მთავარი » ჯანმრთელობა

ნერვული სისტემის დარღვევები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.12.2018 2 კომენტარი | 3,864 ნახვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდ ადამიანს აღენიშნება ნერვული სისტემის დისფუნქცია. აქედან 50 მლიონზე მეტი დაავადებულია ეპილეფსიით, 24 მილიონი ალცჰაიმერის დაავადებით და სხვა გენეზის დემენციით. ( http://www.who.int/topics/mental_health )

ნერვული სისტემის დარღვევები ნერვული სისტემის დარღვევათა ჯგუფები:

სისხლძაღვოვანი დარღვევები–თავის ტვინის ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა, სუბდურალური სისხლჩაქცევა და ჰემატომა, ექსტრადურალური სისხლჩაქცევა
ინფექციები–მენინგიტი, ენცეფალიტი, პოლიომიელიტი, ეპიდურალური აბსცესი
სტრუქტურული დარღვევები – თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ტრავმა, სპონდილოზი, სიმსივნური დაავადებები, პერიფერიული ნეიროპათია
ფუნქციური დარღვევები–თავის ტკივილი, ეპილეფსია, თავბრუსხვევა, ნევრალგია
დეგენერაციული დარღვევები–პარკინსონის დაავადება, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავადება.

საქართველოში ნერვული სისტემის გავრცელებულ დაავადებათა სტრუქტურა ასე გამოიყურება:

პერიფერიული სისტემის დაავადებები–32,4%
ეპიზოდური და პაროქსიზმული დარღვევები–19,9% (მ.შ. ეპილეფსია და ეპილეფსიური სტატუსი–34,2%)
ექსტრაპირამიდული და მოძრაობის სხვა დარღვევები (პარკინსონი, ქორეა) – 7,5%
ცერებრული დამბლა და პარალიზური სინდრომები–9% და ა.შ.

უახლესი მონაცემებით, ევროპაში ეპილეფსიით 6 მლნ. ადამიანია დაავადებული, სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე მსოფლიოში 15 მლნ ადამიანი ავადდება ეპილეფსიით. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოში 1000 მოსახლეზე, ეპილეფსიის გავრცელების მაჩვენებელი 2.0–ია.

ნერვული სისტემის დარღვევათა ნიშნები და სიმპტომები

მუდმივი ან შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი
სხვა ხასიათის თავის ტკივილი
მგრძნობელობის დაქვეითება
სისუსტე ან კუნთებში ძალის დაკარგვა
მხედველობის უეცარი დაკარგვა ან გაორება
გონებრივი უნარის დაქვეითება
კოორდინაციის დარღვევა
კუნთების რიგიდობა
ტრემორი და კრუნჩხვა
ტკივილი ზურგში, ირადიაციით სხეულის სხვა ნაწილებში
კუნთების ატროფია და მეტყველების გაძნელება

ნერვული სისტემის პათოლოგიების უმრავლესობა არის საფუძველი უნარშეზღუდულობისა და სიკვდილობისა, აქედან გამომდინარე, დაავადების ადრეული გამოვლენა და შემდგომში ადექვატური მკურნალობა არის გარანტია დაავადების კეთილსაიმედო გამოსავლისა.

ამ პროფილის დაავადებათა მართვას ახორციელებს:

ნევროლოგი
ნეიროქირურგი
ფიზიოთერაპევტი (განაკუთრებული მნიშვნელობის აქტივობა, პაციენტის რეაბილიტაციის მიზნით)

წყარო: http://www.ncdc.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • Mur says:

    7 celia macuxebs shegrzneba titqos mtkiva saxsrebi, viyavi bevr nevrologtan, vsvavdi uamrav camals, da mainc isev tkivilebis shegrzneba maqvs, iqneb mirchiot rame

    • Liana Hoffmann says:

      Psichologia,aris tschweni GMERTI ,romelic moitchows tschwengan sulier zchowrebas, sacharebis kitchwa aris sazrdo tschweni gonebisa.kowel dilas dautmet dro dajekit da gadmoceret erti muchli mainz,nu susunebt gatscumdit,mamao tschweno 7-jer.bawschwebs ascawlet sakutar gwerdze sacharebis muchlebis gamokwekneba,rom iscawlon internetis scorad gamokeneba. Achsna-bawschwebo es aris tschweni kowelis mowaleoba,danischnuleba, micaze zchowrebisa. Upalo gwascawle rogorc schen ascawlidi schens mocapeebs. Amin. Es aris wicro karis gasagebi-didi da patara datwis tanawarskwlawedi.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი