მთავარი » ქრისტიანობა

ნეტარი ავგუსტინე – უდიდესი მამა და მასწავლებელი ეკლესიისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.06.2020 | 165 ნახვა

„ნეტარი ავგუსტინე თავის „აღსარებაში“ წერს, თუ როგორ დახეტიალობდა ბაღში სევდიანი და ცოდვით დამძიმებული, რადგან ვერ ეპოვა გზა გამოსწორებისა. დედამისი ცრემლით ევედრებოდა უფალს შვილის გადარჩენას. და ისიც შეწუხებული ეკითხებოდა თავის თავს: „როდისღა?! ბოლოს და ბოლოს როდისღა?! ყველაფერი ხვალ, ხვალისთვის, მაგრამ რატომ დღესვე არა?! რატომ არ შეიძლება, დღესვე დაესვას წერტილი ბიწიერ ცხოვრებას?!“

უცებ ბავშვის ხმა მოესმა, თუმცა არავინ დაუნახავს: „აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე!“ – ავგუსტინე სწრაფად მივიდა იმ სკამთან, სადაც მისი მეგობარი ალიპი იჯდა. იქ მას მოციქულ პავლეს ეპისტოლეთა წიგნი დაეტოვებინა. „მე დავსტაცე ხელი და ის მუხლი წავიკითხე, რაც პირველად შემხვდა:

„შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ხდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ“. კითხვის გაგრძელება აღარ მინდოდა. დიახ, მე სწორედ ეს არ უნდა მეკეთებინა. როგორც კი წინადადება დავასრულე, სიწმიდის სხივი ჩამეღვარა გულში და ეჭვის ყველა ჩრდილი გაფანტა. გვერდი დავნიშნე, წიგნი დავხურე, მივუბრუნდი ალიპს და გარეგნული სიმშვიდის შენარჩუნებით ყველაფერი ვუამბე“. („აღსარება“, თავი 12).

მაშინ იმ სიტყვებით თვით უფალი ესაუბრებოდა ავგუსტინეს, რომელმაც მთელი არსებით მიიღო ეს დარიგება; მის სულში მოხდა დიდი გარდატეხა. იგი ხელახლა დაიბადა.

სულიერი ფერისცვალებისათვის აუცილებელია ადამიანის ხელახლა შობა, მისი სრული შინაგანი სახეცვლილება“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საახალწლო ეპისტოლე, 1989 წელი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი