matriona chemi mshveleli xalxno bednierebaa mastan misvla,

  • nata says:

    qeti
    me roca saqartveloshi var iqidanac sul vloculob da shevtxov gasachiridan mixsnas me da yvela chemianebi, me rom vicode vin xar rom chamoval aucileblad chamogitandi amulets monastershi nayids sadac matriona davbrjanebuli

  • nata says:

    სოფო
    sofo sayvarelo rom midixar matrionastan mand gajleven yvavilebs shegijlia chai dalio an sachmelshi gaurio da miigo, tu is qali sandoa da martla matrionas yvavilebia gamxmari mashin nu geshinia me sul maq gadaxveuli da midevs saxshi, axla kviras vikavi da wamovige kurtkis jibeshi midevs, ase rom magas nu daabraleb

  • ანა says:

    დედა მატრონა დამესიზმრა და მითხრა რომ ძალიან უბედური ვიქნები. 3 წლის შემდეგ ოჯახს შექმნი და უბედური იქნებიო და რასუნდა ნიშნავდეს

  • maiko mao says:

    saburtaloze rom tadzaria mand kofila wm matronas nawilebi,shegidzliat matronas locva momwerot? winswar ugrmesi madloba.kvavlebi mec minda matronasi :)

  • maiko mao says:

    ana_ iqneb santeli aunto wm matronas ,iqneb mixvide kidevac nu geshinia deda matrona dagexmareba da bednieri iqnebiii ))))

  • tekla says:

    me dzalian mainteresebs wmindani deda matrona s locvebi

  • eka says:

    me mjera tsminda matronis gmadlobt rom upro meti gamagebiet tsminda matronas cxovrebase

  • nana says:

    shegewiot wminda matronas locva .dzalian mainteresebs misi locvebi tu shegidzliat rom mitxrart sad vnaxo?

  • mari says:

    ნეტარო დედაო მატრონა, სულით ღმრთისა საყდრისა წინაშე წარდგომილო, ხოლო სხეულით მიწაზე განსვენებულო და შენს მიერ მაღლით ბოძებულ მადლით სხვადასხვა სასწაულთა გამომასხივებელო! მოიხილე შენი მოწყალე თუალით, ჩუენ ცოდვილთა ზედა, მწუხარებათა, უძლურებათა და ბოროტ საცდურთა შინა ცხოვრების განმლეველნი. ნუგეშინის ეც ჩუენს უსასოებას, განკურნე მძიმე სნეულებანი, ღმრთის მიერ ჩვენზედ ცოდუათა მიერ დაშვებული, გვიხსენ მრავალგუარ უბედობათა და გარემოებათაგან, გამოითხოვე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსაგან მოტევება მთელი ჩუენი ცდომისა, უსჯულოებისა და ცოდუათდაცემისა, რომელიც სიყრმითგან და დღეინდელ დღემდე და ჟამამდე ვიქმოდით და შენი ლოცვებით მომღებელნი მადლისა და უდიდესი მოწყალებისა, ვადიდებთ სამერთიან უფალს, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

  • გიორგი says:

    ლოცვა ნეტარი მატრონას მიმართ

    ჰოი, ნეტარო დედაო მატრონა! სულით ზეცაში ღვთის საყდრის წინაშე მდგომარეო, ხორცითა შენითა მიწაზე განისვენებ და ზეგარდმო მონიჭებული მადლით მრავალგვარ სასწაულს გვიწყალობებ.
    მოგვიხსენე უფალთან, აწ მადლითა შენითა ჩვენ, მწუხარენი, სნეულნი, ბოროტნი, შეპყრობილნი, განდიდებულო ღვთისაგან და არა კაცთაგან. დაამშვიდე მწუხარება ჩვენი, განკურნე ცოდვათა ჩვენთა გამო უფლისგან დაშვებული წყლულებანი ჩვენნი.
    გვიხსენ ჩვენ ურიცხვი მწუხარებისაგან და განსაცდელტაგან და ევედრე უფალსა ჩვენსა, იესო ქრისტეს, რათა მოგვიტეოს ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, უსჯულოებანი და ცოდვით დაცემანი სიყრმითგან ჩვენისა აქამომდე. ლოცვითა შენითა მივიღებდეთ მადლსა და დიდსა წყალობასა, რათა ყველანი ერთობით ვადიდებდეთ ღმერთსა, სამებასა – მამასა და ძესა და წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

  • გიორგი says:

    ლოცვა ნეტარი მატრონას მიმართ

    ჰოი, ნეტარო დედაო მატრონა! სულით ზეცაში ღვთის საყდრის წინაშე მდგომარეო, ხორცითა შენითა მიწაზე განისვენებ და ზეგარდმო მონიჭებული მადლით მრავალგვარ სასწაულს გვიწყალობებ.
    მოგვიხსენე უფალთან, აწ მადლითა შენითა ჩვენ, მწუხარენი, სნეულნი, ბოროტნი, შეპყრობილნი, განდიდებულო ღვთისაგან და არა კაცთაგან. დაამშვიდე მწუხარება ჩვენი, განკურნე ცოდვათა ჩვენთა გამო უფლისგან დაშვებული წყლულებანი ჩვენნი.
    გვიხსენ ჩვენ ურიცხვი მწუხარებისაგან და განსაცდელტაგან და ევედრე უფალსა ჩვენსა, იესო ქრისტეს, რათა მოგვიტეოს ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, უსჯულოებანი და ცოდვით დაცემანი სიყრმითგან ჩვენისა აქამომდე. ლოცვითა შენითა მივიღებდეთ მადლსა და დიდსა წყალობასა, რათა ყველანი ერთობით ვადიდებდეთ ღმერთსა, სამებასა – მამასა და ძესა და წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

    ეს ლოცვა ამაზე მოვიძიე http://church.ge/index.php?showtopic=492&st=20

  • იოანა says:

    დიდება ნეტარ მატრონას მის ძალას და მადლს უდიდეს რომელსაც მართლა მოკვდავი და ცოდვილი ადამიანები ვერც ავხსნით ბოლომდე რამდენად დიდია ღვთის განგება

  • მარჯანიშვილზე რუსული ეკლესია რომაა წმ. ალექსანდე ნეველის, იქაა წმ. მატრონას ხატი

  • Liana Hoffmann says:

    Jesu kriste romeliz schenschia, moitchows ara marto lozwas ,aramed praktikul kmedebas ,mate 26 /26/27/28/ esaja 6 /6/7/8;dazeret zodwa mizaze;isurwt luka4 18/19/20/21;jesu krise mokmedebs impulsebit, stchowe:jesu schentu ginda schegidzlia gankurne tschemi scheuli ,schen gankurne dedamiza borotis sachelis ,sitkwis da sakmisagan, tschazere zidnschi da schen aggawe bororis sachsenebeli zis kweschetidan, schen schehkari 33 zliani zykli dedamizase,rata schenschi agsdges koweli dzwali, tschachseni koweli dzapi ,romlitaz monazile wart schwata zodwaschi, akurtche dedamizis otchiwe mchare amen

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი