მთავარი » ქრისტიანობა

რა უდევს საფუძვლად ადამიანებს შორის ნდობის დაკარგვას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.11.2017 ერთი კომენტარი | 959 ნახვა

ხშირად გვსმენია ადამიანებისგან ფრაზა – “არავის ნდობა არ შეიძლება, არავის უნდა ენდო”. რა არის ნდობა და რა უდევს საფუძვლად ადამიანებს შორის ნდობის დაკარგვას? მამა ლევან ალადაშვილი გვესაუბრება წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან ალადაშვილი:

“როცა ადამიანი შექმნა ღმერთმა, მას თავისუფალი ნება მისცა. ამით მან გამოხატა უდიდესი ნდობა ადამიანის მიმართ. და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამ ნდობას არ ამართლებს, ღმერთი მაინც ენდობა ადამიანს. ეს არის ჩვენთვის სასწავლი, ვისწავლოთ ნდობა. ნდობის გარეშე არ არსებობს იმედი. ნდობის გარეშე არ არსებობს სიყვარული.”

ვის უნდა ვენდოთ და ვის – არა?

ჩვენი გამოცდილება გვკარნახობს ამა თუ იმ სიტუაციაში გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ბოლომდე არ ვენდოთ ადამიანს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუბიექტური აზრი ხშირად არ არის სწორი. და კიდევ- თუ არ ვენდეთ ადამიანს, მას გაუჭირდება გამოსწორება, გაზრდა. ზოგი იყენებს ნდობას ბოროტად, მაგრამ ხშირად ნდობა დიდი სტიმულია ადამიანისთვის. არის შემთხვევა, როცა რაიმე შემთხვევის გამო ადამიანი კარგავს ნდობას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ტვირთია. ნდობის კვლავ მოპოვებას სჭირდება დიდი შრომა და მოთმინება.

ვისთანაც ახლოს ვართ, უმეტესად იმ ადამიანების მიმართ გვეკარგება ნდობა. მათგან უფრო გვწყინს და გვიჭირს პატიება. როგორ ვარეგულიროთ ურთიერთობები, რომ ეს პრობლემა ნაკლებად შეგვექმნას?

რა თქმა უნდა, ვინც მეტად გვიყვარს, მეტად განვიცდით მათი მხრიდან არასწორ ქმედებას, წყენას. მეტს გავცემთ და მეტი გვინდა მივიღოთ. ამიტომ, ჯობს სიყვარული და სიკეთე გავცეთ არა ანგარიშიანად, არამედ უშურველად. როცა ადამიანი გვაწყენინებს, იმედს გაგვიცრუებს, უნდა გავიხსენოთ რამდენჯერ გაგვიცრუებია იმედი ღმერთისთვის, ადამიანისთვის… ჩვენ თუ გვინდა გვეპატიოს, ჩვენც უნდა ვისწავლოთ სხვისი პატიება.

არიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით აკვიარდებიან და ეჭვის თვალით უყურებენ სხვებს. ელოდებიან მომენტს, როდის აღმოაჩენენ სხვაში ისეთ თვისებას ან ქმედებას, გაამყარონ მოსაზრება, რომ ადამიანის ნდობა არ შეიძლება. ძირითადად როგორი თვისების ადამიანებს აქვთ ასეთი მიდგომა?

ეს ერთგვარი სენია სულიერი- გამუდმებით ყველასა და ყველაფერში ცუდის ძიება. ამის მკურნალობა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თუ დაინახა ადამიანმა რაც ჭირს, და მოინდომა მერე ამისგან განთავისუფლება. ასეთ ადამიანს თავი ყველაზე კარგი ჰგონია, ყველასა და ყველაფერში, რაც არ უნდა კარგი იყოს, ავტომატურად იწყებს ცუდის ძიებას. ასეთ ადამიანს შეიძლება ყველაზე თავმდაბლად მიაჩნდეს თავი. არადა, იმას თუ ვერ ვახერხებთ პოზიტიურები ვიყოთ, დადებითი ვეძებოთ ყველგან, ობიექტურობა მაინც არის აუცილებელი, რომ თეთრიც შავად არ ჩავთვალოთ. უნდა ვეძებოთ რა გვაერთიანებს, და არა რა – გვაშორებს.

როგორ მოვიპოვოთ ადამიანის ნდობა?

ადამიანის ნდობა უნდა მოვიპოვოთ შრომით, მოთმინებით, თავმდაბლობითა და სიყვარულით.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • გიორგი says:

    ღმერთის სიყვარულის მსგავსია მოყვასის სიყვარული გვარიგებს სახარება.თუ მოყვასის ანუ ყოველი ადამიანის სიყვარული იქნება მყარი და ქმედითი,ქრისტესმიერი ანუ ადამიანებთან ურთიერთობისას წარმართველი იქნება ახალი აღთქმისა და ზოგადად წმიდა წერილის ავტორიტეტი,მაშინ სათნოებითი იქნება ჩვენი ადამიანებისადმი სიყვარული,რაც უპასუხოდ არ დარჩება და აუცილებლად კეთილად იმოქმედებს ადამიანზე.ღმერთმა მოგვმადლოს ქრისტესმიერი სიყვარული,ჩვენი დატევნისამებრ.ამინ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.