მთავარი » საზოგადოება

ნაძვი – ჩვენს სამსახურში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.12.2019 | 1,197 ნახვა

ნაძვის ხე შობა-ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. ის არა მარტო ალამაზებს გარემოს, არამედ ჩვენი ჯანმრთელობის სამსახურშიცაა. სუფთა ჰაერის წყარო მარადმწვანე მცენარეებია. განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით კი ნაძვი ხასიათდება.

თითოეული ადამიანი უნდა ეცადოს, რომ ახალ წელს ცოცხალი ნაძვის ხე არ შეიტანოს სახლში და ხელი შეუწყოს მის გადარჩენას.

ნაძვი (ლათ. Picea) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.

ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად ბრტყელი და წაწვეტებული. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლური ნაძვი (ლათ. Picea orientalis)

გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება კავკასიონის მთავარ ქედს შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს თბილისის მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და სოჭის სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი.

საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიასა და თურქეთში. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.

საქართველოში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი (ლათ. Picea excelsa), ჰიმალაური ნაძვი (ლათ. Picea morinda), ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი (ლათ. Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე მრევლს ურ­ჩევს, ახალ წელს სახ­ლში “მკვდა­რი ნაძ­ვის ხის” ნაც­ვლად, ნაძ­ვის ნერ­გი შე­ი­ტა­ნონ.

“მო­დის ახა­ლი წელი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სახ­ლებ­ში შე­აქვთ მკვდა­რი ნაძ­ვის ხე. სა­სურ­ვე­ლია, რომ ში­ე­ტა­ნოთ ნაძ­ვის ნერ­გი”, – გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა. (2016)




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი