მთავარი » სხვადასხვა

ნაძვის ხე და ჩიჩილაკი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.12.2016 4 კომენტარი | 13,600 ნახვა

ქეთევან სიხარულიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი): “საახალწლო მორთულობებში წამყვანი ადგილი ნაძვის ხემ დაიკავა. ნაძვის ხე საიდან მოვიდა ეს ტრადიცია? გერმანული მოდგმის ხალხებში უძველესი დროიდან არსებობდა რწმენა, რომ მარადმწვანე მცენარეები სასიკეთო გავლენას ახდენენ მოსავლიანობაზე. ამიტომ ტოტები, ან მთელი ხეც მოჰქონდათ სახლში. ეკლესია ებრძოდა ამ წარმართულ ჩვეულებას, მაგრამ მერე დააკანონა და შობას დაუკავშირა. უჭკნობ სიმწვანეს აღიქვამდნენ, როგორც მარადიულ სიცოცხლეს. ნაძვის სამკუთხა კონტური წმინდა სამებას გამოხატავდა. ნაძვს რთავდნენ ვაშლებით, რითაც ის სამოთხის ხეს განასახიერებდა. ასევე, მასზე კიდებდნენ ვაფლის ნაჭერს, რომელიც ზიარების პურის სიმბოლო იყო. ნაძვის წვერს კი რთავდნენ “ბეთლემის ვარსკვლავით”.

რუსეთში ნაძვის მორთვა დაიწყეს XIX საუკუნეების შუა ხანებიდან. თავდაპირველად ამას აკეთებდნენ გერმანულ ოჯახებში, რომლებიც მრავლად იყო როგორც პეტერბურგში, ისე – მოსკოვში. შემდეგ ეს ახალი ჩვეულება გავრცელდა რუსებს შორისაც. სავარაუდოა, რომ საქართველოში ნაძვის ხის მორთვა საახალწლოდ რუსეთიდან შემოვიდა.

ჩიჩილაკისაქართველოში ახალ წელს ახლდა მისი აუცილებელი ატრიბუტი – ჩიჩილაკი, რომელსაც “ბასილას წვერებსაც” ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება და, რასაკვირველია, ქრისტიანობის ხანაში უნდა დამკვიდრებულიყო. თუმცა მორთული ხის სიმბოლიკაც ძალიან ძველია და ნაყოფიერებას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ ჩიჩილაკი თავისი ბურბუშელებით მზის სხივებსაც განასახიერებდა. მის თავზე ჯვრის გამოსახულებას აკეთებდნენ და ჩირით, ხილით, სუროს ფოთლებით რთავდნენ. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საახალწლო ხონჩაზე. ნათლისღების წინა დღეს კი ბასილას წვერებს წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს. ზეპირგადმოცემით, თითქოს პირველი ჩიჩილაკი ღვთისმშობლის მეუღლემ, მართალმა იოსებმა (იგი ხომ ხურო იყო) გაუკეთა პატარა იესოს გასართობად. დღეს ქართულ ოჯახებში ისევ მკვიდრდება ჩიჩილაკი და ადგილს ნაძვის ხის გვერდით იკავებს.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • pppp says:

    ჩემთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩიჩილაკი ქართულია და მისი წარმომავლობა “გურია”-დან იღებს სათავეს

  • გელასი says:

    სად ნახეთ ეგ გადმოცემა ?
    მართალია ნაძვის ხე XIX საუკუნეში შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ის ნამდვილად არ არის საეკლესიო ტრადიციცა (საქართველოში), ეს ჩვენ ვაქციეთ ვითომდა ტრადიციად, თორემ ამ მმარხვაში რა გვეახალწლება ან რა გვენაძვისხეება ?!?
    რაც შეეეხება ჩიჩილაკს, ეგ ცოტა მკრეხელობაშიც კი გადაგივიდათ…

  • nikoloz says:

    ყველა ვინც ნაძვის ხესთან აღნიშნავს ახალ წელს უნდა მოინანიოს უფლის წინაშე.

  • giorgi says:

    magaria tcven rom ar dagewerat orians mivigebdi sagol

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.