სტატიის ავტორი: რედაქტორი
| თარიღი: 06.07.2020
| 217 ნახვა
“ნეტა მას, ვისაც უყვარხარ, ღმერთო; ვისაც თავისი მეგობარი უყვარს შენში, მტერი კი – შენი გულისთვის. მხოლოდ ის არ კარგავს არაფერს ძვირფასს, ვისთვისაც ყველაფერი ძვირფასია მასში, ვინც შეუძლებელია დაკარგო, მაგრამ ვინ არის ეს, თუ არა ღმერთი ჩვენი, ღმერთი, რომელმაც „შეჰქმნა ცა და მიწა“ და თვითონვე ავსებს მათ, რადგანაც სწორედ იმის წყალობით შექმნა, რომ თავისით აავსო ისინი.
არავინ არ გკარგავს, უფალო, გარდა იმისა, ვინც გტოვებს, თუმცა ვინც გტოვებს, სად წავა, ან სად გაიქცევა, თუ არა შენი გულმოწყალებიდან შენივე რისხვისაკენ? რადგანაც განა თავის სასჯელში არ ჰპოვებს შენს ურყევ კანონს? ხოლო „შენი კანონი ჭეშმარიტებაა“, ჭეშმარიტება კი შენა ხარ თვითონ”.
ნეტარი ავგუსტინე – (“აღსარებანი”, IV:IX).
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.