მთავარი » სოფლის მეურნეობა

ნესვის მოვლა-მოყვანის მოკლე ცნობარი დამწყები ფერმერებისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.07.2022 | 353 ნახვა

ნიადაგის დამუშავება

აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგი უნდა მოიხნას შემოდგომაზე, დასავლეთ საქართველოში ადრე გაზაფხულზე. მოხვნის სიღრმე 30-35 სმ.

ნიადაგის გაფხვიერება

ნიადაგის გაფხვიერება დაფარცხვას მიმართავენ აპრილში, გამოიყენება დისკებიანი კულტივატორი, კბილებიანი ფარცხი ან დანებიანი კულტივატორი.

თესვა და ჩითილების გამოყვანა

აპრილის პირველ ან მეორე დეკადაში ითესება ერთჯერად ჭიქებში ან სპეციალურ კასეტებში. კასეტებში იყრება ნეიტრალური რეაქციის მქონე ტორფის სუბსტრატი და აგრო პერლიტის ნაზავი. ნესვის კულტურის თესლები ითესება 1,5 – 2 სმ სიღმრეზე. ჩითილები უნდა გამოვიყვანოთ საჩითილეებში, რომ დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმი. ნესვი შეიძლება მოვიყვანოთ პირდაპირ ღია გრუნტში დათესვით. ღია გრუნტში ითესება აპრილი, მაისის თვეებში. თესვის ნორმა 3 კგ/ჰა, თესვის სიღრმე 3 – 6 სმ.

ჩითილების მოვლა

მოიცავს მორწყვას, დაცვას დაბალი ტემპერატურების ზემოქმედებისაგან, დაცვას მავნებელბისაგან – მახრები, ჭიჭინობელა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება – ფორსი, პირინექს სუპერი, პრიბანი, დურსბანი და სხვა მათი ანალოგები. ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება – პრევიკურ ენერჯი, პროპაკური, აპრონ XL ან სხვა მათი ანალოგები.

ჩითილების გადარგვა

გადარგვა ხდება აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში, ამ დროს ჩითილები არიან 12-15 სმ სიმაღლის, 20-25 დღის ასაკის. მცენარეთა გადარგვა ხდება ტენიან ნადაგში, მწკრივად დარგვისას კვების არე 1,5-2 მ. X 0,5-1მ. კვადრატულ ბუდობრივად დარგვისას 1,8 მ; 1,4 მ; 1,25 მ.

მცენარეთა მორწყვა

გადარგული მცენარეები ირწყვება 5-7 დღეში ერთხელ (კლიმატური პირობებისა და საჭიროების მიხედვით). მთელი ვეგეტაციის მანძილზე მაისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ირწყვება 10-15-ჯერ.

სარეველების მოცილება და ნიადაგის გაფხვიერება

გადარგვიდან ორი კვირის შემდეგ ივნისის დასაწყისში მიმართავენ რიგთაშორისების პირველ გაფხვიერებას და სარეველების მოცილებას. ამავე დროს ტარდება მცენარეთა დამატებითი გამოკვება მინერალური და ორგანული სასუქებით ნიადაგის ქიმიური ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე. ნიადაგის გაფხვიერება შესაძლებელია დაგვჭირდეს 2-3 ჯერ.

მცენარეთა დაცვა

მცენარეთა დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან საჭიროა მთელი ვეგეტაციის მანძილზე. ფუნგიციდებიდან გამოიყენება – რიდომილ გოლდ მც, ოქსიქლორი, ლიდერი, კუპროქსატი, კუპერვალი, ანტრაკოლი ან სხვა მათი ანალოგები, ინსექტიციდებიდან გამოიყენება – აქტარა, კონფიდორ მაქსი, სპინტორი, კრალი და სხვა მათი ანალოგები.

მოსავლის აღება

მოსავლის აღება მიმდინარეობს ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, მოსავლიანობა 30-40 ტონა ჰექტარზე.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი